უნარ-ჩვევების გაკვეთილი მიშურ-ზეციურ გურიაში


- ვაშალომიძე!

- ვარ, მას!

- გამეთრიე დაფასთან!

- ნოუპრობლემ, მას.

- მუყევი შე აბდალა, რას შობოდი გრიგოლეთში – რაცხა ტრენინგზე რო იყავი თელი კვირა.

- პროექტი გამაკეთებიეს, მას.

- რაის პროექტი, ბიჭო?

- „რაფრა გოდუვაკეთოთ გრიგოლეთი რო გაისათ 3 მილიონი ტურისტი მევზიდოთ“!

- უყურე შენ, ამ გლახას! მოგიწონეს თუ?

- მეიწონეს კი არა, სუ გედირიენ – ეკონომიკის სამინისტროში დამპირდა გადაყვანას ერთი გოგო – სტოლზე რო ცეკვავდა!

- დაყაჭე ერთი, რა მეიფიქრე ამისთანა.

- რაი და, ჯერ ერთი, ზღვა უნდა გადმევიტანოთ სასტუმროებში, კრიშებზე.

- რაიო?

- რაიო და, პლაჟი რო მიაქვენ ზღვას, ხო ხედავთ?!. არაა საშველი… თურქებმა რაც პლატინები დუუდგეს მდინარეს, გამურეცხა ზღვამ ნაპირი გრიგოლეთს. ხოდა, ფარცაგი რო არ მოხთეს და დაცული რო ვიყვეთ ჩვენეც და ტურისტებიც, სასტუმროს კრიშებზე გედვიტანთ ზღვას ნელ-ნელა…

- მართლა ამბობ ახლა მაგას, შე უბედურო?

- ძაან კი მეეწონა ი სტოლის მოცეკვავე გოგოს. სუ ასე იძახა,- მიშა გედირევა ამაზეო!

- აკლია, ხო იცი!!.

- მოკლეთ, ტურისტი აღარ გამოვა სასტუმროდან – შუადღეზე რო გეიღვიძეფს, ავა კრიშაზეთ და დეიზაგრება… მერე შეჭამს, მერე ჩავა ბარში, იძიგძიგებს, მერე დუურტყამს კოკაკოლას… მერე ისევ ავა კრიშაზეთ და მასაჟს გუუკეთებენ… მერე…

- რეის მასაჟს, ბიჭო?

- რეისიც მოუნდება!

- და ვინ გუკეთებს ბიჭო, ბებიაშენი ოლღა?

- ბებიაჩემის მასაჟი მოკლავს კაცს. ვალიკიეს ნაზიკიე გუკეთებს. ვერ დააწობა თუუ?

- კი, რეიზა ვერ დააწობა, კატოკივით გოდუვლის!

- ახლა, სხვა იდეაც მაქ!

- ვაი ჩვენ პატრონს, უბედურს… დაყაჭე, ზურიკელა, აწი ერთი ფასი აქ…

- ტრასაზე ქანდაკება უნდა დავდგათ.

- რეის ქანდაკება? ი სტოლის გოგოსი?

- თლათ არა… ისთე, ქალის იქნება და ერქმევა – „ძუძუს კოშკი“!

- რაიო ბიჭო?! რასაა, რო ბედავ, შე მამაძაღლო, გოგოებია კლასში!..

- მერე რა, ძუძუზე ვარესი არ გუუგიათ თუ?

- ჩაკმინდე ხმაი!.. კაი და რა იქნება მაი კოშკი?

- რაი და მივა კაცი, ჩააგდებს რკინის ლარიანს და კოშკს აი ქალის ძუძუდან გადმუუვა „სპრაიტი“!

- ტიტუუ, რასაა რო ლაპარაკობს, აი აბდალი?! და ორ ლარზე რა გადმუუვა – გლიასე?

- მაიც შეიძლება! ისთე, ჩემი პროექტით ორ ლარზე პივა გადმუუვა, „მთიელი“!

- რეიზა ვითომ?

- რეიზა და ხალხი მილეთია და ზოგს „სპრაიტს“ პივა ურჩევნია!

- კაი და ვისაც „მთიელს“ „არგო“ ურჩევნია? ან „სპრაიტს“ – „ფანტა“? იმგენს რა ეშველება, შე ჭკუისკოლოფო?

- ნაფიქრია ყოლიფერი – რვა ძუძუ ექნება კოშკს!!

- რაიო?.. სუ გადამრევს აი ბაღანა!

- აპა, ოთხი მხარე რო ექნება კოშკს, ყველგან ექნება ძუძუები- რეიზა მოცდება ადგილი?

- მეწონათ მაი იდეაც?

- კი, სუ გააფრენს მიშა ამაზეო, – მეორე გოგომ თქვა, პოლიციის მინისტრის მოადგილემ.

- მაიც სტოლზე ცეკვავდა?

- არა, მაი სკრომნია ნამეტანი. სუ მუხსქვეით შავ კაბაში დადიოდა…

- დამთავრდა იდეები?

- კიდო მაქ ერთი, მარა მემერიდა ჯერე.

- აწი რაია, ვითომ, მოსარიდებელი?

- კაი, რადგან არ მეშობით, ვიტყვი. რაი და, თურქული აბანო იქნება ცენტრში.

- მაგაში რაია რევალუციური? თურქულ აბანოდ და ბორდელად გედიქცა მთელი აჭარა.

- ჩვენსაში იმისთანა რამე იქნება, ჯერ რო არ დასიზმრებია დუნიაზე არევის.

- აბა გვითხარი, ნუ დაგვწყვიტე ნერვები.

- რაი და, რო ამოვა აი ტიტლიკანა ხალხი წყლიდან, იქანა იქნება ეშმაკის ბორბალი!

- ეშმაკი ეცა ჩემ მტერს! ეშმაკის ბორბალი უნივერსიტეტში გამიგია მე… აბანოში რათ გინდა?

- რაი და, ამ ბორბალს ექნება დასაწოლი შეზლონგები, პერეგაროდკები რომაა, ისთე..

- მაი რეიზა, ვითამ?..

- რო დაწობიენ აი პრეგარდოკებიან შეზლონგებზე აი ტურისტები და რო ჩამოვა ბორბალი ქვეითკენ, გამოვა აი ეშმაკის ბორბლიდან დასპირტული მახათი და გუუყრის კვერცხებში!

- ტიტუუ, ეს რა თქვი, შე უპატრონო!! მშობელი მევიდეს ხვალვე აქანე!!!

- რაი ვთქვი ახლა ამისთანა?.. კვერცხი თუ არ გინახიათ, წაი, მას, ბათუმში და იმხელა კვერცხებია იქანა დაწყობილი, „ოპელზე“ დიდი…

- ბიჭო, რაფრა არ გრცხვენია აი ბაღნების! ბებიაშენი მევიდეს უეჭველათ!

- მერე ბებიაჩემ ოლღას გუბედავთ თქვენ მაის თქმას, ზურიკელამ კვერცხები ახსენაო? არა, მითხარი, მას, გუბედავთ ამას თქვენ ოლღა ბებიას??

- კაი… ის მაინც მითხარი, რეიზა უყრი აი პატიოსან ხალხს კვერცხებში მახათს?

- რეიზა? ჯერ ერთი მაგენის პატიოსნება არ გეიშვა უკან კარში და თან მაგენი უსაქმური ხალხია ყველა და რუსთაველმა არ თქვა – „უსაქმო კაცი ყვერში მახათს იყრიდაო“?!

- ვინ გითხრა, შე სასიკვტილე – რუსთაველმა თქვა მაიო?

- რა ვიცი მე? რუსთაველმა თუ არა, შაშკინმა ხო თქვა! ხოდა, აი უსაქმურები შეიძლება ისთე გაზარმაცდენ უკვე, რო ხელის განძრევა ეზარებათ და მივეხმარებით მაგაში… დეისვენებს ხალხი კულტურულად…ფარაც შემოვა, და ჩვენც მევიდგამთ პაწა წელს.

- ესეც თქვი იქანე, შე უბედურო?

- არა, ი შავკაბიანის მემერიდა, ცოტა წითლდება ხანდახან უმიზეზოთ… მაგიერი იქანა ერთი შავჯიპიანი ბლანდინკა ყაზილარი იყო – აი იი მინისტრი, შოფრად რო იყო დამდგარი გორში ომის დროს… ხოდა, მაგას ვუთხარი მორიდებულად და ნამეტანი გუხარდა! შენო, მოი ჩემთანო, და ლაზიკის ვიცე-მერად დაგნიშნავო!

- და მერად რეიზა არა, ვითომო?

- მერი ყოლიეთ უკვე. ვინც მეიფიქრა მაი ლაზიკა, იმას ნდომებია მერობა – რაცხა ხო უნდა დამრჩეს საჩემო ბიზნესი აი ქვეყანაშიო.

- დეეგდე ძირს!


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 165 other followers