პოსტი (8) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი————–
გამოტყდი ნოშრევან, რომ თავად ხარ “თქვენსგამომიშისტიც”, “კიაზოც”, “აბესალომიც”… და ამიტომაა, რომ მაგათ მაგიერ სწუხარ და ნერვიულობ.
დავიჯერო ქართული გადაგავიწყდა – გერმანისტიკაში გადავარდნილს?
თუ “მარტვილის თეზისების” დახვეწაზე მუშაობდი ამ დღეებში?
მგონი პროფილის შეცვლა გინდა და გოგის ბლოგზე აპირებ გადასვლას :-))
ჰო, მერე არ დაიწყო – ინტერნეტი გამეთიშა, სერვერი არ მუშაობდა… თუ პრობლემები გაქვს (რა, ვანო “დი-ეს-ელ”-ის ფულს არ გიხდის? არ დავიჯერებ!) ინტერნეტ-კაფეში მიდი. ან სულაც – შოთა უტიაშვილთან, მაგას კარგი სიჩქარე ექნება.
მოსულა?
თუ ახლავე აღიარებ დამარცხებას?
პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი——–
ბ-ნო კიაზო, თქვენს მოკლე კომენტარში ორი წინადადება აღმოვაჩინე ისეთი, რომ ვფიქრობ, ან სიჩქარეში ცოტა დაუფიქრებლად დაწერეთ – ან გამოცდილი დემაგოგი ბრძანდებით.
” …რა პერსპექტივას გვიქადის იმათი მოსვლა ხელისუფლებაში, ვისაც კრიშად – ქურდული სამყარო და ავტორიტეტად – პატრიარქი (!?) ყავს”
ანუ, გამოდის პატრიარქი ვერ ხედავს ამ გაშუალებულ კავშირს ქურდულ სამყაროსთან, თუ – შეგნებულად თანახმაა ამაზე?? ცოტა უხერხული ხომ არაა თქვენი ეს ოპუსი? ამით პატრიარქს ხომ არ აკადრებთ – თვალი გაახილოს და დაინახოს, ვის უდგას გვერდით? ჭეშმარიტების ასეთი რა ჭვრეტა გაგაჩნიათ, რომ მთელს ოპოზიციას, ხელაღებით, ერთიანად – ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებთ? ანუ რა გამოდის, ერთადერთი ძალა, ვინც ხმალამოღებული ებრძვის ქურდულ სამყაროს – ნაცმოძრაობაა? თქვენ ერთი ტარიელ ონიანს ჰკითხეთ, მიშასთან რა აკავშირებს! და ისიც გამოიძიეთ, ქურდული სამყაროს რამდენი წარმომადგენელი გამოუშვეს ციხეებიდან სასწრაფო წესით 5 იანვრის და 21 მაისის არჩევნების წინ, რომ მათ საარჩევნო უბნებზე “სიტუაცია ემართათ” და ოპოზიციის ამომრჩევლები სამაგალითოდ დაეშინებინათ. ნაცმოძრაობას ქურდული სამყარო იმიტომ არ მოწონდათ, რომ მისი “პალაჟენია” უნდოდათ სათავისოდ. და მოახერხეს კიდეც. დღეს ყველაზე დიდი ქურდები სწორედ მთავრობაში გვყავს.
რომ თურმე კეთილსინდისიერება ისაა, როცა ბანდის არაკაცი მეთაური თავის ბანდის არაკაცებს და დაბრმავებულ საზოგადოებას “გულწრფელად და კეთილსინდისიერად” ეუბნება – ამ და ამ ხალხის განადგურება მინდაო! ეს არის ამ ბანდიტების “კეთილსინდისიერება” ანდა “კეთილსინდისიერება” ის იქნებოდა ჰიტლერი რომ თავად ებრაელებს შეხვედროდა და „კეთილსინდისიერად“ ეთქვა – ხვალიდან რამდენიმე მილიონს გაზის კამერაში გაგიშვებთ, და რამდენიმეს – სახრჩობელაზეო? „გულწრფელად“ – კარგი, მაგრამ ეს „კეთილ“ – „სინდისიერი“ იქნებოდა?? ამ ორი სიტყვიდან რომელიმეს მნიშვნელობა გესმით?
პოსტი (6) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი“პროგრესულო”,
იმ დროს, როცა მთელი ზემო მაჩხაანი ასფალტის გზას ნატრობდა, მიშამ და შენ აქაც იყოჩაღეთ და “პროგრესულად” უკეთესი – ანუ “ასვალტის” (!) გზა დაუგეთ :-((
და თუ ოდნავ დაფიქრდებით, იმასაც ადვილად მიხვდებით, სინამდვილეში რა არის საქართველოს “წყლული და ჩირქგროვა” – მიშიზმი და მისგან გამოწვეული სულისბრგვეობა, ხელმრუდობა, ბრუციანობა და უტვინობა.
ილიას “ბედნიერი ერი” წაიკითხე, “პროგრესულო”.
“ეს ჩემგან კია მეტისმეტი თუმცა სიმკაცრე,
მაგრამ ყოველთვის, ცნობილია, არ ხამს ალერსი.
დაღონებული როა კაცი, მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის არ მესმის.
ვინც გინდა იყო გინდა არქიფო და გინდა ზაქრო,
რა გიხარია, შე შობელძაღლო ?!”
პოსტი (5) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარიპოსტი (4) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი———–
იქეთ გავიგე მაიკოს ებრძვით მუხლჩაუხრელად გოგი გვახარიას ბლოგზე, აქეთ – მე მიწუნებთ გემოვნებას. კაცი ხართ, თუ ადამიანი-ორკესტრი?
“მააალობის მაგიერია”, დალოცვილო? თუ არ მოგწონს, ნუ კითხულობ. თუ არ გჯერა – პრესა.გე-ს და მიქიაშვილს მისწერე.
პოსტი (3) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარიაბა ერთი ეს გადაიკითხე, რა. დეტექტივია, პირდაპირ – 007.
—————————————
6 მაისის დასრულებას სააკაშვილი გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ელოდა
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8048
[ნინო მიქიაშვილი]
ზუსტად ერთი თვის წინ, გიორგობას, გვიან ღამით, როცა პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა – როცა რკინის ღობის მიღმა მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქვებსა და პლასტიკურ ტყვიებს დამიზნებით უშენდნენ, და ამის პარალელურად ნიღბიანი სპეცრაზმელები ”მი-შა, მი-შას” სკანდირებდნენ, ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა, პირადი დაცვის თანხლებით, აეროპორტს მიაშურა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებულ თვითმფრინავში იჯდა და მოვლენების განვითარებას ელოდებოდა.
————————————
ჰოი, საოცრებავ!
დღეს “იმედის” ახალი ამბების კომენტატორმა მომხიბვლელმა გოგონამ ქრონიკის 2-საათიან რეპორტაჟში გამოიყენა წარმოუდგენელი და გაუგონარი ტერმინი – “არასაპარლამენტო ოპოზიცია”!
ამიტომ მე დღეს მინიმუმ გენერალური პროკურორის განცხადებებს, ასობით მოწმის “გამიშვი-და-დამაკავე” ჩვენებებს და დაჭერის გრაფიკებს ველოდი… და ამ დროს – ასეთი მახვილი ზურგში?..
პოსტი (2) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი——-
სინამდვილეში პუტინის “ნაშები” და მიშას “მიშები” ხელიხელგადაჭდობილი მუშაობენ საქართველოს დასაჩოქებლად. ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნიან, რომ არსებობა გაიხანგრძლივონ და მეტი გრანტები/დაფინანსება გაინაღდონ ნებისმიერ მხრიდან.
ეჰ, კირილე, კირილე! შენ ვის “ტოპკებს” აგდებ გაფიცებ? ლევან რამიშვილის? თუ გოკა გაბაშვილის? თუ წუგზარ ნიკლაურის? ეგ იყო ფრენბურთის მშვენება და ტოპკების მასტერა, სანამ ფეხბურთში ფეხი არ მოსტეხეს თანაგუნდელებმა.
———————–
ორიოდ სიტყვა progressive-ზე, რომელიც ისეთივე “პროგრესულია”, როგორც ნაცმოძრაობა. ეს პიროვნება, რომლის ჰორიზონტზე და სტილზე თავად შეგიძლიათ შეიქმნათ შთაბეჭდილება, ბლოგზე ერთი მიზნით არის შემოსულ/შემოგზავნილი – რომ ია ანთაძე, ბექა, ხარა, მე და მთავრობის ნებისმიერი ოპოზიციონერი “საკანისტებად” შეგვრაცხოს და “ჭორიკანა” გვიძახოს.
ვაცხადებ, – ისეთი აზროვნების და მოცემულობების პატრონისაგან, როგორიც progressive-ი ბრძანდება, მე, ცნობილი ანდაზის გათვალისწინებით, წიხლი არ მეწყინება.
მეტიც, არც მინდა მისგან დადებითი რემარკები.
ასე რომ მიდი, „პროგრესულო“, შენი დილეტანტურ-შარიკოვული ღვარძლი კარგი დახასიათებაა – შენთვისაც და ჩვენთვისაც.
იმ ქვეყანაში, სადაც ნაციონალური არხები მხოლოდ ჭორების გავრცელებით და სიმართლის დამალვით არიან დაკავებულნი, საუკეთესო დაცვა შეტევაა და „პროგრესულიც“ უტევს „ჭორიკნობას“, (ამ დროს ვცდილობ ყველა ინფორმაციაზე წყარო მივუთითო). თან შიგადაშიგ დილეგებით და მერაბიშვილის ზონდერ-ბრიგადებით მემუქრება. პირდაპირ მაჰათმა განდია!
მიშას თავგადაკლულ მომხრეებსაც კი უკვე უჭირთ მიშაზე კარგის თქმა.
ჩაკვდა ჩვენი ეკლესიის კარისმტრეველი მინისტრის მიერ შეჰქმნილი ნაც-შლიაგერად ქცეული უნიჭო სიმღერა “მიშა მაგარია”. რადგან თუ დღესაც ამტკიცებ, რომ “მიშა მაგარია”, ან – ქართულში ვერ ერკვევი, ან – ფსიქიატრი გჭირდება. და სწორედ ეს არის შარიკოვების დაბოღმვის ძირითადი მიზეზი. მათ ხომ ასე მოსწონდათ მიშა, “მიშისტობა”, პარლამენტის მაგიდაზე შეხტომით გაკეთებული ბრეგაძისეული სუპერკარიერა. და არა მარტო მიშისტობა, არამედ უფრო წვრილ-წვრილ ნაცისტობაც – “კირკიტაძისტობა”, “ბრეგაძისტობა“…
ნეობოლშევიზმი – როგორც ნაცმოძრაობის დროშა.
ნაცმოძრაობის მიგნებები: მასების და ჯარის კომისრები, სასამართლოში ვიშინსკის “სამართლის” დამკვიდრებლები, ზონდერბრიგადები და მიშაიუგენდი, ჰებელსური პროპაგანდა, არჩევნების გაყალბების თეორეტიკოს-პრაქტიკოსი ჩემპიონები, დიპლომატიაში დილეტანტიზმის დამნერგავები, მასკულტურის და ჰუნვეიბინების შემოქმედნი. გავა დრო და 2003 წლიდან დაწყებული კოშმარი სწორედ ამ ფენომენების ანალიზით შევა ქართულ ისტორიაში.
მასშტაბში ვერ შეედრებიან ჰიტლერს და სტალინს, მაგრამ სქემები გადმოშუშეს და იღწვიან… “გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ” (ვარლამ არევიძე) – ახალი ადამიანის შექმნაზე მუშაობენ – ჯეობარის სტანდარტებზე აღზრდილი მასის, რომელიც ბელადის დანახვაზე მომენტალურად აბღავლდება – “მიშაააააა!” ან – “გრიშააააა!”
კავკასიოლოგს ეღიმება გერმანისტულ ულვაშებში. ღირსეული ოპონენტია (“პროგრესულისგან” განსხვავებით) და გენიალურად მარტივ ლოგიკას აგებს – ოპოზიცია რადიკალურია (და ნაცმოძრაობა? წიკლაური? ხერხეულიძე? თუთბერიძე?); ოპოზიციამ რუსთაველი გადაკეტა და ხალხს სიცოცხლე გაუმწარა (თაბუკაშვილის სახლი?, მოკლული ბიჭები? დაჭერები?); ოპოზიციამ (კორკოტამ!) 5 ლარი ამოაცალა საფულიდან „სამართალდაცავს“ (მრავალჯერად პროვოკატორს! და მთავრობამ რამდენ მილიარდი ამოგვაცალა?); ოპოზიციამ დაჭრა პოლიციელები (2 რკინისჯოხიანი ზონდერი! და დაჭრილი ოპოზიციონერები როგორ გადაამისამართეს საავადმყოფოებიდან ციხეში?); ოპოზიციონერებმა სცემეს ჟურნალისტებს (პროვოკატორ ავალიანს! და „იმედი“? მაესტროს გამორთვები?); ოპოზიციამ ვერ შეაგროვა სტადიონზე 100,000 კაცი (ჰმ?)…და ა.შ. და ა.შ.
სასაცილოა იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს სააკაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი არ ჰყავს! ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ღირსია, რომ დაიღუპოს მიშას ხელით.
ფარულ მიშისტებს მოსწყინდათ ჩრდილში მალვა. სიზმრად ესიზმრებათ, როგორ არბევენ ვანოს უსახური მანქურთები ამ „თავგასულ ხალხს“! რა დიდი სიამოვნებით დაეცემიან მიწაზე: „მამამან ჩვენმან, მომძღვნელმან პურისა ჩვენისა, უშიშმა ვითარცა უხორცომ, შადრევანმა ჩვენის ფანტაზიისა, იცოცხლოს და ჩვენზე იმეფოს მარად!“
მოდით ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები – რამდენს გვინდა თავისუფალი საქართველო და რამდენს – “მიშისტანი”?
პოსტი (1) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი
Posted: 2009/06/24 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი———————–
მაქვს თქვენთან საქმიანი წინადადება – შაბათს, 6 ივნისს 6 საათზე, ყველა ვინც მიხეილ სააკაშვილით აღფრთოვანებული ბრძანდებით, შეიკრიბეთ წყალტუბოში ბაზრის წინ მოედანზე.
პოსტი (8) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია … (რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”
Posted: 2009/06/21 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარი13-15 წლის გოგონების მილიციაში წაყვანა და დაშინება, 14 წლის ბიჭისთვის გაუპატიურებით დამუქრება, ოპოზიციის ლიდერებზე პლასტმასის ტყვიებით დამიზნებით ნადირობა, ხალხისთვის თვალების ამოგდება, ახალგაზრდა ოპოზიციონერი ქალების (დედების) – დარეჯან გუჯეჯიანის და თამარ ნავერიანის – მოტაცება, კეფაში რტყმევა და წიხლის ჩარტყმა –
მიდი რა პროგრესულო, რამენაირად, “პროგრესულად”, შენ რომ გეხერხება – “ლოგიკის და სიბრძნის” ნაზავით – გაამართლე რა?
აი, ისე, რომ მამუნათებდი, რა, 13 წლის გოგოს მილიციაში რატომ უნდა ეშინოდეს, ვერ უნდა ხვდებოდეს, რომ არავინ გააუპატიურებსო?!!
თორემ უკვე შოთა უტიაშვილსაც კი უჭირს. სამი კვირა ამტკიცებდა, არ გვიხმარია აკრძალული იარაღიო, და დღეს გამოტყდა.
თან ესეთი არგუმენტი “დაარეხვა” – 6 მაისის აქცია არასანქცირებული იყო და იარაღიც უკანონო გამოვიყენეთო! როგორია, ჰაა?
კიდევ კარგი, “მუხა” არ ესროლა თავში, მიკვირს, რატომ არ გამოიყენა, შენ ხომ მაინც გაამართლებდი, პროგრესულო?
და ის რომ ჰკითხეს, კი მაგრამ თავში მაინც რატომ ესროდით, ხომ იცოდით, რომ შეიძლება სერიოზული ზიანი მიყენებოდათო (ამერიკელებს ერაყში 3 კაცი “შემოაკვდათ” ზუსტად ამ ტყვიებით) – იცით, რა სთქვა ჟურნალისტ კვესიტაძის აქცენტირებულმა მეუღლემ? – აბა სხვაგან სად დაგვემიზნებია, ღამე იყო და სიბნელეში ტანი არ უჩანდათო?
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=7996
კავკასიოლოგო, ვაფასებ ამ ბოლო კომენტარებში შენს შემრიგებლურ ტონს, მაგრამ ქალების რტყმევაზე აღშფოთება თუ არა, ევროპულად “შეშფოთება” მაინც ხომ შეიძლება?
პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე “როცა ასეთი სიყვარულია…(რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე)”
Posted: 2009/06/21 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან დატოვე კომენტარიუცნობის მაგიერ გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუ ღირს მისი იქ ჯდომა. მაგრამ ალბათ უღირს, რადგან ვფიქრობ ამას მიშას გადასაგდებ მსხვერპლად კი არ აღიქვამს, არამედ – საქართველოს გადასარჩენად!
გაგეცინა? ვიცოდი, გაგეცინებოდა. კავკასიურად გაგეცინა თუ – კავკასიოლოგიურად?
ხელისუფლებას შეცდომად რას ვუთვლი, კარგად იცი, მაგრამ იძახი, არ კმარა, არ კმარაო. მაინც გააჩერეთ, ჯერ საკმარისად არ შეუცოდავსო.
ისე, თუ ტალიავინის კომისიამ მიუყენა მილოშევჩის მუხლი, გამოვა, რომ მაინც უცხოელებმა გადააყენეს. არ ჯობდა, ქართველი ხალხის თხოვნაზე წასულიყო? არ დაუფასებდა ქართველი ხალხი?
მიშამ შექმნა სიცრუის და სიყალბის ჭაობი, რომელსაც დაარქვია დემოკრატია. სინამდვილეში ეს არის მიშაკრატია. მისი დანაშაულია ისიც, რომ ხალხი, მედია, სასამართლო, ბიზნესი და სახელმწიფო მოხელეები ამ წუმპეში ჩაითრია. და ისიც, რომ ხალხში “დემოკრატიის” აზრი გააბახა.
იმ ბიჭებზე რატომ სდუმხარ ჯიუტად? იმ ბიჭებზე, ცოცხლები რომ დახვრიტეს და მკვდრები გაათახსირეს?
ბეწვის და დირეს ამბავია მოკლედ. ერისთავის სათვალე მაინც გაიკეთე…
ტაიმ-აუტს ვიღებ. მართლა ძნელია ამ ჭაობში სუნთქვა, კოლუმბიის უნივერსიტეტის და ევროსაბჭოს გამოწვრთნილმა რომ მოგვიწყო…
ხომ გითხარი, მაინც დაბრუნდები-მეთქი. ალპინისტის ფენომენია.
ისე, ძაან დაბოღმილი ჩანხარ – პაუზამაც ვერ გიშველა…
ესეიგი, “საკმარისია სხვა კომპიუტერს მიუჯდე“? ანუ სერიოზულად ფიქრობ, რომ მე დავწერე ის მესიჯები ჩემსავე საწინააღმდეგოდ სხვისი (თან ქალის) სახელით, რომ შენისთანა “ბუმბერაზი მოწინაღმდეგე” ბრძოლის ველიდან გამეყვანა??
გუბაზ, მგონი Mania Grandiosa შეგეყარა. თავი მაკედონელი ხომ არ გგონია? თუ დაიჯერე, რომ სპინოზა ხარ?
ახლა გეტყვი, მე ფრინველები რატომ ვახსენე. იმიტომ რომ სპინოზას (რომელსაც მიგამსგავსე, ბოდიშს ვიხდი ამ გაუგებრობისთვის, სად – შენ და სად – სპინოზა?) სამშობლოში ძალიან სიმბოლური ძეგლი დაუდგეს – მოსასხამზე ოქროს ჩიტები აზის. მაგრამ შენ ეტყობა ხაშლამით ხარ შემოკავებული.
რამდენჯერ გითხარი, არ გიხდება ბლოგის მონაწილეების მიმართ არაეთიკურ გამოთქმებს რომ ხმარობ მეთქი და მაინც არ იშლი.
“კოკასა შიგან რაცა სდგას…” შენივე სიტყვები რომ ვიხმარო, “ეგ, მგონი სადღაც გამიგონია”
ფოლკნერი არ ვარ, მაინც გეტყვი, რომ თუ სხვაგან არ დგას სუნი და ხალხი ძალიან მაღალფარდოვნად ლაპარაკობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იქ ერთმნიშვნელოვნად კარგადაა საქმე – შეიძლება უბრალოდ ტონობით დეზოდორანტს ისხამენ, ხოლო მაღალფარდოვანი ლაპარაკი ავაზაკებს ჰქონდათ “დამხეცებული”, კამორაში. მაგრამ ეტყობა ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ.