პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია…(რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ
03.06.2009 00:58
————————
kavkasiolog-ს

უცნობის მაგიერ გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუ ღირს მისი იქ ჯდომა. მაგრამ ალბათ უღირს, რადგან ვფიქრობ ამას მიშას გადასაგდებ მსხვერპლად კი არ აღიქვამს, არამედ – საქართველოს გადასარჩენად!

გაგეცინა? ვიცოდი, გაგეცინებოდა. კავკასიურად გაგეცინა თუ – კავკასიოლოგიურად?

ხელისუფლებას შეცდომად რას ვუთვლი, კარგად იცი, მაგრამ იძახი, არ კმარა, არ კმარაო. მაინც გააჩერეთ, ჯერ საკმარისად არ შეუცოდავსო.

ისე, თუ ტალიავინის კომისიამ მიუყენა მილოშევჩის მუხლი, გამოვა, რომ მაინც უცხოელებმა გადააყენეს. არ ჯობდა, ქართველი ხალხის თხოვნაზე წასულიყო? არ დაუფასებდა ქართველი ხალხი?

მიშამ შექმნა სიცრუის და სიყალბის ჭაობი, რომელსაც დაარქვია დემოკრატია. სინამდვილეში ეს არის მიშაკრატია. მისი დანაშაულია ისიც, რომ ხალხი, მედია, სასამართლო, ბიზნესი და სახელმწიფო მოხელეები ამ წუმპეში ჩაითრია. და ისიც, რომ ხალხში “დემოკრატიის” აზრი გააბახა.

იმ ბიჭებზე რატომ სდუმხარ ჯიუტად? იმ ბიჭებზე, ცოცხლები რომ დახვრიტეს და მკვდრები გაათახსირეს?

სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო?
თუ, შენც მიგაჩნია, რომ “რასხოდში გაუშვეს” და “ეგ მოსულა”?
მიგაჩნია, რომ თუ ნაწამებ როინ შავაძეს და დახვრეტილ გია კრიალაშვილს მერე მოღალატეობას დააბრალებ, ამით “დიდი საქმე კეთდება”?
ერის გამთლიანება.
გირგვლიანის მკვლელების “ციხეში” ქეიფებიც ერის გამთლიანების დიადი საქმის საფეხურებია?

ბეწვის და დირეს ამბავია მოკლედ. ერისთავის სათვალე მაინც გაიკეთე…

ტაიმ-აუტს ვიღებ. მართლა ძნელია ამ ჭაობში სუნთქვა, კოლუმბიის უნივერსიტეტის და ევროსაბჭოს გამოწვრთნილმა რომ მოგვიწყო…


ავტორი: სოლომონ
02.06.2009 23:18
—————————-
გუბაზს ჩაგრულს – მაჭამეხაშლამა!!!ვა!?-დან

ხომ გითხარი, მაინც დაბრუნდები-მეთქი. ალპინისტის ფენომენია.

ისე, ძაან დაბოღმილი ჩანხარ – პაუზამაც ვერ გიშველა…

ესეიგი, “საკმარისია სხვა კომპიუტერს მიუჯდე“? ანუ სერიოზულად ფიქრობ, რომ მე დავწერე ის მესიჯები ჩემსავე საწინააღმდეგოდ სხვისი (თან ქალის) სახელით, რომ შენისთანა “ბუმბერაზი მოწინაღმდეგე” ბრძოლის ველიდან გამეყვანა??

გუბაზ, მგონი Mania Grandiosa შეგეყარა. თავი მაკედონელი ხომ არ გგონია? თუ დაიჯერე, რომ სპინოზა ხარ?

ახლა გეტყვი, მე ფრინველები რატომ ვახსენე. იმიტომ რომ სპინოზას (რომელსაც მიგამსგავსე, ბოდიშს ვიხდი ამ გაუგებრობისთვის, სად – შენ და სად – სპინოზა?) სამშობლოში ძალიან სიმბოლური ძეგლი დაუდგეს – მოსასხამზე ოქროს ჩიტები აზის. მაგრამ შენ ეტყობა ხაშლამით ხარ შემოკავებული.

რამდენჯერ გითხარი, არ გიხდება ბლოგის მონაწილეების მიმართ არაეთიკურ გამოთქმებს რომ ხმარობ მეთქი და მაინც არ იშლი.
“კოკასა შიგან რაცა სდგას…” შენივე სიტყვები რომ ვიხმარო, “ეგ, მგონი სადღაც გამიგონია”


ავტორი: სოლომონ
02.06.2009 22:54
—————————-
ეჰ, “აბესალომ, აბესალომ!”

ფოლკნერი არ ვარ, მაინც გეტყვი, რომ თუ სხვაგან არ დგას სუნი და ხალხი ძალიან მაღალფარდოვნად ლაპარაკობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იქ ერთმნიშვნელოვნად კარგადაა საქმე – შეიძლება უბრალოდ ტონობით დეზოდორანტს ისხამენ, ხოლო მაღალფარდოვანი ლაპარაკი ავაზაკებს ჰქონდათ “დამხეცებული”, კამორაში. მაგრამ ეტყობა ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ.

ის კი არადა, მგონი ჩვენს სიამაყეს – ერთდროს “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას” – “რუსთავი2”-საც არ უსმენთ, თორემ არ გაგიგონიათ იგივე გამოთქმა “ინფორმაციამ გამოჟონა…”
 – P.S.-ური დავით კიკალიშვილის, პოზიციური ნინო შუბლაძის და აქცენტირებული ეკა კვესიტაძე-უტიაშვილისაგან? ოღონდ ისინი ამას, რა თქმა უნდა ოპოზიციასთან დაახლოებულ წრეებთან მიმართებაში ამბობენ, რაც ალბათ თქვენთვის იმ, “რუსთავი2”-სეული გამონაჟონის დეზოდორაციას ახდენს.
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s