პოსტი (1) ია ანთაძის ბლოგზე “მოდით, ვილაპარაკოთ!”


ავტორი: სოლომონ
18.05.2009 10:08
მინდა დავაფიქსირო pregresiv-ის, ნუნუს, მიშას და კარებოვის აზრებისაგან განსხვავებული პოზიცია:
საქართველო არის გაფერადებული დიქტატურა, სადაც არ იძიებენ პრემიერ-მინისტრის სიკვდილს, სადაც კლავენ ახალგაზრდებს და არ იძიებენ ამ საქმეებს (მაშინ, როცა სოდ-ისტი სოსო თოფურიძის შვილი, რომელმაც ახალგაზრდა მოკლა – ქვეყნიდან გააპარეს!), საქართველოში ურტყამენ დეპუტატებს (გელაშვილი,  კობა დავითაშვილი, გია ცაგარეიშვილი, დავით საგანელიძე; გიორგი კანდელაკი! – მერე არ მითხრათ – დაგავიწყდაო!) და ამას არავინ იძიებს, ის კი არადა კასტეტიანი დეპუტატი ცისკარიშვილი ხდება უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში; საქართველოში ართმევენ ბიზნესებს და ამას არავინ იძიებს, საქართველოში არჩევნებს იგებს მოსყიდული ხალხი და ჯიბის თარხნიშვილი, საქართველო იქცა ერთი კაცის და მისი ბანდის ბოსტნად, რომელთაც როგორც უნდათ ისე აპროწიალებენ აქეთ-იქეთ ეროვნულ საგანძურს თუ ფიროსმანის ტილოებს, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც პირადი საკუთრება ჰგონიათ. საქართველოში შეიძლება პოლიციამ ურტყას პატიმრებს, დააშინოს გაუპატიურებით, აწამოს და ამას აკეთებს 13-15 წლის ბიჭებზეც და გოგოებზეც(!) – და ამას ყველაფერს ვითომ “საზოგადოებრივი” და ვითომ “კერძო” მედია არ აპროტესტებს… მარტო მათთვის მოწყობილ სირცხვილის კორიდორს და სტიკერის მიკვრას აპროტესტებენ, მარტო ნიკა ავალიანის სადარაჯოზე დგანან! ასეთ ქვეყანაში ასეთი ჟურნალისტის ვითომდა ობიექტურობა – როცა ოპოზიციის თვალში ბეწვის სანახავად 24 საათი ჩასაფრებულან და სააკაშვილის და მისი ამფსონების თვალში ვერასდროს ვერც დირეს ხედავენ და ვერც უსამართლობას – ეს არის მაგარი “ბლეფი”! ესენი მართლა ხელშეუხებელთა კასტად ჩამოყალიბდნენ – მთავრობა თავისი გესტაპოთი და გვერდით მათი მეხოტბე ყუბანეიშვილისტებით.
ხოლო როცა ია ანთაძეს და სოზარ სუბარს პოზიციას უწუნებთ, მიჰქარამთ. მათთან კი არა – ქვეყანასთან და მის მომავალთან მიჰქარამთ, რომელსაც სამუდამო მიშისტანობისათვის და მედროვე მლიქვნელებისათვის იმეტებთ.
ორუელი თუ არ წაგიკითხავთ, უფრო ნაცნობ აფორიზმს მაინც დაუჯერეთ –
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა!”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s