პოსტი (4) ია ანთაძის ბლოგზე “მოდით, ვილაპარაკოთ”


ავტორი: სოლომონ
19.05.2009 09:32
Progressive-ს თბილისიდან

 

პირველ რიგში მინდა მოგილოცთ ასეთი გამორჩეული სახელის დაბევება! აი, შეხედავს თქვენს კომენტარს ადამიანი და წაკითხვამდე მიხვდება, რომ პროგრესულ და ნიჭიერ პიროვნებასთან აქვს საქმე.
იგივე ითქმის გუბაზზე, რომელიც “ჯიშიანად” გვეცნობა.

ეტყობა, მე რომ უბრალოდ სოლომონი ვარ და არა “სოლომონ ბრძენი”, როგორც გუბაზი მახსენებს, ამის ბრალია, რომ თქვენ და თქვენსნაირებს ჩემს ნიჭში ეჭვი შეგაქვთ. არა უშავს, მკითხველი უკეთ გაარჩევს – ვისი ნიჭი ვის ამბიციებს სჯობს.

რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებას.  კარგად წაიკითხეთ, გთხოვთ, კომენტარები და ნურავის ნუ მოსთხოვთ იმის დადასტურებას, რაც არ უთქვამს. მე ვთქვი “გაუპატიურებით დაშინება”. 14 წლის ყმაწვილს ან 13 წლის გოგონას რომ გაუპატიურებით დააშინებს ვინმე, ეს, თქვენი აზრით, არაფერია და ვიდრე გაუპატიურება რეალურად არ “შემდგარა” (ზაზა ბეგაშვილის საყვარელი მეტაფორა) – მანამდე ჩვენ არც უნდა შევშფოთდეთ?

 
presa.ge/index.php?text=news&i=7689
http://www.ghn.ge/print.php?printid=2914
http://www.ambebi.ge/samartali/4341-melor-vachnadze-giorgi-oniani-da-revaz-revazishvili-matze-gankhortsielebul-zetsolebze-detalurad-kvebian.html

არა, მაინტერესებს, თქვენი 13-14 წლის შვილს – თუ გაქვთ ამის ბედნიერება ან სამომავლო განცდა მაინც – პოლიციაში რომ ავაზაკებმა ურტყან, აწამონ ან რამდენიმე საათიანი მუქარით დაკითხვა მოუწყონ – თქვენ მაშინაც ამ აზრზე დარჩებით, რა მოხდა მერე,მარტო დააშინეს, ხომ არ გაუპატიურებიათო???

არა, დოქსოპულოს მშობლებიც ალბათ არ ღელავდნენ, მათ შვილს რომ პოლიციაში შეაგვიანდებოდა, მაგრამ ჩვენი თუ შვილები საბედნიეროდ არ არიან დოქსოპულოები?!

თქვენი წინა კომენტარებიდანაც კი ვიცოდი, რომ იშვიათი დონის პროგრესის იდეების მატარებელი ბრძანდებოდით, მაგრამ ასეთი მისალოცი თუ იყავით!?…

ჰო მართლა, ვიცი, რამდენად გულწრფელ რჩევებს მაძლევთ,მაგრამ ჩემი ტექსტების ზომის შემცირებით რომ ვაი-და გაიზარდოს მათი მკითხველების რაოდენობა, ეს ვითომ თქვენს ინტერესებში შედის? თუ მართლა სიმართლისათვის იქნევთ პროგრესის ხმალს?

თქვენ ჩემთვის მარად დარჩებით პროგრესის ხერხემლად და ყველას ვეტყვი, რომ ამ ქვეყანას უკვე ორი ხერხემალი ჰყავს…

http://www.tavisupleba.org/content/blog/1731513.html?spec=6#relatedInfoContainer 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s