პოსტი (8) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია … (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ
04.06.2009 02:37
——-
Progressive–ს, პოეტს და ჰუმანისტს, რეაქციის მახვილს.

13-15 წლის გოგონების მილიციაში წაყვანა და დაშინება, 14 წლის ბიჭისთვის გაუპატიურებით დამუქრება, ოპოზიციის ლიდერებზე პლასტმასის ტყვიებით დამიზნებით ნადირობა, ხალხისთვის თვალების ამოგდება, ახალგაზრდა ოპოზიციონერი ქალების (დედების) – დარეჯან გუჯეჯიანის და თამარ ნავერიანის – მოტაცება, კეფაში რტყმევა და წიხლის ჩარტყმა –

მიდი რა პროგრესულო, რამენაირად, “პროგრესულად”, შენ რომ გეხერხება – “ლოგიკის და სიბრძნის” ნაზავით – გაამართლე რა?

აი, ისე, რომ მამუნათებდი, რა, 13 წლის გოგოს მილიციაში რატომ უნდა ეშინოდეს, ვერ უნდა ხვდებოდეს, რომ არავინ გააუპატიურებსო?!!

თორემ უკვე შოთა უტიაშვილსაც კი უჭირს. სამი კვირა ამტკიცებდა, არ გვიხმარია აკრძალული იარაღიო, და დღეს გამოტყდა.

თან ესეთი არგუმენტი “დაარეხვა” – 6 მაისის აქცია არასანქცირებული იყო და იარაღიც უკანონო გამოვიყენეთო! როგორია, ჰაა?

კიდევ კარგი, “მუხა” არ ესროლა თავში, მიკვირს, რატომ არ გამოიყენა, შენ ხომ მაინც გაამართლებდი, პროგრესულო?

და ის რომ ჰკითხეს, კი მაგრამ თავში მაინც რატომ ესროდით, ხომ იცოდით, რომ შეიძლება სერიოზული ზიანი მიყენებოდათო (ამერიკელებს ერაყში 3 კაცი “შემოაკვდათ” ზუსტად ამ ტყვიებით) – იცით, რა სთქვა ჟურნალისტ კვესიტაძის აქცენტირებულმა მეუღლემ? – აბა სხვაგან სად დაგვემიზნებია, ღამე იყო და სიბნელეში ტანი არ უჩანდათო?

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=7996

კავკასიოლოგო, ვაფასებ ამ ბოლო კომენტარებში შენს შემრიგებლურ ტონს, მაგრამ ქალების რტყმევაზე აღშფოთება თუ არა, ევროპულად “შეშფოთება” მაინც ხომ შეიძლება?

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s