პოსტი (5) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
24.05.2009 15:22
 
 
არმანდუჩი ფეროსოლის – ნეაპოლიდან

დიდი ქალაქია ნეაპოლი. დიდი ისტორიის, – ვულკანების, – მუსიკის, – მაფიოზების, – ფეხბურთის (მარადონა, კანავარო), – გურმანების (პიცა)…
მაგრამ დღეის შემდეგ ნეაპოლის უპირველესი “ბრენდი” იქნება ის, რომ სწორედ იქედან ღაღადებს უდიდესი ჰუმანისტი, დემოკრატი და დემაგოგი – არმანდუჩი ფეროსოლი (მქუხარე ტაში!).

ბ-ნი არმანდუჩი მოგვევლინა, როგორც „შტილის“ და რეალობის სწორუპოვარი მეფე; საშინელი ჯერისაგან (ია ანთაძე) ქართველი მკითხველების (ტომის) დამცველი და ადვოკატი. რა ჰქნას – “სხვა შედარებას ვერ ვნახულობო“. ეტყობა მაგის ბავშვობაში “შრეკი”,”ნემო” და “მადაგასკარი” ჯერ არ იყო გამოსული, თორემ შედარებები მაშინ გენახა, პაჰ-პაჰ-პაჰ!
ბ-ნი არმანდუჩი უანგაროდ აძლევს დარიგებებს ია ანთაძეს (ან აპატია ეს ზემოთაღწერილი სადიზმი, ან ისევ კატის – საზოგადოების – ბედი უნდა შეამსუბუქოს), “თუ როგორ შეიძლება უმწვავეს პრობლემებზეც კი მშვიდად, ყოველგვარი ისტერიულობის გარეშე ლაპარაკი.”
ისე, არ აწყენდა მიხეილ სააკაშვილსაც რომ ენახა გოგა გომიაშვილის ნამუშევრები, იქნებ ისტერიულობისთვის დაეწია – “ნულოვანი ტოლერანტულობა”, “ადგილზე ლიკვიდაციაო” გავეშებული რომ ყვიროდა, რუსი ჯაშუშების გაყრა რომ მთელ მსოფლიოს ანახა, პუტინს ლილიპუტინი უძახა და ნახევარი საქართველო რომ “ჩარეცხა”.
რაღა მაინცდამაინც ია ანთაძეს არიგებთ, მოწყალეო არმანდუჩი? გგონიათ, ია ანთაძე „გვაბურთავებს“ და მიხეილ სააკაშვილი ცრემლიანი თვალებით „დედასავით გვეფერება“?
“ჩვენ, მკითხველებს არც თქვენი ცენზურა შეგვიძლია, არც სამსახურიდან გაშვება, შეიძლება ისეც იყოს საქმე რომ სულაც მიგიფურთხებიათ ჩვენი აზრისთვის.”
არმანდუჩი, ჩვენ რომ არაფერი შეგვიძლია, ეს მართალია. თორემ მაყურებელს და მკითხველს რომ ეკითხებოდეს მედიის პერსონალის დაქირავება, როგორ გგონია, დღეს ჩვენ ეთერში გვეყოლებოდნენ თვალფახულა დავით კიკალიშვილი და შუბლშეუხრელი ნინო შუბლაძე? ან ცალმხრივადაქცენტირებული ეკა კვესიტაძე-უტიაშვილისა და ოხუნჯი თენგო ჰოჰოტიშვილი – დაღუპული ჯარისკაცების გვამები რომ “არ გადააღებინეს”, თუმცა ლევან გაჩეჩილაძის მაგინებელ კახელ გლეხებს კი „მიაგნო“?
ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია, ეკა ბერიძე და ნანა ლეჟავა – რამდენჯერ დახურეს და შეამცირეს, ამას ნეაპოლის რადიო არ გეუბნება, არმანდუჩი, ტკბილო?
„202“ და შალვა რამიშვილი მაქაურ გაზეთებში არ ახსენეს?
ტელეიმედის დარბევა არ გინახავს YouTube-ზე?
თუ ნამუსის, სისხლის და კაცობის გამყიდველის, საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული ვინმე ჯოზეფ ქეის შესახებ არაფერი გაგიგია?
არ იცი, ჩვენთან ცენზურა-დანიშვნა-მოხსნა ვისი პრეროგატივაა? ყველას და ყველაფრის – დანიშვნაც, მოხსნაც, გაყიდვაც და გასაღებაც (ამ სიტყვის ნებისმიერი გაგებით)??
რატომ ხართ ძლიერის მხარეზე და ჩაგრავთ სუსტს? ნუთუ ვერ ხვდებით რომ დღეს (ჯერ კიდევ) სუსტი დღევანდელი ხელისუფლებაა ხოლო “ოპოზიცია” და რუსეთი ერთად, მასზე გაცილებით ძლიერი?”

 

რაიოოოოო???
ახლა მეც მომისმინე, პატარა არმანდუჩი (რომ გაიზრდები, მაინც ალბათ ეგრე დაგიძახებს მამიკო-ვანიკო):
იცი რა გითხრა ?! აი, სწორედ ეგ ორი – ვითომ „დაპირისპირებული“ – საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი – დაესხა ერთად საქართველოს!
საქართველოს ხალხს!
საქართველოს მიწას!
საქართველოს სულს!
და საქართველოს მომავალს!
როგოოოოორ?
იმგორ, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ დაბომბა ღამით ქართული ქალაქი ცხინვალი და იქ მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები!
ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ დაბომბა ქართული ქალაქები გორი, ფოთი, სენაკი, თბილისი, ზუგდიდი, მარნეული და იქ მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები!
ჰოდა ქართველი ხალხი და მის გვერდით მდგომი (არასაპარლამენტო!) ოპოზიცია დღეს იცავს საქართველოს ამ ორი საშინელი მტრისგან – საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხელისუფლებისაგან!

“კი ბატონო თქვენთვის არავის უკადრებია რომ თქვენი სტატიები ზიზღითა და სიძულვილითაა სავსე, გახრწნილობაა…….მაგრამ (მაგრამ) …..ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე ნამდვილად დგას, (გინდ გეწყინოთ და გინდ არა)”
ე.ი არ გაკადრეთ (ზრდილობიანი ვარ!) თორემ ნაღდად ასეაო!?
ქ-ნო ია, მგონი არ უნდა გეწყინოთ. არიან ფაუნაში არსებები, რომელთაგან წიხლიც კი არაა საწყენი.
არმანდუჩი, ამ სტატიაში 30 ვერცხლზე მეტი თუ არ გაქვს აღებული, ვერ ყოფილხარ მიშასავით მაგარი!
ისე, თაკო და გუბაზი რომ დაგვემშვიდობნენ, შენ მაშინ დაგვიბრუნდი და რაშია საქმე – სხვადასხვა ცვლაში იღწვით უჟანგბადო ინტერნეტში??


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s