პოსტი (2) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია… (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ
30.05.2009 17:04
————
Tata-ს germania-დან – კომენტარები და კითხვები
“26 მაისი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, თუ რა დაბალ პოლიტიკურ (მხოლოდ პოლიტიკურ?!..) დონეზე დგას ჩვენი საზოგადოება.“
კომენტარი: გეთანხმებით – საზოგადოება დაბალ პოლიტიკურ დონეზე დგას. ამის მაგალითები იყო 2008 წ. 5 იანვარი და 21 მაისი – როცა ქართველი ხალხის ნაწილმა 10 ლარად გაყიდა თავისუფლება და მომავალი და ამით ერი არაადექვატური ხელისუფლების კიდევ 5 წლისთვის და აგვისტოს ომისთვის გაიმეტა.
კითხვა: რისი დასტური იყო რუსი ჯაშუშების ტელე-დაჭერა? 7 ნოემბერი? „იმედის“ დარბევა? 8 აგვისტო? 12 აგვისტოს „სარკო-სარკო“ კონცერტი? ბრაიან ადამსის კონცერტი („მადნეულის“ მფლობელ გენერალ გენერალოვის მიერ დაფინანსებული)? დრ. დოტის მასაჟები? ევროვიზიის „კონკურსი“? ორმილიონიანი „ალტერვიზია“? ბოდრუმის სათბურები? რომის საფეხბურთო ფინალი? – ეს ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური კულტურის „მწვერვალებია“?
„უცნობის და ძმათა და დათა მისთა მიერ მარაზმის დონეზე აყვანილი შოუ სამარცხვინოზე მეტი იყო…“
კომენტარი: მინიმუმ 65 ათასი კაცი სხვაგვარად ფიქრობს. თანაც როგორც ბლოგზე უკვე ითქვა – თითეული მათგანის უკან ოჯახის რამდენიმე წევრი მაინც არის.
“წინა რიგებში ალბათ შენიშნავდით ქვეყნის “ინტელიგენციას” (გაიხსენეთ ძველი დროება წინა რიგში ჯდომის. მაგისთვის ხომ ყველაფერზე წავლენ…) მოკლედ ეს “ტრიუმფი” (1.5 მილიონიან დედაქალაქში, სადაც თურმე 90% ოპოზიციის მხარდამჭერია, 50 ათას კაცს რომ შეკრებ….)“
კითხვები: სააკაშვილის გუნდი სულ გალიორკაზე ჯდება?
ის ინტელიგენცია ინტელექტუალები მაინცაა! რობიკო სტურუას შეედრებიან ხერხეულიძე, ვერულაშვილი, ხაბაზი, ზოდელავა?
რაღაც არ მახსოვს ნაციონალებმა ბოლოს 1,000 კაცი როდის მოაგროვეს?
მგონი არჩევნებზე რაიონებში ყვითელი ავტობუსებით რომ დაჰყავდათ „ფონის გამოსაცოცხლებლად“. აგვისტოში კი ხალხის პროტესტული ჯაჭვის პატრიარქისეული იდეა მოწამლეს და პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციად შემოგვასაღეს.
„პატრიარქის გამოყენება თავიანთი ბინძური მიზნებისთვის… რა ხდება ხალხო, ნუთუ პოსტის დასაკავებლად ამ საშიშ თამაშსაც არ ერიდება ეს უპასუხისმგებლო ხალხი.“
კითხვები: ამ „უპასუხისმგებლო ხალხმა“ საპარლამენტო პოსტებზე უარი რომ თქვა?
ამბიონიდან პრეზიდენტის პარალელური ქადაგებები პოსტის შესანარჩუნებლად პატრიარქის „თამაშში ჩაბმად“ არ ჩაითვლება?
უგულავას და მისი დაცვის საკურთხველში ხეტიალი „სუფთა მიზნებისათვის“ ხდება?
„საშიშს იმიტომ ვიძახი, რომ რელიგიურ დონეზე აყვანილ პოლიტიკას კარგ გზაზე არცერთი სახელმწიფო დაუყენებია…“
კითხვა: მართალია. მაგრამ ურწმუნო კომუნისტების პოლიტიკით რა მოვიმკეთ სოციალიზმის დროს, ან ურწმუნო ანტიეროვნული კოსმოპოლიტების პოლიტიკით – ნაციონალური მოძრაობის დროს, ეს გახსოვთ?
„საერთოდ ვთვლი რომ ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, ეს მისი საქმე არ არის. რომელ ნორმალურ სახელმწიფოში დადიან პოლიტიკოსები პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად სასულიერო წინამძღვართან?“
კითხვები: ვითომ ნორმალური ქვეყანა ვართ? ნორმალური პრეზიდენტი გვყავს? პარლამენტი? პარლამენტის ცრუპენტელა თავმჯდომარე? ქალაქის მერი? თუ ბენდუქიძის ჭკუაზე მოტანცავე მთავრობა? საზოგადოება კიდე თავად არ მიგაჩნიათ ნორმალურად.
„მთავრობაც არ იქცევა სათანადოდ, როცა ყველაფერზე გაჩუმებულია… ეს მოთმინება აღარ არის უკვე “დემოკრატია და თუ სხვისი აზრის პატივისცემა”, ეს არის ანარქია… ქუჩების გადაკეტვა უაზროდ, იმიტომ რომ ვიღაცეებს ეს ასე სურთ… და მოსახლეობის მეორე ნაწილის უკმაყოფილების გაუთვალისწინებლობა, რომელთაც ეს შემაფერხებელი გარემოება აწუხებთ, სტაბილურობა სურთ).“
კითხვა: – „ხმა ჩააკმენდინეთ! დაიჭირეთ! ჩაყარეთ ციხეში!“ – ეს რაიმეს ხომ არ გაგონებთ – „პა პროსბე ტრუდიაშიხსია“ დაჭერებს?
კითხვა: ყველაზე დიდი სტაბილურობა სად არის? – სასაფლაოზე!
ე.ი. ამიტომ მივიდა პრეზიდენტადწოდებული იქ – სტაბილურობის ნავსაყუდელში, რომელიც თავად „შექმნა“ – 26 მაისს?
“ვიღაც მართლა ნახევრად ცნობილი “უცნობის” მოწოდებაზე ამდენი ხალხი რომ ქუჩაში გამოვა…“
კითხვა: აკი, ცოტა ხალხი გამოვიდაო?
„როდემდის? სად არის აქ ან რომანტიკა???… სიყვარული ი ი?!..მ ა რ ა ზ მ ი ა.
კომენტარი: აი, ამაში კი გეთანხმებით. ეს ყველაფერი ნაღდად მარაზმია! მარაზმი, რომელიც 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s