პოსტი (5) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
07.06.2009 01:23
უბედურებაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთდროს მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბის ამომავალი ვარსკვლავიდან იქცა მარტვილის რაიონის სოფელ დიდი-ჭონას მასშტაბის პოლიტიკოსად.
კაცი, რომელსაც საქართველოში ათასები ტაშს უკრავდნენ და უმღეროდნენ (ისე, მაგან დაგვღუპა!) – ახლა იძულებულია დიდჭონელი ბავშვები ბურთებით და მაისურებით მოისყიდოს და მათი “მიშა-მიშას” ძახილით მოიოხოს გული. ვერ დადის რესტორანში, ვერ მიდის სტადიონზე, სადაც ხალხი დამოუკიდებლობას ზეიმობს, არავინ ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს, ბერლუსკონის მაგიერ პლატინის დაუჯდა ლოჟაში… დავიჯერო მართლა მესის და ეტოს თამაშზე ხალისობდა? თუ არ ხალისობდა, ხომ ვავა, და თუ ხალისობდა, ხომ დიდუუ!..
სააკაშვილი ნამდვილად არ არის პრობლემის ძირი, იგი უბრალოდ აისბერგის წვერია.
იმ აისბერგის, რომლის სახელი “მიშიზმია”, და რომლის უხილავ ფუძეს სწორედ ფარული მიშისტები – შარიკოვები, კოსმოპოლიტები, ჯეობარის აპოლოგეტები, მანქურთები, ტელევიზიის ჰებელსები, საპარლამენტო თოჯინები წარმოადგენენ. ისინი არიან ბარაბას მსურველები!.. ისინი არიან, ვინც იჩემებს, რომ გამოცდილების არქონა ყველაზე დიდი ტალანტია; რომ მთავარია, რაიმე ტრეინინგი გქონდეს გავლილი სადმე (ან სერტიფიკატი – “გაიმასქნებული”) (…) და მეტი არაფერია საჭირო, რომ “კუხარკასავით” ქვეყანა მართო; რომ “ნულოვანი ტოლერანტულობა” და “ადგილზე ლიკვიდაცია” ააშენებს ისედაც დემოგრაფიულად დაქცეულ საქართველოს; რომ უნარ-ჩვევები თუ იცის ქართველმა, უმაღლესი განათლება ზედმეტია; რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება და უნდა – გაიყიდოს; რომ თუ მიშასთან ხარ, თავად ხარ სამართალი, ხოლო თუ მიშისტი არ ხარ – დანაშაულის პრეზუმპციას მოგიყენებენ; რომ მთავარი ბედნიერი საქართველოს შენება კი არაა, არამედ ბედნიერი საქართველოს დახატვა “კარტონზე” მსუყე ფერებით და მთელ მსოფლიოში იმის მტკიცება, რომ ეს დახატული საქართველოა ნამდვილი – და არა – ის, საცოდავი, მტრებისგან დაჯიჯგნილი საქართველო!..
მიშა უბრალოდ ამ სისტემის თავია, მან თავად აქცია თავისი თავი მძევლად იმ კონსტიტუციისა, რომელიც თავის ტანზე მოირგო და შევარდნაძისეულ ძველ პარლამენტს გარიგების ფასად საჩქარო წესით დაამტკიცებინა. სისტემა სუნთქავს მანამ, სანამ თავი აბია. სააკაშვილის გადადგომა ამ სისტემას ჟანგბადს გადაუკეტავს. ეს იციან შარიკოვებმა და ავად იღრინებიან, თუ მიშას გადადგომის სურვილი შეამჩნიეს.
ჰოდა რა ჰქნას ამ დიდმა ბავშვმა, რომელსაც ძალიან სურს წართმეულ ბავშვობას დაუბრუნდეს? მან ახლა იგრძნო, რომ დიდობა მარტო კარგი მანქანები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, ლამაზი გოგონები, ბევრი ხინკალი და კრემ-ბრიულე არაა. დიდობა შეიძლება ძალიან ცუდი იყოს, როცა მოწინააღმდეგენიც პასუხს გთხოვენ და ვითომ მომხრეებიც ზურგში პისტოლეტს გაბჯენენ…
დაფრინავს ბატონი მიშა აქეთ-იქით. იმ საცოდავი იტალიელივით, ცნობილ კინოში პასპორტი რომ ჩაურეცხეს (ვიღაცას უყვარდა ეს სიტყვა!), და იქაც არ უშვებენ, და აქაც – არ ჩამოესვლება…
“ლეტუჩი გალანდეც!”
ვაი, მიკელე, ვაი!..
Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s