პოსტი (6) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია…(რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ
02.06.2009 15:40
—————————————
კავკასიოლოგს,
ბექა აქ შედარებით ახალია და Progressive-ის რეაქციულ სულისკვეთებაზე ჯერ წარმოდგენა არ აქვს. “მეც მიპოვნიანო”, რომ წერ, ვერ გავიგე – ვითომ, დავიჯერო და იმალები? შენ – ნაცებისგან? 
ტატას თავი უკვე დავანებე (ადამიანი რომ სააკაშვილის მთავრობას “ეროვნულ მთავრობად” თვლის!?) – მაგის ემოციური სტატუსი პროფესიონალურ კონსულტაციას ითხოვს.
“მადლობაზე” გიპასუხებ “არაფერს” – კომბლის ჩარტყმა მაქეთ მხარეს – “ოპოზიციის დაუძინებელ სამტროში” მოიკითხე.
სიტყვა რომ ნასროლ ბომბზე უარესია, ეგ კარგი ხატოვანი გამოთქმაა,ოღონდ არა იმათთვის, ვისაც ბომბი მოხვდა ან ვისაც რეზინის ტყვიით თვალი წამოუგდეს. იმ ბიჭებზე რაღა ვთქვა, ორჯერ რომ მოკლეს – ტყვიითაც და სიტყვითაც (“მოღალატეები”, “ნარკომანები”, “კრიმინალები” და “ტერორისტები” რომ უძახეს).
ისე, შენს პირს – შაქარი! მიშა თუ ზეგ წავა, მაშინ პირობას გაძლევ, რომ უცნობი მაზეგ გამოვა საკნიდან. არა მაზეგ კი არა, იმ დღესვე! ჩემი მისვლა არც დაჭირდება.
ეჭვი გეპარება?
———
P.S. Without Justice There Can Be No Peace! ამაში მაინც ნუ შეგეპარება ეჭვი.
———
P.P.S ჰო, მართლა. ახალგაზრდა ხარო, ადრე მსუბუქად გამკიცხე. -” ენერგიულ და ბრძოლის სულისკვეთებით აღვსილ ახალგაზრდებს, როგორიც ეტყობა ხარ”. ახალგაზრდობის დამწუნებელი არ ვარ, სამწუხაროდ 53 წლის ვარ – ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიც კი მახსოვს. მაგრამ ძაან “ბესპრედელი” რომ მოუვიდათ ამ ტვინით მართლა ნორჩებს?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s