პოსტი (2) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
23.05.2009 17:57
 
 
 
Tako-ს თბილისიდან
ეს რომ ნორმალური საზოგადოება იყოს, ანუ ყველა ერთად ავად არ ვიყოთ, ბურჯანაძე გაბედავდა გამოჩენას, ან ხაინდრავა? ან ყარყარაშვილი?” – გაოცდა Tako.
ნორმალური რომ ნამდვილად არ არის ეს საზოგადოება, ამის წითლად ანთებული ინდიკატორი ისაა, მიშა სააკაშვილი რომ დღემდე საქართველოს პრეზიდენტია. ან მიშა სააკაშვილი საჭიროებს სერიოზულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ან – ჩვენ – საზოგადოება.
ბურჯანაძე და ხაინდრავა ალბათ თავად გაგცემენ პასუხს (ისე, არ მესმის, მიშა თუ ბოდრუმში სათბურების სანახავად 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დადის, მათ რუსთაველზე რატომ არ გამოესვლებათ), მაგრამ გია ყარყარაშვილის ხსენება უცნობი Tako-საგან ცოტა ნამეტანი ხომ არ არის?
ანუ, კეზერაშვილს, რომელიც ომის დაწყებისას მარბელიას პლიაჟზე ლივლივებდა და ჩამოსვლა არც უნდოდა (მიშამ თქვა ეს, მე არ მომიგონია), მერე ომის ხუთივე დღე ჯიპიდან ჯიპში გაგლეჯილ კაიფში ატარა, ჯარი მიატოვა, მილიონები მოტეხა ბიუჯეტიდან, ისრაელში ბიზნესები იყიდა და დღემდე არაფერი მოუნანიებია, – აი, ამ ლომგულ რაინდს – არ უნდა რცხვენოდეს დღემდე სამთავრებო 5-ეულში რომ არის და ვეძისში ხშირად მიშას, ვანოს, ადეიშვილს და ახალაიას ეთათბირება ხალხის შესაძლო დარბევის ნიუანსებზე?
ხოლო გია ყარყარაშვილს, აფხაზეთის 14-თვიანი ომი რომ გამოიარა, არასდროს მტრისთვის ზურგი არ უჩვენებია, ძმა დაკარგა, რამდენიმე სერიოზული ბრძოლა მოიგო და არც დათმობდა სოხუმს, რომ არა შევარდნაძის სულელური შეთანხმება რუსეთთან ტექნიკის გამოყვანაზე; კაცს,რომელმაც მრავალგზის მოინანია ის შეცდომები, რაც თავისივე აღიარებით ჰქონდა; ხეიბარ ადამიანს, – ასე მკაცრად თხოვთ პასუხს.
ეტყობა ქრისტიანულ მორალთან მწყრალად ბრძანდებით, Tako ჩემო, რომელიც მომნანიე მტრის შეწყალებასაც კი გვასწავლის, არამცთუ საკუთარი სისხლისა და ჯიშისა (ოღონდ გულწრფელად და არა ფარისევლურად, ამბიონიდან მოქადაგე ვითომ მომნანიესი, ეს მონანიება ჩვენი შემდგომი დაბოლების და ფულების ჩახეთქვის ინსტრუმენტად რომ უნდა).
მაინტერესებს, თქვენ რა დაგიდევთ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად, რა მსხვერპლი შეგიწირავთ, რომ გია ყარყარაშვილს ასე გინდათ ნიშნი მოუგოთ?
ხოლო იმავდროულად “ლოჯისტიკის ლომი” უგულავა, რუსეთთან სიტყვაუხეში “დიპლომატიის მარტორქა” იაკობაშვილი, გორში პრესცენტრის გამხსნელი და მყისიერად მიმტოვებელი “გეპარდი” გოკუნა გაბაშვილი (მამა ენაცვალოს  იტალიიდან!), 7 ნოემბრის მიტინგის “ვაჟკაცურად” დამარბეველი და ომში ჩაფლავებული გენშტაბის უფროსი ზაზა გოგავა და რუსი გენერლების მძღოლებად უანგაროდ მომსახურე ღუბერნატორები გოროზი გოროზია და პირმშვენიერა ვარძელაშვილი არც კი გახსენდებათ!?
არც ჯავშანჟილეტიანი “მხედართმთავარი ივერიისა” – მიწაზე რომ ხოხავდა და განსწირულის ხმით ითხოვდა -“ჟურნალისტები მოაცილეთ, ჟურნალისტებიო!”
რატომ ასეთი ნაწილობრივი (ნაციონალური) სკლეროზი, Tako ჩემო?
 
“ამ ბლოგსაც ანებებ თავს”?
არ გადამრიო?!!!
ნეტა მიშაც ასე დაგვანებებდეს თავს და ორივეს სადღეგრძელოს დავლევ როგორც “დროზე წასულებისას”!
კინაღამ გამომრჩა – ლევან პირველის ხსენებისთვის კი ნაღდად მადლობა მომიხსენიებია! აი მაგ კაცის სურათები ქუჩაში რომ იყოს გაკრული წარწერით – “მკვლელი ვენაში ცხოვრობს და ჩამოსვლას აპირებს!” ამაზე ნაღდად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი. ხალხი უნდა იცნობდეს თავის “გმირებს”.
მაგრამ თქვენ გგონიათ, ლევან პირველზე ნაკლები მკვლელები დადიან დღეს თბილისში ჯიპებით და “მიშა მაგარიას” სიმღერით? სანოძე, მელნიკოვი, ახალაია, სალაყაია… ეს გვარები რამეს გეუბნებათ? თუ აქაც ცალმხრივი სკლეროზია?
ეჰ, Tako, Tako! თქვენი “ფაქტები” ფაქტებია, და თქვენი ოპონენტების ნათქვამი – ჭორები ხომ?
ერთი ფაქტომეტრი მათხოვეთ რა?! ან ჭორომეტრი მაინც…
ეკა მომიკითხეთ, ხერხეულიძე – ხერხემლის მეგობარი და “ტერიტორიების დაბრუნებამდე ტერიტორიების დაკარგვის გზით ახლოს მისვლის” უბადლო აპოლოგეტი! საქართველოს გასტროლებში მოხეტიალე პარლამენტის ვარსკვლავი!
P.S. “სუნთქვა უკვე ძალიან მიჭირს. აღარც ინტერნეტ სივრცეშია საშველი.”
ფრიდონ თოდუას და გიგი წერეთელს დაურეკეთ სასწრაფოდ და უთხარით ინტერნეტში ჟანგბადია გასაშვები, დაიხრჩო ხალხი-თქო! რა სი-ესი, კაცო! სი-ეს-ი იყოს, ჯერ არ გვინდა, პროვოკაციებია მოსაწყობი, მერე ვიხმართ… ახლა ჟანგბადი წამოიღეთ თაკოსთვის!
Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s