პოსტი (3) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია… (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ 31.05.2009 10:49

————

Tata-ს გერმანიიდან

სინამდვილეში რუსული ორიენტაცია აქვს მთავრობას, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეა და რომლის მთავარმა ეკონომისტმა ბენდუქიძემ ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეები გადაყიდა რუსებზე, ხოლო ჯერჯერობით რაც დარჩა (ენგურჰესი და რკინიგზა) ისიც უკვე მზადაა, ხელშეკრულებები პარაფირებულია და მზადაა ხელმოსაწერად, რომ რუსულმა “რაო ეეს”-მა და რუსეთის რკინიგზამ ჩაიგდონ ხელში. არ მითხრათ ახლა მთავრობა სულ რუსეთის ლანძღვაშია და რუსული გავლენა რა მოსატანიაო. მაგაზეა ნათქვამი, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. თუ რუსებს ებრძვიან, რაღა რუსეთი გაიხადეს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად, რაღა ბენდუქიძეს ჩააბარეს გასაყიდად საქართველოს მიწა-წყალი? ებრალიძე არის მთავრობის მიერ მოგონილი ახალი “ბუა”. მას კონსტიტუციურად არავითარი უფლება არა აქვს თავისი კანდიდატურა დააყენოს საქართველოში არჩევნებზე, რადგან დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს. ასე რომ ებრალიძის “პრეზიდენტობა” ისეთივე დადგმული “საფრთხეა”, როგორც ის რუსული ავტომატები, ბ-ნი სააკაშვილი რომ მკერდით აწვებოდა განმუხურში. ან ის ავტობუსები, ვითომ აფხაზებმა რომ ააფეთქეს არჩევნების დღეს ხურჩაში.

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3581〈=en

ფული რუსეთისგან სწორედ რომ ბ-ნ სააკაშვილის წრეს აქვს აღებული – მაგალითად თავისი ბიძის თემურ ალასანიას მეგობარ რუსი კგბ-ს გენერალ გენერალოვისგან, რომელსაც მთავრობამ შპს მადნეული “მიჰყიდა” და წილებში ჩაჯდა.

ასევე რუსების ხელშია რუსთავის მეტალურგიული, “თბილისის წყალი” და ზესტაფონის ფერო.

ქურდული მორალის გამეფება მოჰკითხეთ რაინდ კეზერაშვილს, რომელიც “ბიზნესის ტერორის მინისტრი” იყო და არა – თავდაცვის. როგორ “დაგვიცვა”, ეს სამაჩაბლელოებს და გორელებს ჰკითხეთ და ბიზნესი როგორ დაატერორა – ქიბარ ხალვაშს და გოჩა ძასოხოვს.

რაც შეეხება “დანების ტრიალს” და “პოლიციაზე თავდასხმას” – ეს არის ტყუილი და პროვოკაცია. 28 მაისს სამთავრობო ზონდერბრიგადებმა მიიტანეს იერიში დემონსტრანტებზე და თუ უფორმო ნიღბიანი პირი მომიტინგეს რკინის ხელჯოხს თავში ურტყამს, რა უნდა ქნას მომიტინგემ – უნდა ჰკითხოს: “დედას გაფიცებ, მითხარი, პოლიციელი ხომ არ ხარო?” ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში უფორმო პოლიციელს მხოლოდ დაკვირვების ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეკრძალება ძალისმიერი ფუნქციების განხორციელება, რადგან მოქალაქემ არ იცის, რომ იგი კრიმინალს არ უპირისპირდება. რაც შეეხება დანით დაჭრილ პოლიციელებს, ჯერ ვითომ სამი იყო, მერე – 5, მერე – 7, და ბოლოს საქმე საქმეზე რომ მიდგა – ერთი აღმოჩნდა. ის კი არადა, როგორც მეზობლისგან გავიგე, რომლის ნათესავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დაცვაში მუშაობს, მინისტრის და კორესპოდენტენტების მოსვლის წინ სწორედ დაცვის ბიჭები დააწვინეს საწოლებში – ვითომ დაჭრილი პოლიციელები იყვნენ.! ხოლო დაშავებული 30 დემონსტრანტი სასწრაფოდ გაწერეს საავადმყოფოდან დილისთვის, რომ პრესას და უცხოელებს არ ენახათ, თანაც – გაწერისთანავე აიყვანეს და პოლიციაში გააქანეს, ეტყობა იქ უტარებდნენ “მკურნალობის სრულ კურსს”.

კომუნისტური რეჟიმი შეცვალა ნაცისტების ფაშისტურმა რეჟიმმა. თქვენ რა მოიგეთ ამით, ქ-ნო ტატა? გერმანიაში რომ ცხოვრობთ? იმედია ამას (საქართველოდან ემიგრაციას) სრულ ბედნიერებად არ თვლით.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s