პოსტი (1) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია… (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”


ავტორი: სოლომონ
30.05.2009 10:11
————————
Teo-ს Tbilisi-დან
——————-
“უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ასეა ჩვენი საქმე.”

თეო, პარლამენტს რომ უყურებთ და უსმენთ, მაშინ არ გახსენდებათ ეგ ანდაზა?

“ნომერ პირველი პოლიტიკოსი რომ შოუიმენი გეყოლება იქ მთავრდება ოპოზიციის საქმე.”

მოკლე პერეფრაზით გიპასუხებთ, Teo:
პრეზიდენტი რომ პიარშიკი და შოუმენი გეყოლება, იქ მთავრდება ქვეყნის საქმე.

რუკაზე შაგრენის ტყავივით შეკუმშული საქართველო, გაეროში პოზიციების სრული დაკარგვა, ქვეყანაში გამეფებული სრული უსამართლობა და ქვეყნის სწრაფი ტემპით მიმდინარე გადაყიდვა რუსებზე და არაბებზე – ეს მაინც ხომ არ არის “ოპოზიციის დამსახურება”?

თუმცა თქვენ თავადაც აღიარეთ,რომ ამ კრიზისის მთავარი “შემოქმედი” ხელისუფლებაა.

მაგრამ ეს ასეც რომ მიაჩნდეს, ზოგიერთებს მაინც არ უნდათ ხელისუფლების კრიტიკა, რცხვენიათ,თუ ფუჭად მიაჩნიათ – არ ვიცი. ისე ფუჭი შეიძლება იმ ლოგიკით იყოს – “შეაყარე კედელს ცერცვიო”. ნაციონალური ხელისუფლება მურვან ყრუს მაგონებს, არას რომ არ შეისმენდა კაცთაგან და “ამად ეწოდა ყრუი”.

——————
Kavkasiolog-ს
—————
“ხელისუფლების ყველა შეცდომას ვხედავ(თ!), ხოლო ოპოზიციას უფრო მეტად ვაკრიტიკებთ, სწორდ იმიტომ რომ ოპოზიციაა.თვით სიტყვა ხომ ასოცირდება ბრძოლასთან. ესე იგი, რისთვის ვიბრძვი? რა ხერხით? რამე უარესი ხომ არ შავდება? ისეთივე აგრესიული და კაცთმოძულე ხომ არ ვარ?”

ამ ლოგიკით ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს რეჟიმის პირობებში კრიტიკის მთავარი ობიექტი ოპოზიციის ლიდერი მორგანი ცვანგირაი უნდა იყოს, პუტინის რუსეთში – კასპაროვი და კასიანოვი, 80-იანი წლების პოლონეთში – “სოლიდარობა” უნდა ამოგვეღო მიზანში, ხოლო მაშინდელ საბჭოთა კავშირში – სახაროვი და ზვიად გამსახურდია!

დემაგოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არსებობს – ყოველი კონკრეტული კარგად შეფუთული ტყუილის და შეცდომის გამოაშკარავება. ამიტომ ოპონენტების ციტირების მეთოდს ნუ დამიწუნებთ, კავკასიოლოგო და ყველას ვთხოვ ასევე ობიექტური კრიტიკით შემეპასუხოთ, კამათის ეთიკის ნორმების მაქსიმალური დაცვით.

რომ ხედავ(თ) და ხმას არ იღებ(თ) – ისაა დასანანი, თორემ ბრმისგან ნახატის შეფასების მოლოდინი ფუჭი იქნებოდა.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s