პოსტი (6) ია ანთაძის ბლოგზე – “მოდით, ვილაპარაკოთ…”


ავტორი: სოლომონ
20.05.2009 19:03
ძვირფასო “პროგრესულო”!
თქვენდამი ჩემს კომენტარში (19.05.2009 09:32), სადაც მე მუქარით და დაშინებით დაკითხვა, წამება და გაუპატიურების მუქარა ვახსენე 13 წლის გოგოებთან და 14 წლის ყმაწვილებთან დაკავშირებით, იყო მითითებული სამი მისამართი (URL), რომელიც თქვენ, რა თქმა უნდა, “დაგეზარათ” და არ წაიკითხეთ.
აგერ გაგიმეორებთ. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ბოდიშის დაპირება რეალურია და არა ჩვეულებრივი იაფფასიანი დემაგოგიური ნაცისტური ხრიკი:
presa.ge/index.php?text=news&i=7689
http://www.ghn.ge/print.php?printid=2914
http://www.ambebi.ge/samartali/4341-melor-vachnadze-giorgi-oniani-da-revaz-revazishvili-matze-gankhortsielebul-zetsolebze-detalurad-kvebian.html
თქვენ ალბათ არც ის გჯერათ, რომ დღეს დავით გამყრელიძეს და ოპოზიციის სხვა 20-მდე აქტივისტს პოლიციამ მანქანები ჩამოართვა. ანდა ფიქრობთ, რომ ეს “უბრალოდ დამთხვევაა”! მასიური მოძრაობის წესების დარღვევის ოპოზიციური ეპიდემია!
ისე, მაინტერესებს, ერთ დღეში კი არა, ერთ წელიწადში თუ ჩამოართვა პოლიციამ მანქანა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 20 პარლამენტარს? თუნდაც – 1 პარლამენტარს?
თქვენ ალბათ არც ის გჯერათ, რომ ჯოზეფ ქეის გაყალბებული საბუთებით “იმედის” ხელში ჩაგდება ხელისუფლებამ ასწავლა და განახორციელებინა!
ალბათ არც ის გჯერათ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევის მიზეზად 8-ბალიანი მდგრადობის არქონა თითიდან გამოწოვილი ბლეფი იყო!
ალბათ არც ის გჯერათ, რომ 100-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ლაღიძეს და მანჯავიძეს რომ მანქანები დაუმტვრიეს და სცემეს, ამაში ვანოს მანქურთები რომ არიან ჩართულნი!
ალბათ არც ის გჯერათ, რომ წყლის ბომბებით შეიარაღებული, ტირისთოფიანების მეგობარი სანოძე – სამსახურში რომ ჩუმად აღადგინეს – გირგვლიანის მკვლელობაში რომ იყო გარეული!
…რომ სანდრო გირგვლიანი და როინ შავაძე წამებით მოკლეს,
…რომ ბუტა რობაქიძე და გიორგი გამცემლიძე დახვრიტეს და იარაღი მერე დაუდეს…
დედას გაფიცებთ, რა გჯერათ, მითხარით? რა გჯერათ?
თქვენ ალბათ გინდათ, მე პოლიციის ოქმით შეიარაღებული მოვიდე (მერაბიშვილის პოლიციის!), ანდა – პროკურატურის (ადეიშვილის პროკურატურის!!), ანდა – სასამართლოსი (კუბლაშვილის სასამართლოსი), სადაც ეწერება: “ნამდვილად ვაწამეთ ბავშვები, ნამდვილად დავემუქრეთ გაუპატიურებით, ნამდვილად დავიჭირეთ ბრალდებულ ოთანაძის მთელი ოჯახი და ნამდვილად სკოლიდან გავარიცხინეთ მისი შვილი!)…”
მაგრამ ალბათ არის რაღაცეები, რაც თქვენ იოლად გჯერათ!
სააკაშვილი რომ ბოდრუმში დადის სათბურების დასათვალიერებლად ეს ალბათ გჯერათ!
ხალხის მტრად შერაცხული ოთანაძის სკოლიდან გარიცხული ბავშვის დეიდამ რომ 13 მაისს თავად თურმე “ხვეწნით აიკლო” დირექტორი, სკოლიდან გადაიყვანეთ ბავშვიო, ის ალბათ გჯერათ! ოთანაძეების მთელი ოჯახი რომ გაქრა, ალბათ ფიქრობთ, რომ ისინიც ბოდრუმში დასასვენებლად არიან!
და ალბათ ნამდვილად გჯერათ, რომ არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვართ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან, როგორც ახლა – სააკაშვილის თამადობით, რუსეთის მოქალაქე ვაშაძის სიბრძნით და ფეთქებადად-მგზნებარე ეკა ხერხეულიძის და მალაშხიას პიონერობით!
ჰოდა, რა გითხრათ, იცით?
მე კიდევ თქვენი პროგრესულობის არ მჯერა!!
და ბოდიშიც რომ მოიხადოთ, არა მგონია, ან – მე, ან – ვინმე (თქვენზენაკლებპროგრესულები) ამაში დაარწმუნოთ!!
მგონი უბრალოდ რეაქციული ჭკვიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ მიამიტობაზე თქვენი კომენტარები ვერ მეტყველებს.
http://www.tavisupleba.org/content/blog/1731513.html?spec=3#relatedInfoContainer


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s