პოსტი (3) ია ანთაძის ბლოგზე – “მოდი, ვილაპარაკოთ”


ავტორი: სოლომონ
18.05.2009 21:08
გუბაზს, თავისი თავი რომ ჯიშიანი ჰგონია.

“წითელი ზონა” არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში ის, სადაც ალბათ ნიიმიოლერის სიტყვები იყო მოყვანილი.

გუბაზ, ეს სიტყვები შენთვის არ არის – შენ აშკარად იმ “მომდგომელთა” მხარეზე ხარ – ან თავად დადიხარ დაწიოკებებზე, ან შენი ძალოვანი მეგობრებით ხარ აღფრთოვანებული. ეტყობა, ამიტომაც გაგაღიზიანა ამ ციტატამ და მისმა ინტერპოლაციამ.

მე ამას იმათთვის ვიმეორებ, ვინც თავის ნაჭუჭში თავი უხიფათოდ ჰგონია და “სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირიო”, ქირქილებს, ან თავს იმშვიდებს.

მე სწორედ მათი გამოღვიძება მინდა და ხანდახან გამოღვიძებას ერთი ზარი არ ჰყოფნის. ის გერმანელი პასტორი მთელი სიცოცხლე იმეორებდა ამას, იმიტომ რომ გვიან მიხვდა, რას გაუჩუმდა და ამის შენდობას ითხოვდა.

იმიტომაც ვიმეორებ, რადგან კარგად ვიცი, რომ თუ შენი მეგობრები დარჩებიან ხელისუფლების სათავეებში, ეს დღევანდელი დემოკრატიული “დათბუნება” მალე დამთავრდება და ხანგრძლივი გამყინვარებით შეიცვლება. მერე კი ქვეყანა ან ვანოსეული დიქტატურისკენ წავა, ან – ოქრუაშვილის მსგავსი პიროვნების მიერ მართული სისხლიანი რევოლუციისკენ. მე კი არც ერთი მინდა და არც – მეორე.

ისე, შენ რატომ უნდა გქონდეს ხაშლამა სახვეწარი, არ ვიცი. მგონი ვანო ერთგული კადრებისათვის ხაშლამას კარგად არიგებს. ტალონები თუ შემოგაკლდა – ბენდუქიძეს შეუარე. ისევ თავის სართულზე ზის, უბრალოდ მგონი კაბინეტი აქვს სხვა…

თუმცა მივხვდი. აი, ესენი თუ წავლენ, მაშინ ნაღდად გაგიჭირდება უხაშლამოდ და ვაითუ ეს შენს “ჯიშზე” აისახოს. ამიტომაც ნერვიულობ. არა უშავს კუჭის კანონი უხაშლამობისგან სიკვდილს გამორიცხავს.

P.S. ჰო, მართლა: მე რაც გავავლე, იმას “პარალელები” ჰქვია…

ფანტაზია რათ მინდა, ამ ქვეყანაში ისეთი ფანტაზიორი მმართველი გვყავს, რომ სოფიაში ფორუმზე რომ დაყვინთავს და ბოდრუმში იახტაზე ამოყვინთავს… ზღაპარია… ოღონდ ჩვენს ხარჯზე დაწერილი ზღაპარი.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s