პოსტი (14) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
28.05.2009 02:33
 
 
———————–
კავკასიოლოგს
“თან მიკვირს, რას მერჩი, მე ნოშრევან კავკასიოლოგს. იმას, რომ მივსტირი სულთმობრძავ ოპოზიციას?”
—————————–
“სიხარულის კურცხალი მდის” – ერთი ეს გამახსენდა, ზურიკელა ვაშალომიძის პოეზიის საუნჯიდან. რომელი ემოციის გამოხატულებაა ცრემლი, ამის გარკვევას ფიზიოლოგების თაობები შეეწირა…
მეორე პარალელი – ბ-ნი მიხეილიც ტირის ზოგჯერ. ერთხელ წყალტუბოში ატირდა, სოხუმიდან ლტოლვილი მოხუცი რომ ნახა. „ახალი ტალღის“ ლტოლვილებზე რატომღაც არ ღვრის ცრემლს – საკუთარი შემოქმედებაა და იმიტომ.
რა არის იცი, ნოშრევან?
მე ძალიან ხშირად აღვნიშნე, რომ ნამდვილად მომხრე ვარ ოპოზიციური სპექტრის ქმედებებზე საზოგადოების კონტროლის, მაგრამ ვერ გატყობ(თ) – ვერც თქვენ, ვერც – გუბაზ ჯიშიანს და მით უფრო, ვერც ნამდვილად აგრესიულ პროგრესულს (სულ რომ საქმის აღძვრით, პოლიციაზე ცილისწამების მუხლის მოკერებით და გაციმბირებით მემუქრება) – რომ მსგავსი კონტროლის და კრიტიკის სურვილი ამ ჩვენი ძლევამოსილი ხელისუფლების მიმართაც გაქვთ.
ჰოდა, აბა, სამართალია?
ქვეყანაზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელ, ტერიტორიების დამკარგავ, ბიზნესის, მედიის და სასამართლოს დამტერორებელ და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების რუსეთისათვის “შემსუხარებელ” ხელისუფალს კეკლუცად “შე ცელქოო” რომ ეტყვი (ან – ამასაც არ ეტყვი!) და “გრეჩიხულ საფრთხეზე” რომ ტონა გვერდები გაავსეთ?
როგორ დავიჯერო, რომ მართლა ქვეყნის მომავალი გადარდებთ და არა იმის სურვილი (შეიძლება ქვეცნობიერი, ან – შევარდნაძის სიძულვილით შთაგონებული), რომ სააკაშვილის მოყანყალებული რეჟიმი სამუდამოდ დააბეტონოთ საქართველოს დახლეჩილ მიწაზე?
—————–
გუბაზ,

 

სულ დაკარგე ტაქტი.
ძაან გამწარებულის შთაბეჭდილებას ტოვებ.
ესაა სტოიკოსი ფილოსოფოსის “ობლიკო მორალეს”?
და საერთოდ შენი ის კომენტარი, უტაქტობის გარდა, მხოლოდ იმით თუ დაამახსოვრდება კაცს, რომ “ცნობიერების ნაკადის” ტექნიკა (თუ “ცნობიერების ნიაღვარი”) აგითვისებია. ეტყობა “ულისეს” ქართული – “ჯიშიანი” ვერსია გინდა გამოადნო.

გუბაზ, არ უფიქრდები, რას გამოურევ ხოლმე შენს „რეჩებში“?
“ეხლა მეზარება სოლომონივით ფრაზების ამოჭრა და “დადასტურება”, მითუმეტეს რომ ეგ არ არის ჩემს ჯიშში:))”
ეგ გამართლება ხომ დემაგოგების და უპასუხისმგებლო ხალხის დევიზია, გუბაზ.
არაფერზე რომ არ უნდათ დასაბუთება.
ისე, ჰაიჰარად, რომ უნდა ენდო.
უკვირთ, სხვა რატომ იმახსოვრებს რაიმეს.
აბა, თქვენ რომ არაფერი გახსოვთ, რას დაგვპირდა მიშა და ამას არ ადარებთ იმას – რა გაგვიკეთა – აი სწორედ მაგიტომ ხართ მისდამი ასე მომთმენი. წაიკითხეთ ის “10 ნაბიჯი დიქტატურისკენ”, არა მგონია თქვენ სტადიონზე აღგენიშნათ გუშინ ეროვნული დღესასწაული.
და მე რატომ უნდა ვიყო მომთმენი მიშას მიმართ? ერთი იტალიელი არმანდო რომ ზღაპრებს გვიყვებოდა – რა ნორჩი, ფაქიზი და სუსტია ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ?
„სუსტი“ ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი და 6 მაისი მოაწყო, ორი არჩევნები გააყალბა, ყველა ტელევიზია ფეხქვეშ გაიგდო და საქართველო უნდა ორუელის “ცხოველთა ფერმად” აქციოს?
თქვენ თუ მაგას ამიხსნით, მე გეტყვით (გავიმეორებ), რატომ არ ვხარჯავ დიდ დროს ოპოზიციის საკრიტიკოდ. ჯერჯერობით (!) – რატომ არ ვხარჯავ.
მეგონა, იმას მაინც შეამჩნევდით, რომ სწორედ მე არ მეჩოთირა ოპოზიციის კრიტიკა ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმის მცდელობის გამო. მაგრამ თქვენ ისე დაგაფრთხოთ ჩემმა სისხლიანმა თვალებმა, რომ…
მართალია, შავი სათვალით დავდივარ, რომ ჩემმა სისხლიანმა თვალებმა ბავშვები არ შეაშინოს ქუჩაში. აი ის ბავშვები, პოლიციაში რომ იყვნენ დაკითხვაზე და რა თქმა უნდა, “არაფერი მოსვლიათ”.
პროგრესულზე აღარ შევჩერდები, მაგას უკვე თავად დაუწყე “ვორნების” მიცემა, რადგან ისეთ “პროგრესში” გადავარდა, რომ დალაი-ლამა სექტანტი ჰგონია..
P.S. ფეხბურთს (ბარსელონა-მანჩესტერი) ვუყურე. ცალ კარში თამაში იყო.
რას იზამ, მიშა მაგარია, დარწმუნებული ვარ, მესიმ ეგ რომ დაინახა რომის ტრიბუნაზე, მეორე სუნთქვა მიეცა.
გვარდიოლას უთქვია, – ბიჭებო, არ შემარცხვინოთ, იცით ვინ გვიყურებსო?
არაო,
– ეტოოს უთქვამს (პოლიტიკაში მოიკოჭლებს ეტოო).
ვინ და „ახალი ტიპის დემოკრატი, საქართველო შუქურად რომ აქცია და მოგებული ომი წაგებულად რომ გამოაცხადაო!” მოდი ვაჩვენოთ, ნაღდი მოგება როგორ უნდაო!
ჰოდა აჩვენეს კიდეც.
მიშა კიდე იძახის: მე არ ვმჯდარიყავი პლატინის გვერდით და რას მოიგებდა “ბარსელონა”, მაგასაც ვნახავდიო…

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s