პოსტი (11) ია ანთაძის ბლოგზე – “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
27.05.2009 09:50
გუბაზ,
შე დაფინანსების წყაროების ისტერიულად მძებნელო!
სტილი შეგეცვალა გუბაზ – “ბიჯოებზე” გადახვედი, სულ უფრო სცილდები სპინოზას…
ეს უკვე მესამედ შეგაქვს ეჭვი რომ ვიღაც მაფინანსებს.
სხვა გზა არაა, უნდა “გამოვტყდე”, თორემ ვხედავ, შენ და კავკასიოლოგს აღარ გძინავთ.
ნამდვილად ვარ გრეჩიხას დაფინანსებაზე – დღეში 1,5 ჭიქა გაციებულ ჩაის, 1 მათლაფა წიწიბურას და 1 ნატეხ შაქარს მიგზავნის ბაია. და სწორედ იმიტომ ვნერვიულობ, რომ შენი ძმაბიჭები თუ ააფეთქებენ, ამ პაიოკს დავკარგავ.
ისე, შენც გამოტყდი მაგ კომენტარში ,თუ ხვდები:-),- თაკო აქ არ არისო (ანუ ეხლა კავკასიოლოგთან მუშაობ ერთ ცვლაში?).
ისე, ქ-ნი თაკო თუ მაინც აპარებს თვალს ბლოგისკენ, ნამდვილად აღელდება მისი ადგილსამყოფელის და ყოფნა-არყოფნის შენგან ასეთი გაშიფვრით. კარგი ტესტი შეიძლება გამოვიდეს თუ შემოგიკურთხა – მისი ვირტუალური სახელი რეალურობის ელემენტს შეიძენს. თუ ხმა არ ამოიღო – მაშინ ნამდვილად შენი “მეორე მე” ყოფილა.
————————————————————
კავკასიოლოგს
————
“ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ, ტოლკო ტი ნე ობიჟაისია.” –
მოდი ჯერ მიშა ჩამოვაგდოთ, რომ 8 თვის ბავშვებს საკნებში არ ამწესებდეს და აფხაზეთის ომის გმირ პოლკოვნიკებს უსამართლოდ არ ხვრეტდეს მათი გვამებით მერე სპექტაკლების სათამაშოდ (სხვა რაღაცეების ჩამოთვლას ახლა არ დავიწყებ) – და მერე წამოვალ ახალი შესაძლო დიქტატორების “ჩამოსაგდებად”!
მოსულა?
არა, სასაცილო არაა სააკაშვილს – პოლიციაზე, კუდზე, სოდზე, მსტოვრებზე, მრავალმილიონინან ამერიკულ დაქირავებულ პიარ “გრინბერგ- როსნან ქვინანებზე” რომ ზის და ათასი საცეცური აქვს გამოშვერილი – გრეჩიხას რომ შეადარებ?!
წადი, კავკასიოლოგო, და გინდა კავკასიაში და გინდა თორთლაძის საყვარელ ჰიმალაებში ჩაატარე ეგ გამოკითხვა (ოღონდ გრინბერგებს ნუ კითხავ რა, მიშას რეიტინგი რომ 62% “ჰგონიათ”:) – ეგენი მგონი უკეთეს “პაიოკზე” ჰყავს მიშას, ვიდრე მე ზევით ვახსენე და ცოტა ობიექტურობაში მოიკოჭლებენ, რბილად რომ ვთქვა!) – და ნახავ ერთი რა შედეგები ამოგივა.
კომენტარი კარგად წაიკითხე – მამუკა არეშიძე ზუსტად იმას ამბობს, არ ვიცი პატრიარქს რა უნდა ეთქვა, მაგრამ მასზე ზეწოლა იყოო. გიგი უგულავასნაირი ჯეელი რომ საკურთხეველში დაცვით მიეჭრება ღვთისმსახურს, როგორ ფიქრობ, სტიქაროსნად დაბრუნების თხოვნით მივიდა???
ისე ძაან მაინტერესებს, კავკასიოლოგი რომ ხარ, რომელი კავკასიის ექსპერტობაზე დებ თავს – ჩრდილოეთის თუ სამხრეთის?
რომელი ხალხის ექსპერტი ხარ – ყუმუხების თუ ძურძუკების? თუ უბიხების?
რაღაც არ გამოსჭვივის შენი კომენტარებიდან რაიმე კავკასოლოგიური ცოდნა, და სახლში ხმალ-ხანჯალი და ფარდაგები თუ გიკიდია კედელზე თორთლაძესავით – ეგ შეიძლება პარლამენტში ყოფნის ატრიბუტი იყოს და არა მაინცდამაინც – კავკასიოლოგობის.
ეტყობა, მამუკა არეშიძის ხსენებამაც იმიტომ ასე გაგაღიზიანა – კონკურენტად მოიაზრებ.
“პროგრესული” მომიკითხეთ.

მინდა გითხრათ, რომ თქვენ სწორედ ტრიოში ხართ განუმეორებლები.
ვასნეცოვის ის სურათი მახსენდება – “სამი გოლიათი” რომ ჰქვია (“ტრი ბაგატირია”). გუბაზი ნაღდად ილია მურომეცს მაგონებს, ცხენი რომ იზნიქება მის ქვეშ.
ილია მურომეცს ხომ მაჩხაანიდან უგზავნიდნენ ხაშლამას… და სწორედ მაგის ბრალია გუბაზის ეს ფენომენალური ადგილის დედა – “მაჭამეხაშლამა!!!ვაა!?”
“რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?” – ამ სიტყვებმა რომელიმე ხელისუფლება ხომ არ გაგახსენათ, გოლიათებო?

აი, ეგეც ვიცოდი, რომ გამოიცნობდით!
რა თქმა უნდა – რუსეთის ხელისუფლება (და არავითარ შემთხვევაში – რომელიმე სხვა). სწორია, პასუხი ჩაგეთვალათ – ორი პორცია ხაშლამა ჩვენს ფინალისტებს სწორი პასუხისათვის!
ერთი მუჟუჟი პროგრესულსაც მიართვით, ფარდის უკან – და ერთი ყუთი “ფანტა” გამოფანტებულ ნაციონალურ ტელევიზიებში გააგზავნეთ, ასე კარგად რომ ჰყავთ ხალხი “ორიენტირებული”, რომ ყველაფერ ცუდზე მხოლოდ რუსეთის ასოცირება ხდება, ყველაფერ კარგზე კი, – ვისი???
რა თქმა უნდა – ჩვენი შუქურის და შუქურების აღმმართავის!
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s