პოსტი (6) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
07.06.2009 18:17
—————–
Progressive-ს
———————-
“პროგრესულო”,
იმ დროს, როცა მთელი ზემო მაჩხაანი ასფალტის გზას ნატრობდა, მიშამ და შენ აქაც იყოჩაღეთ და “პროგრესულად” უკეთესი – ანუ “ასვალტის” (!) გზა დაუგეთ :-((
ასვალტისტოოოო! :-))
ამის წაკითხვის მერე მე ნამდვილად სიამაყის გრძნობა გამიჩნდა – ვის და ვის, და “პროგრესულს” კი მტკიცედ უდევს ხელი ქართველი ხალხის მაჯაზე და გრძნობს, რა დიდი ბედნიერება მოაქვს “ასვალტს!” მამალივითაა თითქმის, ოღონდ ტვინს ……..!
დავიჯერო – მე რასაც ვწერ, ის ტკივილი და წუხილი საქართველოზე და ხალხზე – შენმა ზემო მაჩხაანის “ასვალტმა” გაანეიტრალა?
დავიჯერო, რომ მაგით, – თუნდაც მაგ ერთ კონკრეტულ წერტილში – ხალხი უკვე დაცულად, სამართლიანად და ბედნიერად გრძნობს თავს?
თვითმარქვია “პროგრესულო”, შენ იცი, რამდენ კილომეტრ გზას აგებენ ყოველ წელს – კუბაში, – ჩრდილოეთ კორეაში და თუნდაც – კონგოში?
და სერიოზულად გგონია, რომ მაგით იზომება “პროგრესი”?.. როგორ გაგიმეტო და გისურვო, მაგ ქვეყნებში გეცხოვროს-მეთქი, საიდანაც რომ გარბის ხალხი, საზღვარზე იჭერენ და ქუსლებში ურტყამენ – “რა იყო, თქვე დოუნახავებო, ასვალტი არ მოგწონდათ, თუ რეიზა ტოვებთ ამ ბედნიერების ნავსაყუდელსო?”
არა, რა უნდა გელაპარაკო? ერთი ნახევარი კილო ცხელი “ასვალტი” გაახვიე და გამოაგზავნე აქ – გულზე დარდი თუ შემომაწვება, შევხედავ და გადამივლის? ვითოოომ?
ისე, ახლადდაგებული “ასვალტი” კანცეროგენულიაო, ამბობენ და ფრთხილად იყავი. მაგრამ, შენ ეს სიტყვა არ გეცოდინება, ასიანი …
კიდევ მოგიწოდებთ ყველას, – ამ “ასვალტითბედნიერზე” აღარ დავიხარჯები:
– მე კი არა,  –  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო     შ ე ი ც ო დ ე თ!
და თუ ოდნავ დაფიქრდებით, იმასაც ადვილად მიხვდებით, სინამდვილეში რა არის საქართველოს “წყლული და ჩირქგროვა” – მიშიზმი და მისგან გამოწვეული სულისბრგვეობა, ხელმრუდობა, ბრუციანობა და უტვინობა.
აი მაგენს – “ასვალტი” – ვერ შველის! ვერც – ასფალტი! და ვერც – ვარდისფრად შეღებვა!
ილიას “ბედნიერი ერი” წაიკითხე, “პროგრესულო”.
და კიდევ ეს მოკლე ლექსი – ვიცი ბევრის კითხვას ვერ იტან – არც მიკვირს. ლექსი, რომელიც ეტყობა სათითაოდ უნდა მოგიძღვნათ ჩემზე დაბოღმილებს – უაზროდ ბედნიერებს):-))

“ეს ჩემგან კია მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე,
მაგრამ ყოველთვის, ცნობილია, არ ხამს ალერსი.
დაღონებული როა კაცი, მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის არ მესმის.

ვინც გინდა იყო გინდა არქიფო და გინდა ზაქრო,
რა გიხარია, შე შობელძაღლო ?!”

(მუხრან მაჭავარიანი)
Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s