პოსტი (10) ია ანთაძის ბლოგზე “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
26.05.2009 23:30
 
 
ქ-ნო ია,

 

ვფიქრობ კარგი მასალა არის ბლოგისათვის (სახიფათოც) “პოლიტიკა და ეკლესია: სად გადის საზღვარი?”
ამაზრზენია იმის გაფიქრება, რომ ეს მთავრობა უკვე იმაზე მივიდა, რომ ცდილობს გავლენა მოახდინოს უწმინდესსა და უნეტარესზე, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე. და უგულავას “შეჭრა” სამებაში სხვა “დესანტთან” ერთად (ხაბაზი, სამადაშვილი, სუბელიანი, კერვალიშვილი), ასევე – სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილის იქ ყოფნაც – ოპოზიციის გეგემების გამოცხადებიდან ნახევარ საათში – მაეჭვებს იმაში, რამდენად თავისუფალი იყო იმ დღეს ილია მეორე თავის სიტყვაში.
ამავე დროს ვერ ვიტყვი, რომ თავად ოპოზიციის გადაწყვეტილება პოლიტიკური პროცესებში ასე თუ ისე ჩაერთო პატრიარქი, და 50000 კაცის სამებაში ცოტა გაურკვეველი მოლოდინით მიყვანა, ხომ არ იყო ეკლესიაზე იმის მსგავსი ზეწოლა, რასაც აქამდე მთავრობა ახორციელებდა, ხოლო ახლა ოპოზიციაც ცდილობს (?), რომ აითვისოს?
წინასწარ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ამ თემაზე თავს შეიკავებთ,მე ამას სავსებით გაგებით მოვეკიდები, რადგან თქვენს ადგილზე შეიძლება მეც ასე მოვქცეულიყავი. თემა კი არა, ვულკანია.
———————————————————————————————————
ავტორი: სოლომონ
27.05.2009 00:30
სამების ტაძარში ხელისუფლების დღევანდელ შევარდნასთან დაკავშირებით:
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=26302&Itemid=1
მამუკა არეშიძე: “პატრიარქს დაგეგმილი განცხადების გაკეთების შემთხვევაში მომიტინგეების დარბევით დაემუქრნენ”
23:44 – 26.05.2009
ექსპერტ მამუკა არეშიძისთვის უცნობია, კონკრეტულად რა განცხადება უნდა გაეკეთებინა დღეს პატრიარქს, თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ილია მეორეს ამ განცხადების გაკეთების შემთხვევაში მომიტინგეების დარბევით დაემუქრნენ. როგორც “პირველს” არეშიძემ განუცხადა, “დღეს სიტუაციის გამწვავება სამებაში ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნამ განაპირობა”. “ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რა განცხადება უნდა გაეკეთებინა პატრიარქს ქადაგებისას, მაგრამ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ილია მეორე აღნიშნულ განცხადებას გააკეთებდა, ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდა” – აღნიშნა მან.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s