პოსტი (8) ია ანთაძის ბლოგზე “მოდით, ვილაპარაკოთ”


ავტორი: სოლომონ
21.05.2009 19:56
თვითმარქვია Progressive-ს
ისეთი დარწმუნებით ჰყვებით, რა მოხდა იმ პოლიციის განყოფილებაში და რა – არ მომხდარა, რომ აშკარა გახდა – თქვენც იქ იყავით! შეიძლება ოქმს სწერდით.
თუ “სეკრეტარი” ბრძანდებით, არაუშავს, მაგრამ თუ თქვენ მიგყავდათ დაკითხვა, კარგად დაიმახსოვრეთ, გამოგადგებათ. მოვა დრო და გამოგადგება რადგან პასუხები იქნება გასაცემი.
მე არ ვამტკიცებ, რომ ეს – გაუპატიურებით დამუქრება – ნამდვილად იყო. – თქვენგან განსხვავებით მე იქ არ ვყოფილვარ და 100%-ით არ შემიძლია ამის მტკიცება. მე მოვიყვანე პრესის კომენტარი ამ ამბავზე, რომელიც ეყრდნობოდა არა გოგოს (გოგოებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დააშინეს და რამდენიმე საათი ისე ჰყავდათ განყოფილებაში, არც ადვოკატს უშვებდნენ მასთან და არც მშობლებს) – არამედ 14 წლის ბიჭის, რევაზიშვილის განცხადებას. თუ ეს ასე არ იყო, ამას თქვენ კი არ უნდა ამტკიცებდეთ, არამედ – შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მარტო იმით შემოიფარგლა, – ეგენი რომ ნაცემები იყვნენ, სანამ პოლიციაში მივიყვანდით, დაკავების დროს “შემოგველახა”, თორემ განყოფილებაში სულ რახათ-ლუქუმს ვაჭმევდითო!
რატომ არ გამეცით, ძვირფასო პროგრესის მატარებელო, პასუხს ჩემს დაჟინებით კითხვაზე, თქვენი შვილი რომ ყოფილიყო 13-14 წლის ბიჭი ან გოგო და პოლიციაში რომ წაეყვანათ – ვანო მერაბიშვილის, მელნიკოვის, სანოძის, დონაძის და მათ ამფსონთა ე.წ. პოლიციაში, – რომელიც მე სრული საფუძველი მაქვს რომ ჩავთვალო უფრო უარეს ჟანდარმერიად, ვიდრე მეფის ოხრანკის დროს იყო, – მაშინაც ასე ფილოსოფიურად მშვიდი იქნებოდით?
მაშინაც იტყოდით, ეგ უკვე 13 წლისაა და მაგდენი შეგნება აქვს, რომ მიხვდეს, პოლიციაში არავის აუპატიურებენო!
დოქსოპულო, შენ შვილი გყავს?
თუ შენი შვილები არ მოხვდებიან პოლიციაში და ამიტომ ხარ ასე ფილოსოფიურად მშვიდად?
ისე, ერთ გრძელ კომენტარს დასწერ, თუ 3 მოკლეს, მაინც ისეთი პროგრესული დარჩები, როგორც ყველა ხვდება,რომ ხარ.
ბერია, ეჟოვი,იაგოდა და სხვებიც ამტკიცებდნენ, ჩვენს ციხეებში სანიმუშო წესრიგიაო. საქმე ისაა, რომ ტიციან ტაბიძეს და მიხეილ ჯავახიშვილს ცოტა განსხვავებული აზრი ჰქონდათ ამ ზევიდან დანახულ “სიმართლეზე”.
გივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!
პაგონი გამოგიჩნდა, პაგონი.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s