პოსტი(9) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
26.05.2009 10:21
 
 
akaki-ს romi-დან
———————
“გუშინ აქ მცხოვრებ ქართველებში ჭორი გავრცელდა რომ სააკაშვილი გამოსულა ტელევიზიით და ევროკავშირის სახელმწიფეობს მოუწოდა, ყველა ქართველი ვინც არალეგალურად იმყოფება მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაარეპორტონ და სამშობლოში დააბრუნონ.”
———————————
Akaki, – ძალიანაც შესაძლებელია.
ჯერ ერთი, იმიტომაა შესაძლებელი, რომ მერფის კანონი გამახსენდა (Everything that can possibly go wrong will go wrong) და მისი ქართული ვარიაცია ალბათ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს – “თუ ქართველი ადამიანისათვის რაიმე უბედურება და ოხრობა შეიძლება განხორციელდეს, მიხეილ სააკაშვილი ამისთვის ძალას და ღონეს არ დაიშურებს!”
მაგალითები გნებავთ? – ცხინვალის დაბომბვა, “ლილიპუტინი”, ბენდუქიძის ჩამოყვანა, ბიზნესის დატერორება, ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვა, ნულოვანი ტოლერანტობა, დაჭერები, დახვრეტები, ნარკოტიკების ჩადებები, მოსყიდვები, ვაი-არჩევნები, განათლების “რეფორმა”, სამედიცინო “რეფორმა”, ეკლესიის დანგრევის მცდელობა…
არა, მარტო “ბენდუქიძის ჩამოყვანა” რად ღირს! ამ ერთ მიზეზზე ხომ ერთი 10 დიდი კატასტროფაა მიბმული.
მეორე მიზეზი.
მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად არის შეფიქრიანებული, რომ ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს მერე კატასტროფულად იმატა ემიგრაციის მოსურნეთა რიცხვმა. თუ შარშან მხოლოდ ოფიციალურად 1500-ზე ნაკლები განაცხადი შევიდა, წელს უკვე ამ რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა. რეალურად მიგრაციის მოსურნეთა რიცხვი კი მინიმუმ 10-ჯერ მეტია. ამას უცხოური ორგანიზაციები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და დასავლური ქვეყნების საელჩოები ძალიან შემაშფოთებელ ინფორმაციად მიიჩნევენ. თანაც ეს ინდიკატორი ვერაფრით ამაგრებს, პირიქით – ამსხვრევს, მიხეილ სააკაშვილის მიერ სხვადასხვა სააგანტოებისათვის ყალბი სტატისტიკის მიწოდებით და ზოგჯერ – პირდაპირი მოსყიდვის გზით – აშენებულ მითს, რომ საქართველოში ეკონომიკა ჰყვავის, ბიზნესი ცეკვავს და საყოველთაო ბედნიერების ზეიმია.
ამ საელჩოების შეშფოთების მიზეზი იმდენად საქართველოს ინდიკატორების არარეალურობა კი არაა, როგორც ის, რომ ეს ათასობით და ათიათასობით პოტენციური მიგრანტი სწორედ მათ სამშობლოებს უმიზნებს, თანაც – ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც მათ საკუთარი უმუშევრების და გაჭირვებულების შენახვა აღარ შეუძლიათ!
მესამე შესაძლო მიზეზი – ცოტა შორეული პერსპექტივა.
ევროკავშირი თანხმაა, გაამარტივოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის პროცესი. მაგრამ ერთი მკაცრი პირობით, საქართველომ უნდა დადოს პირობა, რომ მოახდენს readmission-ს, ანუ უსიტყვოდ და უმოკლეს ვადაში თავისი ხარჯებით (ან სანახევროდ გაღებული ხარჯებით) დააბრუნებს ქვეყანაში თავის იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება. ასე რომ თეორიულად ძალიანაც დასაშვებია, რომ ბატონმა მიხეილმა ასეთი კომკავშირული ფიცი ან უკვე დადო, ან მალე დადებს.
დაბოლოს მეოთხე, ყველაზე “ეგზოტიკური”.
მიხეილ სააკაშვილის, როგორც ძველი იუსტიციის მინისტრის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი პატიმარი ჰყავდეს, რომ მერე ბევრი ვარდისფერი ციხეები ააშენოს, ხოლო პატიმართაგან პერიოდულად ზოგიერთი დროებით წინასაარჩევნოდ გამოუშვას ხმების “მოსატანად” (იმედია, გაიგეთ ნაცმოძრაობის მიერ დაპატენტებული ამ ახალი know-how-ს შესახებ). ჰოდა, უნდა არსებულ 25000 პატიმარს კიდევ ბევრი ახალი დაუმატოს საზღვარგარეთ არალეგალურ ემიგრაციაში ყოფნის ბრალდებით.
თითოეული პატიმარი ხომ ვანო მერაბიშვილის ხალხისათვის შემოსავლების ულევი ნაკადულია.
არა, ეს ბოლო ვიხუმრე, შავი იუმორი იყო, ინგლისური იუმორი. :)! 😦
მეორე და მესამე საკმაოდ სერიოზული და რეალური მიზეზებია.
ისე, უცნაური იქნებოდა რომ ასეთი განცხადებები მას სწორედ ახლა გაეკეთებინა, მაგრამ ბ-ნი მიხეილი ის კაცია, რომელიც დასავლეთის გულის მოსაგებად ყველაფერზე მიდის, რადგან ქართველი ხალხის გულს იცის, ვეღარ მოიგებს და ამისთვის სპეცნაზი ჰყავს გადანახული:((
Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s