პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
25.05.2009 20:46
 
 
გუბაზ!

“აქ რამ მოგიყვანა, შე ჯიშიანო, შენა!
როგორ გამახარე, შე მადლიანო, შენა!”
მოხვედი და მაშინვე დაგვემუქრე – წავალო?
არ ჰქნა ეგ, ჯიშს გაფიცებ.
შენი უდანაშაულობის მე ყოველთვის ინტუიციურად მჯეროდა. აი, როგორც მიხეილ სააკაშვილის სჯერათ ამ ბლოგებზე ჩემთან მოპაექრეებს. იციან, რომ ეჭვის საფუძველი არსებობს, მაგრამ სჯერათ.
მაგრამ აბა ერთი მეც მკითხე, რა!?
ჯერ იყო და ორივე – თქვენც და Tako-ც ისე სულის სიღრმიდან ერთნაირ კომენტარებს და რჩევებს მწერდით, გაორება დამემართა – სადაც წავედი,რომელ ბლოგზეც – სულ ერთიდაიგივე იყო ჩემზე მოწერილი, თან – სხვადასხვა სქესის და სახელის პირების მიერ. ახლა კიდე ორივე მიპირებთ მიტოვებას და “პროგრესულის” და “კავკასიოლოგის” ამარა დარჩენა, კი ხვდები ალბათ, რა მძიმე ასატანი იქნება.
ისე, ჩემი სკურპულოზობა რომ გაგკვირვებია, მინდა აგიხსნა. ასეთი ჩვევა მაქვს, მაინტერესებს რას მწერენ და მივხვდე, რატომ მწერენ ასე, და არა – სხვანაირად. რაა, დანაშაულია ყურადღებიანობა?
მე ვდგავარ თაკოს უკან?
და ჩემს უკან ვინ დგას, გუბაზ? – ვანო მერაბიშვილი?
თუ იქნებ – ზაზაზა ბეგაშვილი? ერთ კლასში ვსწავლობდით მე და ზაზაზა და მისგან ვიწერდი ფიზიკის საკონტროლოებს, არ გჯერა?
“არ დაიჯერო, არ დაიჯერო! არ დაიჯერო, თუ ვით სათნო ხარ!”
გუბაზ, მე ვიცი, შენ მაინც დაბრუნდები. შენ უეჭველად დაბრუნდები. ან – იად, ან – ცის ნამად, ან – წიფლად, ან – ბიზონად.
ვერ გაძლებ, რომ არ დაბრუნდე.  (ალპინისტებს სჭირთ ასე, მთაში თუ არ წავიდნენ, იხრჩვებიან. არა, თორთლაძე არ ჩამითვლია, ალპინისტებში არ ჩამითვლია, ეგ – უმცირესობაა. თანაც კონტროლირებადი! მაგან ოღონდ კრედიტი გაისტუმროს (გაასტუმრებინონ) და მთასაც დათმობს და ბარსაც!)
მე კიდევ, რომ დაბრუნდები, გიცნობ!
ჯიშით გიცნობ! ჯიში არ იმალება, გუბაზ!
P.S. იმედია მოდერატორი დაადასტურებს, რომ ჩემსა და ქ-ნ Tako-ს შორის, სხვა განსხვავებების გარდა, IP-იური განსხვავებაც არსებობს.
P.P.S. რა თქმა უნდა, ჩემს IP-ს ნუ გახსნით. ჯიში ჯიშია, მაგრამ ვანოს უწყებასთანაც ისეთი “ჯიშიანი” ხალხი დამინახავს – სამინისტროს კარებში არ ეტევა ზოგი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s