პოსტი (1) ია ანთაძის ბლოგზე – “აიწონა-დაიწონა”


ავტორი: სოლომონ
23.05.2009 09:56
davit_ls1-ს

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ტერმინისა “საპარლამენტო ოპოზიცია”. იგი უნდა შეიცვალოს ტერმინით – “მართული ოპოზიცია”. იმათ მიერ მართული, ვინც ეს ოპოზიცია “შექმნა”, დააპურა, ვალები გადაუხადა და ინსტრუქციებით აღჭურვა, როდის – და რისი – უფლება აქვთ, რა სიხშირით და რა სიმწვავით.
კარგია, რომ მიშას პირით გველაპარაკებით (ეტყობა ახლოდან იცნობთ და ხშირი კონტაქტი გაქვთ სწორუპოვართან, თორემ ეგ რას მოიფიქრებს და გააკეთებს, ვანომაც კი არ იცის) – “სახელმწიფო სტრუქტურების შეფერხებას ვერ შეძლებენ, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს”.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! რადგან სამთავრობო სტრუქტურები დიდი ხანია ხელფასიან შვებულებაში არიან (ჩვენს ხარჯზე!) და სასტუმროებში და სკოლებში იძლევიან ინტერვიუებს.

პარლამენტს კიდევ გადაწყვეტილების მიღების უნარი კი ისეთივეა, როგორც 126 წლის გადაღძუებული ბებრის პოტენცია ვიაგრის რეკლამის დანახვაზე!

და საერთოდ, ეს პარლამენტი თავიდანვე მიშას და ვანოს მიერ იყო დასაჭურისებული. ერთი ადამიანი მითხარით [აბსოლუტურ] უმრავლესობაში, ლოგიკური აზროვნების და პაექრობის ნიჭი რომ სიმართლესაც რომ უკავშირდებოდეს მასში და არა – უსირცხვილო დემაგოგიას.
ერთადერთი ნაღდად პატივსაცემი კაცი იყო იქ – ანზორ ერქომაიშვილი და ისიც ისე გამოიპარა და დადო მანდატი, რომ არც კი გაიგო საზოგადოებამ.
მართალი გითხრათ, წიკლაურის და ოჩიაურის ფონზე გიგა ბოკერია “მომენატრა”, რადგან მიუხედავად მისი უდიდესი დემაგოგობისა, ამ კაცს ნიჭიერებას ვერ წაართმევ და ისე უსირცხვილოდ მაინც ვერ იტყუება, როგორც გაბაშვილი, მინაშვილი და თუნდაც პინოქიო ბაქრაძე (რომელსაც ეტყობა ღამ-ღამობით კუზანოვი ცხვირს უმოკლებს,თორემ ბოდრუმის შესახებ დაფიცების მერე მისი ცხვირი უკვე სწორედ ბოდრუმამდე უნდა აღწევდეს).

პროგრესის ბურჯო, ლაკონურობის მეფევ Progeressive-ო!

ასწავლეთ რა ქალბატონ იას, როგორ უნდა მოხდეს “პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების” (ანუ – თქვენისთანების!) ამორჩევა!

რაიმე ხელსაწყო გაქვთ, თვალის ფერის, თუ თვალების ფახულის მიხედვით?

თუ იქნებ პროგრესულობა მიშასადმი არაკრიტიკულობის პროპორციულია? ესეიგი, ყველაზე პროგრესული ადამიანები არიან შოთა მალაშხია, ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური და… გიული ალასანია! მათგან არ გამიგია მიშას იოტისოდენაც კი კრიტიკა და ეს განა სწორედ ეს არ იქნებოდა სტაბილიზაციის მოსურნე ჩვენს საზოგადოებაში პროგრესის ინდიკატორი?

აი, “კმარას” დედოფალი და ვითომ იურისტი თეა თუთბერიძე (ასე თქვა თავად გუშინ “მაესტროზე” – იურისტი ვარო! და იქვე კეკლუცად დაამატა, კარგი განათლება მაქვს თუ ცუდი, ეს სხვა საკითხიაო! ვაი რომ არ არის სხვა საკითხი, ჩვენო ათენა თეა!) – უფლებას აძლევს თავს სააკაშვილი ზოგჯერ გააკრიტიკოს – მაგ. აქციების არდაშლის გამო, ნიკა ავალიანზე მოძალადე და პოლიციის მიერ ბოლომდე ვერნაწამები ბიჭების განთავისუფლების გამო, მოკლედ – უაზრო ლიბერალიზმის გამო. და ეს ყოველივე განათლების ბურჯად მოვლენილ თ.თ.-ს პროგრესულობაში სერიოზული ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. რაღაც რევიზიონისტია მგონი, შეიძლება სულაც – ოპორტუნისტი!

ია,
აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სააკაშვილი ვერაფერს და არაფერს დათმობს, რადგან “სისტემა, რომელსაც იგი 2003 წლიდან აშენებს, გარდაქმნასა და გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.” ეს იგივეა, ლენინის ფიტულს რომ “ორიფლეიმის” კოსმეტიკა უსვა დღეში 5-ჯერ. გამოვა რაიმე ლენინის ფიტულისგან?

ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩათ სააკაშვილის სისტემის რეფორმირების იმედი, გია კრიალაშვილის პანაშვიდზე მიბრძანდით. გიგი წერეთელს მინდა ვთხოვო, მაგას ყველაზე უფრო ეხერხება პანაშვიდებზე (მაგ. ლევან მიქელაძის ოჯახში) “გულდათუთქული” სახით გამოცხადება.
————————————————————————————-

და ბოლოს, ვერ დავეთანხმები anzor-ს ქარელიდან:
“misha saakashvilis tvalit rom shexedo movlenebs, fsiqiatriashi kargad unda erkveode.”
ბ-ნ მიხეილს ერთი ფსიქიატრი კი ჰყავს გვერდით ამოყენებული. თავდაცვის მინისტრი სიხარულიძე განათლებით სწორედაც რომ ფსიქიატრია და მგონი უფრო პროფილით უწევს მუშაობა, ვიდრე თავდაცვის საკითხებზე. ჰოდა, ამ კაცის ნათესავმა მითხრა, რომ ფსიქიატრი სიხარულიძე უკვე ისეთ დღეშია, ერკვევა კი არა, მგონი, მალე თავადაც გარეკოს! მიშას თვალით რომ შეხედო მოვლენებს, მიშა უნდა იყო (დაგიფაროთ ღმერთმა!)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s