პოსტი (4) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია … (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)


ავტორი: სოლომონ
01.06.2009 00:15
——————-
ოო, ახლა კი ფრთხილად უნდა ვიყოთ.

მოვიდა “პროგრესის” ვოლტმეტრი. სულ სათითაოდ მოგვანიჭებს “პროგრესულობის” ქულებს და შეადგენს პროგრესის მისეულ რეიტინგს, რომელშიც ია ანთაძეს მინუს 100 ქულა ექნება, ხოლო მიშა სააკაშვილს – პლიუს 1000000.

თვითაღიარებულო “პროგრესულო”,
ჩვენ საქართველოს შვილები ვართ და ვიცავთ საქართველოს. ჩვენი ლოზუნგია “დაიცავი საქართველო!”

თქვენი რაა? – “მიშა! მიშა!” ??

თუა ეს ასეა, კერპთაყვანისმცემელი ბრაძანებულხართ. ჰოდა, კერპთაყვანისმცემლობა როდის იყო, რომ პროგრესთან ასოცირდებოდა?

არიქა, დაიწყე ახლა მუქარები, რა მოგვივა, როცა ვანოს სამსახურები ტანჯვით ამოგვხდიან სულს.

პატივს ვცემ თქვენ მარადიულ მისწრაფებას ყოველგვარი შეზღუდვისადმი და თავს შევიზღუდავ 500 ნიშნით, რაც დიდი ხანია შესთავაზეთ “თავისუფლებას”. კაცმა რომ თქვას, ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი ერთმანეთისათვის.

P.S. აქვე მინდა ვუთხრა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც დღეს მიმდინარე მოვლენებს სამთავრობო არხებზე “აშუქებს” (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – “აბნელებს”) – მე ვიქნები თქვენი ინტერესების სერიოზული დამცველი, თუ თქვენ გააგრძელებთ ოპოზიციის ლიდერების მრავალმხრივ ლუპის ქვეშ გატარებას და აგრესიულ კრიტიკას, როდესაც ისინი ხელისუფლების სათავეში მოვლენ!

მაგრამ მე ვიქნები თქვენთვის ინტერნეტში ვირტუალური “სირცხვილის დერეფნების” გამგრძელებელი, თუ თქვენ უეცრად ქამელეონივით ფერს იცვლით და დაიწყებთ დღევანდელი ოპოზიციისათვის ხელების ლოკვას, მაშინვე, როცა ისინი ხელისუფლება გახდებიან.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s