როგორ გავუშვათ ხელისუფლება-5

ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ პრიორიტეტებს არ დავალაგებთ.

დაგიჩემებიათ – ”ახალი ოპოზიცია გვინდა, ახალი სახეები”!!!

ვინ შობს ამ ახალ ოპოზიციას? ან ანსამბლი ”სახე” ხომ არ მოგვეყვანა?

ვინმე გინახავთ ამ ბოლო დროს პოლიტიკურად ორსული?? ასე, – მე-7 თვეში?? და თან რომ ეტყობა – ტილ ულენშპიგელი, განდი და ჩე გევარა ერთად რომ ჰყავს იქ, კედელზე ფეხებმოჭერილი?

კიდეც რომ მოხდეს სასწაული და როგორც ლიბიელებმა (თფუი ეშმაკს) – ვიომეთ, როგორ გგონიათ, მერე ამ ქვეყანას ვინ ჩაიბარებს სამართავად?

ნგრევა რომ შეუძლია, ის ხალხი რომ შენებაში არ ვარგა, ესეც ხომ ვიცით (1990-91-დან)…

მოკლედ მე ჩემი მითქვამს:

1.მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი (და არა მარტო მიშა!!!) უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას! სასამართლოთი – კარგი იქნება! (ზესტაფონი იქნებოდა კარგი ნიურნბერგი!), მაგრამ მე პირადად მაგათ გაქცევაზეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუ ეს უსისხლოდ მოხდება! თორემ ახლა რომ ლიბიაში ვინმემ კადაფის ცოცხლად გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს, იმას ალბათ პირველს დაკიდებენ, (კადაფი ჯერ კიდევ მაგრადაა)…

2. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება უნდა მოხდეს იმ ოპოზიციით, რაც არის და იმ ხალხით, რაც ვართ! წერტ. (უ-ს გარეშე:)

3. ამ ამოცანისათვის ოპოზიციის ორმა ფრთამ – სააარჩევნომ და საპროტესტომ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად (!!!). საპროტესტო მართავს გაშლილ პროტესტებს მთელს ქვეყანაში და კედელთან აყუდებს მთავრობას, ხოლო საარჩევნო უძახის მთავრობას, – დამმორჩილდი, თუ არ გინდა მაგნებმა მიგქისტონ, მოდი აგერ და მოაწერე ხელი, რომ წესიერ არჩევნებზე წამოხვალო!

4. ხალხი აირჩევს იმას, ვინც ბოლომდე და პატიოსნად შეასრულებს თავის ამოცანას, მაგრამ უფრო მეტად ალბათ იმას, ვისი გზითაც მოგვშორდება ეს რეჟიმი. ყველა ვარიანტში, მეორე ფრთაც მოგებული იქნება, რადგან ხალხი და ქვეყანა გადარჩება და ისინიც შეძლებენ ამ ნორმალური გარემოს და ნორმალური სასამართლოს, მედიის და ბიზნესის პირობებში ნორმალურად არსებობას და განვითარებას. მეტიც, თუ დამიჯერებთ, დიდი შანსია, რომ უფრო იმას გაუმართლოს ვინც ჯგუფში მეორე ადგილზე გავა… გამგები გაიგებს, რატომაც :)
5. იმისთვის, რომ ნორმალურად მივიდეთ გამარჯვებამდე, რამდენიმე პირობაა აუცილებლად შესასრულებელი:
ა) არცერთი ფრთა მეორის მეთოდებზე არ იძახის – ”მიუღებელია!” ”გამყიდველები” და ა.შ.
ბ) უნდა მოხდეს შეთანხმება იმაზე, რა პირობებში შეიძლება, რომ საარჩევნო ფრთა შეუერთდეს საპროტესტოს, და – პირიქით!

გ) უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მცდელობა, რომ პროცესებში იქნა შემოყვანილი რუსეთი! ის პოლიტიკოსები, ვინც რუსული კარტის გათამაშებას ცდილობენ და რუსეთის მმართველ პირებთან თანამშრომლობენ, ალბათ, უნდა გამოირიცხონ ერთიანი საპროტესტო პროცესებიდან, დროებით (არჩევნების ჩატარებამდე) მაინც, ისევე როგორც ის პირები და პარტუკანები, რომელთა პროსახელისუფლებო ბუნება აშკარაა (მაგალითად, მაია ორჯონიკიძე რომ ჰყავს პარტიის სახედ – მიშას მთავარი ნამუსმომხცავი!).
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ დამარცხების რეალური საფრთხის დამნახავი ხელისუფლება წავა, ამ, თითქოსდა წარმოუდგენელ, გარიგებაზე და სულაც მოიპატიჟებს რუსებს თბილისში, ხოლო თავად კი ”დევნილობაში მთავრობის” სტატუსით დაკმაყოფილდება, სადმე ლონდონში, ან სულაც ბებიას საყვარელ დუბაიში! ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყოველი ქართველის სიცოცხლის ლაიტმოტივი უნდა გახდეს ასეთი რენეგატი ხელისუფლების წევრების მონახვა, მართლმსაჯულებამდე მიყვანა და აღსრულება.

დ) ოპოზიციის ნებისმიერი მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ ნებისმიერი კულუარული გარიგებები ხელისუფლებასთან ზუსტად იგივე შედეგის მომტანი იქნება ქართველი ხალხის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაში, როგორც პუნქტ 5გ-ში არის აღწერილი.

ე) უნდა მოხდეს აღნიშნული პოზიციის თანმიმდევრულად და კატეგორიულად გაცხადება უცხოური ორგანიზაციების, დიპკორპუსის და საერთაშორისო მედია საშუალებების მიმართ.

ბიომეტრიული პასპორტები საშუალებას მოგვცემს ამოვაგდოთ ყალბი და გაბერილი სიებიდან ასეულ ათასობით უცხოეთში მყოფი და მკვდარი სული.
გარდა ამისა, ვინც ხმას მისცემს, მისცემს მხოლოდ ერთხელ – თავის უბანზე. ეს ორმაგად მომკავდინებელი დარტყმა იქნება ნაციონალურ მოძრაობისათვის – ჯერ ერთი ისინი დაკარგავენ ძალიან დიდი ოდენობით ვირტუალურ ხმებს. და თანაც გამოაშკარავდება, რომ ქვეყანაში ამომრჩეველი არ არის 3.7 მილიონი! არამედ მხოლოდ 2,7 მილიონია, უკეთეს შემთხვევაში!
ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა არის შემდეგი:

1) არავითარ შემთხვევაში არ დახარჯონ საბიუჯეტო ფული ბიომეტრიულ პასპორტებზე.
მათ უნდათ ხალხს გადაახდევინონ ის 20-25 ლარი ბიომეტრიულ პასპორტზე და ასტეხონ ხმაური, რომ ოპოზიციამ წაართვა ხალხს ეს ფული!
ეს უსინდისოთა კასტა, რომელიც უკვე 8 წელია ყოველ წელს მილიარდობით ფულს იდებს ჯიბეში ხალხის გადასახადებიდან და ხალხის სახელით აღებული კრედიტებიდან, ახლა წუწურაქობს 60 მილიონ დოლარზე!

2) ისინი ეცდებიან თავად იგდონ ხელში უცხოურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ბერკეტები და იმდენად უხეიროდ წარმართონ ეს მოლაპარაკებები, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა უარი თქვან ბიომეტრიული პასპორტიზაციის დაფინანსებაზე. წესით, ეს ასე არც უნდა მოხდეს და ამ მოლაპარაკებებში სწორედაც რომ ოპოზიციური რვიანის მონაწილეები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული.

3) ნაცმოძრაობის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა არის რეგიონები!. თბილისში მათ შეიძლება დათმონ ბიომეტრიული პასპორტების საკითხში, რათა უცხოეთთან საჩვენებელი და სათქმელი ჰქონდეთ – ხომ ხედავთ, როგორი კონსტრუქციულები ვართო! ბოლო არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა იმის იმედად არის, რომ ისევ ძალიან აქტიურად დააშინებებ და სახლებში დარჩენას აიძულებენ ოპოზიციის მომხრეებს, ხოლო საკუთარ მომხრეებს, პირიქით — ფულის, ნარკოტიკების, შაქრის და დაპირებების დარიგებით მაქსიმალურად მობილიზაციას გაუწევენ.

4) სამაგიეროდ, ისინი ეცდებიან, თბილისში შემცირებული მკვდარი სულები რაიონებში ამოქაჩონ და მერე თავი იმართლონ, დედაქლაქში მართლა ”შემცირებულა” ამომრჩეველი, სამაგიეროდ – რაიონებში წასულა მილიონამდე კაციო! D:D:D. ალბათ სააკაშვილის სოფლის მეურნეობისაკენ მოწოდებას მიაწერენ ამ ძირეულ გარდატეხას!

ძნელია, ყველაფერს მიხვდე, რასაც მიხეილ მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის და პავლე კუბლაშვილის გამყალბებელი ტვინები მოხარშავს, მაგრამ 8 წელი ცოტა დრო არაა, რომ უკვე მივხვდეთ მათ ზოგიერთ შესაძლო ნაბიჯს მაინც!

როგორ შევცვალოთ ხელისუფლება-4 (პასუხის პასუხი ია ანთაძეს :)))

ია, დიდი მადლობა პასუხისათვის. ახლა შევეცდები, გიპასუხოთ. (სამწუხაროდ, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩემი ჰობი არაა და ამიტომ ისევ ახალი ნოუთის დაწერა მომიწია)

ქვეყანას დღეს მომავალი პოტენციური პირველი პირი არ ჰყავს. და მაინც ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო მზადაა პოლიტიკურად სერიოზული ცვლელებებისათვის, ვიდრე ეგვიპტე, ტუნისი და ლიბია. სადაც ოპოზიცია, თუნდაც თორთლაძის დონეზე, აღარაფერს ვამბობ თარგამაძეზე – პარლამენტში არ იყო და სადაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ან ციხეში იყო, ან – ემიგრაციაში.

სააკაშვილის პრობლემა არის ის, რომ განსხვავებით ალიევისაგან, ის პოლიტიკურ სტაბილურობასაც ვერ უზრუნველყოფს.

1) დამთავრდა მისი 4,5 მილიარდიანი კრედიტ-გრანტი და ამის მერე უკვე წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე მხოლოდ ვალის მომსახურების პროცენტი იქნება გადასახდელი. ამას ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აიტანს.

2) არავითარი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არ არსებობს. და მოდით, სახეში შევხედოთ ფაქტს, რომ სანამ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად მაინც ნომერ პირველ მტრად აღიქვამს, აქ გიჟის მეტი სერიოზულ ინვესტიციას არ ჩადებს.ხოლო ქართველი ბიზნესმენები კარგად გრძნობენ, რომ სადაც არა სჯობს (ატყავებენ!), გაცლა სჯობს!

3) მალე სააკაშვილს მოუწევს პოლიციის შემცირებაზე წასვლა, რამდენადაც, პოლიციის ხელფასები თვიურად, სულ მცირე, 30 მილიონი ლარია. უკვე ძალიან მალე დაიწყება სახელმწიფო დაცვის კადრების შემცირებაც. ეს კი ისეთ პროცესებს გამოიწვევს პოლიციაში, რომლის პროგნოზირება ადვილია, მასშტაბის გათვლა კი – ძნელი. ის პოლიციელები, რომლებიც გუშინ ვეტერანებს ურტყამდნენ, ხვალ თავად აღმოჩნდებიან უმუშევრების როლში.

4) ამას ემატება ის, რომ სულ უფრო მეტი მაღალი რანგის პირი ”მოუტყდება” მიშას.

ნაცმოძრაობა ჯერ ახერხებს საიდუმლოდ შეინახოს გელა ბეჟუაშვილის ფაქტიურად გაქცევა ქვეყნიდან და ისიც, რომ ბეჟუაშვილმა საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სახ. დეპარტამენტს იმ მოსალდონელ ახალ ავანტიურებზე, რასაც სააკაშვილი გამუდმებით ხლართავს. მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ 2-3 ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი დატოვებს სააკაშვილის გუნდს.

რა თქმა უნდა, რეჟიმი შეეცდება, რომ გაბითურებული აკელა შეცვალოს და ახალი პრინცი მოიყვანოს. ყველაზე სავარაუდოდ, – გიგა ბოკერია, რომელსაც დღემდე უცხოეთში ნიჭიერი პრაგმატიკოსის რეპუტაცია აქვს. არაა გამორიცხული – ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქვეყანაში ეფექტური მენეჯერის იმიჯი აქვს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ერთს და არც მეორეს დასავლეთი ახალ მასშტაბურ ინვესტიციებს არ მისცემს, ხოლო ქართული საზოგადოება და ბიზნესი კი არ მოტყუვდება, რომ ასეთი როქირება სინამდვილეში არის მიშას რეჟიმის შენარჩუნება მიშას ჩრდილში მოსვენებით და არავითარი შიდა სტაბილიზაცია და ბიზნესის აქტივაცია ამას არ მოჰყვება.

ამიტომ საკითხი ძირითადად ასე დგას – რეჟიმის წევრებს უნდათ შეინარჩუნონ ის აურაცხელი სიმდიდრე, რაც დააგროვეს და მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები. ამის შანსი არის მაშინ, თუ ისინი წავლენ სერიოზულ დათმობებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და იმდენად ტრანსპარენტულს გახდიან პროცესს, რომ შესაძლებელი გახდება სულ ცოტა საპარლამენტო არჩევნებში მათი დამარცხების გაფორმება. მაგრამ უცნაური ლაფსუსია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მათ თავად მოიჭრეს ეს გზა, როცა შეიძლებოდა ქვყნის მთავარი მმართველი – პრეზიდენტი 2013-მდე ყოფილიყო ნაციონალი, ხოლო პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას არ ექნებოდა ფორმალური უმრავლესობა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ფრაქცია და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე ეთამაშა თავისი პოლიტიკური ინტერესების გატანაში. ამჟამად შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის პირველი პირი – პრემიერ მინისტრი – სწორედაც რომ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ვარიანტზე ალასანიას და ბოკერიას შეთანხმება რეალურია და დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს (ალასანია), ახალ მემარჯვენეებს, ქდმ-ს და ფორუმს საკმაოდ კარგი შანსები ექნებათ, რომ ჯამურად 50-60%-იც კი აიღონ.  

მაგრამ თავად ნაციონალურ მოძრაობაში ასეთ მიმართულებას მომხრეები უფრო ნაკლები ეყოლება, ვიდრე – მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეები იქნებიან ისინიც, ვისაც კრიმინალური გზებით ურიცხვი ქონება აქვს დაგროვებული. და აქ, პირველ რიგში, სწორედ ბოკერიას ერთ-ერთი პოტენციური სპონსორი – კეზერაშვილი იგულისხმება. წინააღმდეგი იქნებიან ასევე ისინიც, ვინც ასეთ განაწილებაში საპარლამენტო სკამს დაკარგავს – წიკლაურები, ოჩიაურები, მალაშხიები და სხვა წვრილფეხობა, რომელთა ინტელექტუალური რესურსი ვერაფრით ახლოს მოვა მათ მყვირალა ურაპატრიოტობანასთან… თუმცა მათი ხმა მაინცდამინც არც ჩაითვლება მოსასმენად. მთავარი მაინც ისაა, რომ მერაბიშვილი გაცილებით მონდომებული იქნება, რომ საქმე ქუჩის აქციებისკენ წაიყვანოს. და შემდეგ ამ აქციების რუსეთთან კავშირის საბაბით მოახერხოს ოპოზიციის ნაწილის სერიოზული ნეიტრალიზაცია (90 დღე ციხეში მოთავსებით)

მაგრამ აი, აქ შემოდის მუბარაქის ფაქტორი!

ის რაც წარმოუდგენელი ჩანდა გუშინ, შეიძლება მოხდეს დღეს!

1. ფაქტია, რომ მერაბიშვილს ხალხის დახოცვას არავინ აპატიებს და იგი მაშინვე გაიზიარებს კადაფის ბედს, ხოლო რეზინის ჯოხების გამოყენება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ ისევ 100,000 კაცი გამოვა, თანაც განწყობილი ისე,რომ ფოთლების ჩამოვარდნა აღარ ჩაითვლება ჯოჯოხეთში მოხვედრის საფუძვლად, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურ ჯოჯოხეთს სწორედ ეს რეჟიმი გვიმზადებს!

2. მეორე მნიშვნელოვანი,რაც არაბულ რევოლუციებს თან ახლდა, არის ის, რომ მათ აშკარად დაგვანახეს – რევოლუციის წარმატებისთვის აუცილებელია პროტესტის გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა მთავრობას აღარ შეუძლია სერიოზული ძალების აქეთ-იქეთ გადასროლა. ამ მხრივ, ქართული პარტიის სერიოზული რეგიონალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპროტესტო მოძრაობის წარმატებისათვის.

3. დაბოლოს, არაბულმა რევოლუციებმა დაგვანახეს, რომ რაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ დიქტატორებმა იმაზე, რომ მათი შეცვლის მერე ქვეყანა დაინგრევა და მითიურ-რეალური საფრთხე ამოხეთქავს, ამან არ აიძულა დასავლეთის ლიდერები, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. ჰოდა, თუ მუბარაქსა და კადაფის,მათ  შემდეგ  რეგიონის პოტენციური ფანატიური ისლამიზაციის შიშითაც კი არ დაუჭირეს მხარი, ვითომ მიშას ყვირილი – ”რუსი მოდის! რუსი მოდის!” აიძულებს ამერიკელებს, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ?

ამიტომ მგონია, რომ  მალე გამოჩნდება, რომ სააკაშვილის რეჟიმი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც თითქოს ურყევი იყო, სინამდვილეში, თიხის ფეხებზე დგას. თუ საბჭოთა კავშირი 2 წელიწადში დაიშალა, სააკაშვილის ”ერთი უკვდავი პარტიის” დაშლას მაქსიმუმ 2 კვარტალი დასჭირდეს.

იმედია, რომ ოპოზიცია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფის ნაცვლად სწორედ ისე მოახდენს თავისი ნაბიჯების კოორდინაციას, როგორც ჩვენ ყველას დიდი ხანია გვსურს, რომ მოახდინონ.

თუ არადა, სამუდამოდ მართლა წავლენ ისტორიის სანაგვეზე – მიშასთან ერთად… და  ვაითუ – საქართველოსთან ერთად !

 ===========================

ია ანთაძე: დაგვიანებული პასუხი სოლომონს

Feb 27, 16:27

პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ ჩემს ბლოგს სერიოზული კომენტარით გამოეხმაურეთ. ამგვარი დისკუსია სასარგებლოა საზოგადოებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ბლოგისთვის.

რაც შეეხება საკითხს – ხელისუფლების შეცვლის ჰიბრიდულ მეთოდოლოგიას (ანუ პარალელურ შეტევას ორ ფრონტზე). თქვენ ბრძანებთ, რომ ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა ხელისუფლებასთან დიალოგის გზით უნდა ცადოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სხვა საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა; ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილმა უნდა ცადოს ხალხის მობილიზება საპროტესტო გამოსვლებისთვის. გზადაგზა გაირკვევა, რომელი ძალა, რომელი მიმართულება უფრო ქმედუნარიანია და ხალხიც მას გაჰყვება.

თუ გულისხმობთ, რომ ოპოზიციის ორივე ნაწილმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით, ეს ამჯერად შეუძლებელია. პოლიტიკაში ტაქტიკურ შეთანხმებებს წინ უსწრებს ერთი სტრატეგიული შეთანხმება – ვინ იქნება პრეზიდენტი (პრემიერმინისტრი). თანამშრომლობის ბევრი მცდელობა სწორედ იმის გამო ჩაშლილა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ამ ერთ – სტრატეგიულ – საკითხზე ვერ შეთანხმებულა. კოორდინირებული ქმედება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ძალთა სამომავალო ბალანსი პროცესის მონაწილე ყველა გუნდისთვის მისაღებია (თუნდაც, ბალანსი რომელიმე ეტაპზე).

დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ მოხერხდა შეთანხმება ამ სამომავლო ბალანსთან დაკავშირებით. ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი? ბურჯანაძე? ალასანია? სუბარი? უსუფაშვილი? გამყრელიძე? გვარების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. მართალია, პოლიტიკოსები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ჯერ სააკაშვილია მოსაშორებელი და შემდეგ, არჩევნებზე უნდა გაირკვეს, ვინ დაიკავებს ქვეყნის ამა თუ იმ პოსტს, მაგრამ ეს განმარტება გულუბრყვილო მოქალაქეებისთვის კეთდება. შედარებით გამოცდილება კი იციან, რომ სანამ პოლიტიკური ლიდერები მთავარზე არ შეთანხმებიან, კოორდინირებულ მოძრაობას არ/ვერ დაიწყებენ.

საკითხავია, ბოლო წლების განმავლობაში, როდის ხერხდებოდა ოპოზიციის დიდი ნაწილის გაერთიანება? ასეთი რამ მოხდა ერთხელ ასლან აბაშიძის ირგვლივ (1998–1999 წლებში) და მეორედ ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ – 2007–2008 წლებში. სწორედ ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა მაკოორდინირებელი ფიგურა, რაც მთლიანად განაპირობა მათმა რესურსმა (ავტორიტეტი, ფული, მათ უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება). სიცოცხლისუნარიანი კი არც ერთი გაერთიანება აღმოჩნდა და არც მეორე, რადგან ორივე ხელოვნურად იყო შეკოწიწებული და ხელისუფლების მხრიდან წნეხს ვერ გაუძლო.

დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ არის ვინმე, ვისაც მაკოორდინირებელი რესურსი აღმოაჩნდებოდა – ან ავტორიტეტი, ან ფული, ან მის უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება, ან (მით უმეტეს) ყველაფერი ერთად. ამიტომაც ამბობენ ოპოზიციური ლიდერები გულწრფელად, რომ საზოგადოება აღარ უნდა ელოდოს მათ თავმოყრას რაიმე საერთო კოალიციაში. სინამდვილეში, ასეთი კოალიცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვა ახალი ფიგურა, საგანგებოდ ძლიერი რესურსით (მაგალითად, ლევან ვასაძე ან ვინმე სხვა, მისი მსგავსი). მე მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამოვრიცხავ. თუმცა, დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდება ახალი მაკოორდინირებელი ფიგურა, რჩება დიდი ალბათობა, რომ მოხდება სხვა რამ, რის შესახებაც ჩემს მოსაზრებას მორიგ ბლოგში დავწერ.

სულ ეს იყო, რაც ამჯერად თქვენი კომენტარის პასუხად მინდოდა, მეთქვა.

როგორ შევცვალოთ ხელისუფლება (კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”შემოდგომის ყვავილებს დიდებაში მივიტან”)

ბლოგის მისამართი: http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2316182.html)

==============

”საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სავსებით შესაძლებელია; მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მორიგ რევოლუციას ელოდება”.
==================================

ხალხი შესაძლებლობებს საითაც დაინახავს, იმ მიმართულებით წავა.

არჩევანი იმაზე, თუ ვის გაყვნენ, ჯერ არ დგას.

ვინც უკეთ გამოიჩენს თავს, იმას მიემხრობა ხალხი.

დავუშვათ, სოფელში უნდა წავიდეთ ქალაქიდან.

არის ლიმუზინი და არის ურემი.

რა თქმა უნდა, უმრავლესობა ლიმუზინს აირჩევს, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ გზა ქვიანია, ლიმუზინი დაიმტვრა და ჭირი მოგჭამა, მისი მგზავრები უყოყმანოდ გადაჯდებიან ამ დროისთვის წამოწეულ ურემში. ასე რომ, ვფიქრობ, არჩევანი გაკეთდება უკვე მაშინ, როცა ორივე ამ გზით პირველი ნაბიჯები გადადგმული იქნება და ხალხი დაინახავს, ვისი გზა უფრო რეალურად და უფრო მალე მივა დასახულ მიზნამდე.

===============================

„პირველი სცენარის განხორციელებისთვის, ესე იგი, არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად, საჭიროა რამდენიმე პირობა:
1. ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ და საზოგადოების მეტი ნდობა დაიმსახურონ (რისთვისაც ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სჭირდებათ).
2. საზოგადოება უნდა გაძლიერდეს, სულ მცირე, ორი მიმართულებით: დაძლიოს შიში და დაძლიოს საკუთარი უსუსურობის განცდა, რის შედეგადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ და მხოლოდ მისი რეალური მხარდამჭერების ხმები უნდა მიიღოს/გაიფორმოს.
3. სახელისუფლო პარტია ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა ჩადგეს იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას იმდენად, რომ დაკარგოს უმრავლესობა პარლამენტში. შედეგად, მას მოუხდება, დათმოს პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტები. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.“

==========

კიდევ ერთი აუცილებელი და რეალური პირობაა, რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსი და არჩევნების ჩატარების და მონიტორინგის წესი.

ამის რეალურად შეცვლა კი პრაქტიკულად გამორიცხულია, თუ არ მოხდება ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორებით.

ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ცოტათი ნორმალური მაინც, როცა კედელთანაა მიჭყლეტილი… და კიდევ უფრო დავარცხნილად ლაპარაკობს, თუ უცხოეთმაც დაუქნია თითი. სამწუხაროდ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაცილებით მეტია შანსი, რომ სწორედ უცხოეთის თითის დაქნევა დაარბილებს ხელისუფალთა უგუნურ და ღორმუცელობით განპირობებულ სიხისტეს. მაგრამ უცხოეთი თავს არ შეიწუხებს და მშვენივრად აიტანს მიშას, თუ ჩვენ ავიტანთ! მუბარაქს, კადაფის და ბოკასასაც კი იტანდნენ საკმაოდ ხანგრძლივი დროით და მიშა მაგათ ფონზე არც ისე ავტოკრატია…

თითქოს ჩაკეტილი წრეა – არსებული ავტოკრატიული გარემო ძალიან სათუოს ხდის თავისუფალი ადამიანების მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვას. თუ ჩვენ ჩვენს პროტესტს არ გამოვხატავთ, დასავლეთი მიშას არ დატუქსავს. და თუ დატუქსვა არ მოხდება, მთავრობა წნეხს არ შეასუსტებს და ხალხის ნებას არ გამოთავისუფლებს.

და მაინც, პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ.

ამ ნაბიჯის გადადგამას ხალხში მზარდი სასოწარკვეთა უფრო ადვილს გახდის. ამას დაემატება ამერიკის მთავრობის მიერ დემოკრატიის განმტკიცების პროგრამით გახსნილი საკომუნიკაციო და მედია არხებიც.

ამიტომ, ჩემი აზრით ხელისუფლები შეცვლის სასურველი ვარიანტი ჰიბრიდულ მეთოდს გულისხმობს.

ხდება პარალელურად მიმდინარე შეტევა ორ ფრონტზე:  

1)      საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო კოდექსის და არჩევნების მონიტორინგისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამას ახორციელებს ე.წ. რვიანი ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტით. მაგრამ ეს აქტივობები განწირულია გაჯანჯლებისა და დაძირვისათვის, თუ არ იქ ნება პარალელურად მეორე – აქტიური იძულების გზა.

2)      მასობრივი საპორტესტო მოძრაობის, გაფიცვების, მიტინგების ორგანიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგი მიმართულებებით:
a. ადგილობრივი მედიის თავისუფლება, საკაბელო არხებზე ზეწოლის მოხსნა, რათა მათ გადასცენ რეგიონებში მაესტრო და სხვა არხები.
b. ბიზნესის განთავისუფლება, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რეპატრიაცია
c. პოლიტიკური რეპრესიების აღკვეთა და დაკავებულების განთავისუფლება
d. სასამართლო პროცესებზე მედიის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონიტორინგი
e. სახელფასო დავალიანებების (ლაპარაკია ბოლო თვეებზე და არა დიდი ხნის ვალზე) დაფარვის მოთხოვნა
f. ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართვა განათლების, კომუნალური მეურნეობის და სხვა საკითხვების განხილვაში
g. ბიუჯეტის, საპენსიო და სხვა დახმარებების ტრანსპარენტულობა.

სავარაუდოდ, მეორე გზის ამოქმედება უნდა მოხდეს ჯერ დედაქალაქში, მაგრამ შემდეგ (როცა დასავლეთისგან საქართველოს მთავრობაზე წნეხი გაიზრდება და მას მოუწევს რიგ საკითხებში დათმობებზე წასვლა) და უნდა მოხდეს მისი გაშლა რეგიონებში. ამ ფონზე, არაა გამორიცხული, რომ დედაქალაქში შედარებით უპირატესი გახდეს #1) მეთოდზე მუშაობა, ხოლო მასიური საპროტესტო მოძრაობა (მეთოდი #2), როგორც ხელისუფლების ჭკუაზე იძულებითი მოყვანის მეთოდი – რაიონებში გახდეს უფრო კონცეტრირებული. ეს იმითაც იქნება გამართლებული, რომ მოხდება პოლიტიკურად აქამდე უფრო ჩაკეტილი და დახშული რეგიონების აქტივაცია და მათი დაახლოება დედაქალაქის უფრო აქტიურ პოლიტიკურ სპექტრთან, რომელსაც ამავე დროს ექნება დრო და საშუალება რაიონებში გავიდეს და აღარ იყოს ასფალტის ოპოზიცია. გაიგოს, რა ხდება რეგიონებში და მოახდინოს თავისი სტრატეგიის შესატყვისი მოდიფიცირება

კატეგორიულად არ ვთანხმდები იმას, რომ მიშა მაგარია!

მიშა ფლაყვეა, და ეს ძალიან მალე გამოჩნდება.

მისი ძალა კვერცხშია და ეს კვერცხი იყო დასავლეთის მხარდაჭერა და კრიმინალური ბიზნესი (ელიტური კორუფცია). თუ ხალხის აქტივაციის და მიშას მუბარაქიზაციის ფონზე დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდება ან სულაც გაქრება, ელიტური კორუფცია ძალიან ადვილი გასაშიფრი გახდება და მიშას საკუთარი ”გენერლები” (მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, ბოკერია)  დაძირავენ, რომელთათვის მას ერთი შეუცვლელი როლი აქვს – დასავლეთის კარგი დამოკიდებულების გარანტირება. და თუ ამას და ვეღარ შეძლებს, ხოლო ინვესტიციების მოზიდვას კარგა ხანია ვეღარ ახერხებს, მაშინ მიშას ფასი ნოლი ხდება და მისი დროზე მოცილება ისევე მოუნდებათ, როგორც ცალკე აბაშიძეს და ცალკე ვარდოსნებს უნდოდათ ყავლგასული შევარდნაძის მოცილება.

რა თქმა უნდა, ამ გეგმაზე ხელისუფლებას კონტრგეგმა ექნება, რაც ძირითადად კარგად ნაცნობი და აპრობირებულია – ოპოზიციის დახლეჩა და მისი ნაწილის ყიდვა.

ოპოზიციას მგონი, გადარჩენის ბოლო შანსი აქვს – ეს არის არა გაერთიანება, არამედ კოორდინაცია და შეთანხმება იმაზე, რომ დათვის ტყავის გაყოფა მხოლოდ დათვის „ჩამოლაბორანტების“ შემდეგ ხდება!
ორი ფრთიდან (ამომრჩევლები და პროტესტანტები) იმარჯვებს ის, ვისაც ხალხი უფრო გამმარჯვებლად ჩათვლის და გაყვება ბოლო ეტაპზე.

მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ის ოპოზიციონერია, ყველა ვარიანტში იქნება მოგებული, თუ იგებს რომელიმე ოპოზიციონერი, ხოლო წაგებული – თუ იგებს ხელისუფლება.

რადგან თუ ეს ხელისუფლება კიდევ იგებს, იგი მართლა მიაღწევს ყველაზე უარეს სინგაპურიზაციას და ბურიზაციას, სოფლის მოთხრას და ბიზნესის სრულ მონოპოლიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი და ქართული ოპოზიცია აქ აღარც იარსებებს… ქვეყანა დაიშლება მარტივ მამრავლებად! ნაწილს თურქეთი წაიღებს, ნაწილს – რუსეთი, ხოლო ნაწილს – ჩვენი მოძმე მეზობლები… დარჩება ავლაბრის სამეფო, რომელშიც მჯდარ მონაკოს პრინცს ოპოზიცია აბსოლუტურად აღარ დაჭირდება, თორთლაძეც - კი!

„შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან“

Feb 21: 18:05

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2316182.html

უკვე ყველამ დავიზეპირეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა არჩევნებით და კონსტიტუციური ვადების დაცვით ჯერ არ მომხდარა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლო პარტია მთლიანად წასულიყო ოპოზიციაში, ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

მაგრამ ამ ზოგადი ტენდენციის დაშლა ორ ჭრილში შეიძლება. შესაბამისად, გაგრძელებასაც სხვადასხვანაირს უნდა ველოდეთ.

პირველი ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გაძევებულ იქნა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით –>
2. ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანი რევოლუციის ფონზე გადადგა –>
3. დადგა დრო, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

მეორე ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
2. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაც შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და კვლავ პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
3. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც შეიცვლება ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით, ისევ და ისევ, პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად.

საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სავსებით შესაძლებელია; მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მორიგ რევოლუციას ელოდება.

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ზოგადი ტენდენციის ორგვარი განმარტებიდან რომელია უფრო შესაბამისი დღევანდელი პოლიტიკური მომენტისთვის, უნდა ვცადოთ იმის გარკვევა, რა ფაქტორები მოახდენს გავლენას პოლიტიკური პროცესის ამა თუ იმ მიმართულებით გაგრძელებაზე.

პირველი სცენარის განხორციელებისთვის, ესე იგი, არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად, საჭიროა რამდენიმე პირობა:

1. ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ და საზოგადოების მეტი ნდობა დაიმსახურონ (რისთვისაც ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სჭირდებათ).
2. საზოგადოება უნდა გაძლიერდეს, სულ მცირე, ორი მიმართულებით: დაძლიოს შიში და დაძლიოს საკუთარი უსუსურობის განცდა, რის შედეგადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ და მხოლოდ მისი რეალური მხარდამჭერების ხმები უნდა მიიღოს/გაიფორმოს.
3. სახელისუფლო პარტია ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა ჩადგეს იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას იმდენად, რომ დაკარგოს უმრავლესობა პარლამენტში. შედეგად, მას მოუხდება, დათმოს პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტები. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში მოქალაქეთა კავშირმა ყველა სხვა პარტიაზე მეტი მანდატი მიიღო, მაგრამ ოპოზიციურმა კოალიციამ ჯამში მანდატების უმრავლესობა და საკრებულოს მართვის უფლება მოიპოვა. აი, ამგვარი სქემის ამოქმედება საქართველოს პარლამენტში მოგვცემდა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა.

მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასეთი შედეგი თავისით ვერ დადგება: ვერც ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, თუ მათზე წნეხი არ მოიხსნა; არც ადამიანებს გაუქრებათ შიშის გრძნობა, თუ მათი დაშინება არ შეწყდა (ვგულისხმობ ბიზნესმენს, მოსამართლეს, მასწავლებელს, ჟურნალისტს და ყველა სხვას). რაც მთავარია, ვერც ნაციონალური მოძრაობა დათმობს ძალაუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება.

საქმე ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება უკანონო სიმდიდრის მოსაპოვებლად. ქვეყნებში, სადაც სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს კანონის უზენაესობა, მმართველი პარტიები ნებით არასოდეს თმობენ ძალაუფლებას. ეს ორი მოვლენა – თავისუფალი სასამართლო და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა – პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. როგორც წესი, დამოუკიდებელი სასამართლოს არმქონე ქვეყნის ლიდერები კანონს მიღმა ცხოვრობენ და მერე ძალაუფლებას ებღაუჭებიან, რადგან ძალაუფლებასთან ერთად ყველაფერს კარგავენ – სიმდიდრეს, თავისუფლებას, პოლიტიკაში ყოფნის და, ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში ცხოვრების უფლებასაც.

ამიტომ, თუ სახელისუფლო პარტიაზე სერიოზული წნეხი არ განხორციელდა (როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მხრიდან), ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არ ხდება – მეტისმეტი რისკია ყოფილი მმართველებისთვის და იმიტომ. ხელისუფლებიდან ავტორიტარი ლიდერების წასვლას ყოველთვის წინ უძღვის საუბარი მათ ზღაპრულ ქონებაზე და თან სდევს საუბარი გარანტიებზე. ოღონდ, გარანტიების ხსენება, როგორც წესი, საყოველთაო ძალადობის ფონზე იწყება.

შესაბამისად, მშვიდობიანად და არჩევნებით ხელისუფლების შესაცვლელად, პირველ რიგში, არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. თანაც, ეს ნება არჩევნების დღეს კი არ უნდა გამომჟღავნდეს, არამედ, წლების განმავლობაში უნდა არსებობდეს და პოლიტიკურ პროცესს განვითარების საშუალებას აძლევდეს.

გამოდის, მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს და რომელიც, ვიდრე ძალაუფლებას დათმობს, სულ მცირე, სამართლიანი სასამართლოს არსებობას უშვებს.

რეალობას თუ არ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი ძალიან მცირეა. რადგან ხელისუფლების არჩევნებით შესაცვლელად, აი, რა უნდა მოხდეს: მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ წელიწადნახევარში მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაათავისუფლოს სასამართლო და გაწიროს ბევრი თანამებრძოლი, არ შეუშალოს ხელი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, გამოთავისუფლებული მედიის მხრიდან მოისმინოს ათას ერთი ტყუილი და მართალი საკუთარ თავზე, უარი თქვას ხალხისა და ფინანსების კონტროლზე და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმისთვის უნდა ჩაიდინოს, რომ ბოლოს აღმოჩნდეს ოპოზიციაში (ანუ უმცირესობაში).

რატომ უნდა გვქონდეს მოვლენების ამგვარად განვითარების მოლოდინი?

მით უმეტეს, რომ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეორე, გაცილებით უმტკივნეულო გზა მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს გზა მე ამგვარად მესახება: ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაიწყებს თანამშრომლობას კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ვთქვათ, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, უსაფრთხოების კონცეფციის დასახვეწად და კიდევ სხვა კეთილშობილური მიზნებით. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდება მტრის აგენტებად (რასაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერების მოსკოვური ვიზიტები, რომლებიც არჩევნების წინ გახშირდება). შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში კონსტრუქციული ოპოზიცია მიიღებს 40-50 მანდატს (რაც მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ადეკვატური – და მეტიც – იქნება). დანარჩენი ოპოზიცია ვერ მიიღებს ვერაფერს, ხოლო ადგილების ორ მესამედს პარლამენტში კვლავ დღევანდელი ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაეპატრონება. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრით დაუჭერს მხარს ახალ პრემიერს – სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და, ალბათ, დარბაზსაც დატოვებს პროტესტის ნიშნად (იქნებ არც დატოვოს). ამასობაში, პირდაპირი კენჭისყრით არჩეული ახალი პრეზიდენტიც გვეყოლება.

ყველაფერი მოხდება მარტივად და გენიალურად. სიახლის მომხრეები მორცხვად იტყვიან, რომ ხელისუფლება განახლდა; არსებულის შენარჩუნების მომხრეებიც ამასვე იტყვიან, ოღონდ, უფრო დაჟინებით. თან, გონის დაკარგვამდე იზეიმებენ, რომ ძალაუფლება არ დათმეს.

ბოლოს, ყველანი შევთანხმდებით, რომ მიშა მაგარია!

P.S.: ვინც ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმებით, მაშინ, თქვენ ბრძანეთ, სხვაგვარად როგორ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება არჩევნების გზით

============================

ია ანთაძის ბლოგი: ”შემოდგომის ყვავილებს დიდებაში მივიტან”

”თურქეთი ჩვენი მეგობარია!” ? – კომენტატორი ”ბათუმელები” ია ანთაძის ბლოგიდან

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2293138.html#relatedInfoContainer

ავტორი: ბათუმელები

18.02.2011 02:47

==================

თურქეთი ნელ–ნელა , მაგრამ საფუძვლიანად შემოდის და არა მარტო ეკონომიურად, არამედ კულტურულადაც ისევ ცდილობს აჭარის დაპყრობას.

ვერც გაამტყუნებ, – საქართველოს ხელისუფლებისგან გზა ფართოდ აქვს გახსნილი.

 სააკაშვილმა ბათუმი ევროპულ სამუსიკო მექად გამოაცხადა. მსოფლიო დონის ვარსკვალავებიც თვეგამოშვებით სტუმრობენ ზღვისპირა ქალაქს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ვერც საქართველოს პეზიდენტი და ვერც აჭარის ხელისუფლება რატომღაც ვერ ხედავენ რეალურ ფაქტებს ან უარესი, ხედავენ და არ იმჩნევენ.

დასავლეთ საქართველოში ამჟამად 197 მუსლიმანური საკულტო და სასწავლო დაწესებულება მოქმედებს. აქედან 184 აჭარაშია. 44 ობიექტი კულტურულ–ისტორიული მნიშვნელობისაა, დანარჩენი საკულტო და სასწავლო ცენტრებია. მარტო ხულოს რაიონში 77 ასეთი მუსლიმანური სასწავლო ცენტრია.

არდადეგების პერიოდში ბავშვები ყურანსა და ისლამს შეისწავლიან, რომელთა რაოდენობა 60–ს აღწევს, დღეისათვის 3000 აჭარელი მოზარდი მედრესეებში სწავლობს, რომლებიც სოკოებივით მრავლდება აჭარაში. სასულიერო პანსიონატები აჭარის მაღალმთიან რაიონებში მოქმედებს, სადაც ბავშვები ისლამის საფუძვლებს ეცნობიან, ღამესაც ათენებენ და იკვებებიან კიდეც. როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს საქველმოქმედო საზოგადოება „მადლი“ აფინანსებს, რომლის უკან არაბული ფული მოიაზრება, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხელმოკლე ოჯახები ბავშვებს სასწავლებლად თურქეთში აგზავნიან. თურქები კი უკან დაბრუნებულებს აჭარაში მომრავლებულ თურქულ კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს პირდებიან.

===============================

სოლომონ თერნალელი:

ამას ჰქვია შენელებული მოქმედების ბომბი. შედეგი 3-5 წელიწადში სახეზე იქნება.

შედეგი იქნება რეალურად საქართველოსგან დამოუკიდებელი და თურქეთზე დამოკიდებული აჭარა.

ამ პოლიტიკის გატარება, ნაწილობრივ მაინც, შედეგია პრეზიდენტის დედის – გიული ალასანიას თურქოფილიისა!

დედა ნახე, შვილი ნახე…

აჭარა თუ ვეღარ ვნახე?

”ბურები გადაარჩენს საქართველოს!”?

ბურები (ჰოლანდიურად ”ბურ” – გლეხს, ფერმერს ნიშნავს) მე-17 საუკუნიდან ”აღმოსავლეთ ინდოეთის ჰოლანდიური კომპანიის” მიერ დაარსებული ადმინისტრაციის ფარგლებში დასახლდნენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ორი თავისუფალი დასახლება – ორანჟის თავისუფალი შტატი და ტრანსვაალი – შექმნეს და იქ დიდი მამულები ჰქონდათ, რომელშიც იაფი მონური შრომის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკმაოდ წარმატებული სოფლის მეურნეობა შექმნეს. ბურების ძირითადი ნაწილი ჰოლანდიელები იყვნენ, თუმცა იქ სახლობდნენ ასევე გერმანელი, სკანდინავი, პორტუგალელი, ბერძენი, პოლონელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი და ინგლისელი მიგრანტებიც. ბურები პროტესტანტები (კალვინისტები) არიან. მე-19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის იმპერიამ, რომელშიც შედიოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დღევანდელი ტერიტორიაც, დაუშვა იქ ე.წ. თავისუფალი მიწების პრაქტიკა და ბურები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ.

მაგრამ 1880 წლისთვის თავისუფალი მიწების სტატუსი გაუქმდა. ბურები აჯანყდნენ და ე.წ. ინგლის-ბურების I ომი (1998-81) მათი გამარჯვებით და ტრანსვაალის დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა. მაგრამ ინგლისელებმა დიდი რაოდენობით ჯარების კონცენტრაციის შემდეგ 1899-1902 წწ. ინგლის-ბურების II ომში დაამარცხეს ბურები და გააუქმეს მათი დამოუკიდებლობა. თუმცა ფორმალურად შეზღუდული დამოუკიდებლობა კოლონიებისთვისაც დაწესდა და ამ კოლონიებმა სამხრეთ აფრიკის  კავშირი შექმნეს. 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს აპარტეიდის დამარცხების და ქვეყნის სათავეში შავკანიანი უმრავლესობის მოსვლის შემდეგ ბური ფერმები ხშირად გამხდარან კრიმინალური თავდასხმების (ხოლო ზოგის აზრით -ეთნოციდის) სამიზნე. რამდენიმე ასეული ფერმერი იქნა მოკლული, გაძარცვული და იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ფერმა. განსაკუთრებით დიდი გამოძახილი მოჰყვა 2010 წ. აპრილში თეთრკანიანი ბური ლიდერის იუჯინ ტერ ბლანშეს მკვლელობას შავკანიანების მიერ.

 სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიწების ახალი რეფორმა ბურების შეშფოთების მიზეზია და ისინი სულ უფრო დაუცველად გრძნობენ თავს. ისინი იძულებულნი არიან გასამხედროებული ჯგუფები შექმნან თავის დასაცავად, რადგან სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვერ ახერხებს მათ ეფექტურად დაცვას.

შეიქმნა ბურების გადასახლების რამდენიმე გეგმა, სადაც სამიზნე ტერიტორიებად ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია განიხილება. მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში ბურების გადასახლება სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. 

2010 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორების საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ აფრიკაში ვიზიტით ყოფნისას ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა.

მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის შეთავაზება, რომელიც ეხება ბური ფერმერების ბიზნესის გადმოტანას საქართველოში. 40 000 ბური ფერმერის სახელით საქართველოში ჩამოვიდა ბურ ფერმერთა დელეგაცია, რომელთაც დაათვალიერეს მიწები და გაეცნენ საქართველოს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ტრადიციებს და პირობებს. ბურებს მოეწონათ საქართველოში მეღვინეობის განვითარების ტრადიციები (სამხრეთაფრიკული ღვინოები, განსაკუთრებით, კაბერნეს და მერლოს ტიპის, ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ღვინის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ). საინტერესოა, რომ ბურებს დაცვის გარანტიები მისცა და საქართველოს პოლიციის ეფექტურობა პირადად გააცნო შინაგან საქმეთა მინისტრმა და სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალმა ვანო მერაბიშვილმა. ბურების მცირე ჯგუფმა დაათვალიერა მიწები ქართლში (რუსთავის და მცხეთის რაიონები), კახეთში და შირაქში. შირაქში უკვე განსაზღვრულია ბურებისათვის გადასაცემი მიწის გამოსასყიდი ფასი – 40 ლარი 1 ჰექტარ მიწაზე. აღსანიშნავია, რომ იმავე მიწის შეძენის მსურველ საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ 600 ლარის (15-ჯერ ძვირი ფასის!!) გადახდა მოუწევს!

 რა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი ამ ”არაჩვეულებრივ მიგრაციაში”, როგორც ამ პროექტს ინგლისურ გაზეთ ”ინდეპენდენტის” კორესპონდენტი უწოდებს:

 დადებითი ფაქტორები:

1)      ბურებს ნამდვილად გააჩნიათ საკმაოდ მდიდარი და მრავალწლიანი ფერმერული გამოცდილება, და მათი ეს გამოცდილება – მეღვინეობაში, განსაკუთრებით,  შეიძლება ნამდვილად დადებითად წაადგეს საქართველოში ყურძნის ჯიშების სელექციას ან რომელიმე ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვას.

2)      არაა გამორიცხული, რომ ბურების პრობლემების გადაჭრისათვის როგორც მათმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე სამხრეთ აფრიკის და უფრომეტად – ნიდერლანდების მთავრობამ – საგრანტო დახმარება გამოჰყონ (თუმცა სავარაუდოდ ეს დახმარება, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, თავად ბურებს გადაეცემათ და არა – საქართველოს). არსებობს მოსაზრება, რომ ბურების ჩამოსახლების პროექტი საქართველოს პირველი ლედის პირადი ინიციატივაა.

3)      საქართველოს მიმართ ევროპის და დასავლური სამყაროს დაინტერესება გაიზრდება – საქართველო კარგა ხნით მოხვდება საინფორმაციო საშუალებების მხედველობის ველში, როგორც უაღრესად არაორდინალური საიმიგრაციო პროექტის ლაბორატორია

4)      თუ ბურები საქართველოში დასახლდებიან და მოქალაქეობას მიიღებენ, ამით საქართველოს მოსახლეობის ოდენობა გაიზრდება და მოსახლეობის, როგორც შრომისუნარიანი და გადახდისუნარიანი ნაწილის, ასევე – ჯარში გასაწვევი ნაწილის პროცენტული ზრდა მოხდება, რაც თანამედროვე სამყაროში პოზიტიურ დემოგრაფიულ ფაქტორად ითვლება.

მაგრამ, მოდით, ახლა უარყოფით ფაქტორებზე ვილაპარაკოთ:

  1. საქართველო, განსხვავებით კანადისა და ავსტრალიისაგან,არ მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც დიდი ტერიტორიები აუთვისებელია. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში დიდი ოდენობით არამკვიდრი მოსახლეობის იმიგრაცია უეჭველად გამოიწვევს დაპირისპირებას ახლადჩამოსულ და მკვიდრ მოსახლეობას შორის. განსაკუთრებით, თუ ახლადჩამოსახლებული მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავდება მკვიდრისაგან და, მით უფრო, როცა ეს ხდება ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
  2. აბსოლუტურად მიუღებელია ფაქტი, როდესაც ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე ხდება უფრო იაფად, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობაზე! ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რაშიც ბევრი სხვა და მეც, ვადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას სურს მკვიდრი მოსახლეობის ქვეყნიდან გარეკვა – პოლიტიკური მიზეზების გამო – რამდენადაც ხედავს, რომ მისი რეიტინგი ამ მოსახლეობაში მკვეთრად დაცემულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელი ააღებინოს საკუთარ სამშობლოზე და მოახდინოს მათი დეპორტაციის ფინანსური მოტივირება. აღსანიშნავია, რომ ბურებისათვის შერჩეულ მიწების საკმაო ნაწილი უკვე არის საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში, რაც ან შეცდომაა, ან გამიზნული ტაქტიკა, რომ ამ ადამიანებს (ისევე როგორც ადლიასა და ანაკლიაში) თავიანთ საკუთრებაზე იძულებით ათქმევინონ უარი.
  3. ბურების ჩამოსახლებას აშკარად ცუდი პოლიტიკური სუნი ასდის. საქართველოს მთავრობა უკვე ცდილობს დასავლეთის თვალში პოლიტიკური ქულების დაწერას. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ავანტიურისტი პრეზიდენტის მენტალიტეტში ბურების ჩამოსახლებას (ისევე, როგორც უცხოელიმასწავლებლების დივიზიის ჩამოყვანას) გარკვეული ანტირუსული ცოცხალი ფარის მნიშვნელობა ენიჭებოდეს – ლოგიკით, თუ რუსეთი ისევ დაგვარტყამს, საფრთხის ქვეშ დადგებიან უცხოელი მოქალაქეები და უცხოეთის მთავრობები უფრო აქტიურად დაგვიცავენ – ”ეგებ ნატოს ჯარები შემოიყვანონ!” ასეთი ”ლოგიკა” აბსურდულია ნორმალური პოლიტიკოსისთვის, მაგრამ არა სააკაშვილის ტიპის ”ემოციური” მმართველისათვის, რომელმაც 2008 წლის 12 აგვისტოს ”სარკო-ზეიმზე” ხალხის მასიური კონცენტრირება და უცხოელი ლიდერების ჩამოყვანა სწორედაც რომ თავისი უსაფრთხოების გარანტირების მიზნითაც განახორციელა.
  4. პოლიტიკური მოტივი იმაშიც იქნება გამოყენებული, რომ კახეთის, შირაქის და ქართლის მოსახლეობის პროტესტული განწყობილების ნიველირება მოახდინოს არჩევნებზე. სავარაუდოდ, ბურების ლიდერებთან ნაცმოძრაობა გააფორმებს საიდუმლო მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრება, რომ სწორედ არსებული მთავრობა არის პასუხისმგებელი ბურების დაცვის უზრუნველყოფაზე, რაც ბურ მოსახლეობას უბიძგებს, რომ მათ ყოველთვის ნაცმოძრაობას მისცენ საკუთარი ხმები.
  5. ზემოთხსენებული ”თავდაცვის მოტივი” შეიძლება საფუძვლად იქცეს საქართველოშიც ბურების თავდაცვითი ჯგუფების ჩამოყალიბებისათვის. სამხრეთ აფრიკაში არსებული რეალობის გათვალისწინებით ბური ფერმერები შეგუებულნი არიან, რომ საკუთარი თავის და მეურნებობის დაცვა მათივე მიერ ჩამოყალიბებული თავდაცვითი სახალხო რაზმების  საშუალებით უწევთ. ამ ნიადაგზე ბასიშვილის ზონდერბრიგადებს მალე ხელისუფლებამ შეიძლება ბურების ზონდერბრიგადაც ამოუყენოს  გვერდში, რაც საერთოდ კატასტროფულს გახდის ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასა და ბურებს შორის.
  6. ბურების თითეულ ოჯახს სავარაუდოდ 10-20-ჯერ ან სულაც მრავალათასჯერ მეტი ფინანსური კაპიტალი ექნება მეურნეობის გასამართვად, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ჩამოსახლებიდან სულ რაღაც 2—3 წელიწადში, როგორც ტექნოლოგიური აღჭურვის მხრივ, ასევე დამატებითი მუშახელის დაქირავების პოტენციალის მხრივ ბურების მეურნეობები მშრალ ანგარიშზე დაამარცხებენ ადგილობრივ ფერმერებს და მსხვილ მეურნეობებსაც, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საფუძველს ნაცმოძრაობას, ამტკიცოს ყალბი თეზისი, რომ ”ქართველები – ზარმაცები და უნიათოები, ხოლო ბურები მუყაითები და კარგი ორგანიზატორები არიან”. დაახლოებით 5 წელიწადში ბურების მფლობელობაში არსებული მიწების რაოდენობა გაორმაგდება და შეიძლება გაათმაგდეს კიდეც, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გაუძლებს არათანაბარ კონკურენციას იაფად მიჰყიდის  მათ მიწებს, ხოლო თავად მოჯამაგირედ დაუდგება, თუ მონებად არა, როგორც ეს სამხრეთ აფრიკაში იყო. ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ბურების იმიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მსოფლიო თვალნათლივ დაინახავს, რომ საქართველო სასათბურე პირობებს უქმნის იმიგრანტ უცხოელებს და ძალად დენის ქვეყნიდან თავის მკვიდრ მოსახლეობას. მხოლოდ ზარმაცი და უნიათო უცხოელი თუ არ ისარგებლებს ასეთი ”შემოთავაზებით”.  
  7. კომპაქტურად ბურების ჩასახლება და მათი მწარე გამოცდილება სამხრეთ აფრიკაში შესაძლებელს გახდის, რომ მათ თავიდანვე იფიქრონ დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გაფორმებაზე. ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაში ბურების შეტანილი წვლილის განუხრელი ზრდის კვალობაზე ისინი მოითხოვენ და, სავარაუდოდ, მიიღებენ კიდეც საკმაოდ ფართო ავტონომიას.
  8. დაბოლოს, 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, რომლის საფუძველზე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველების რეაბილიტაციის, რეპატრიაციის და ინტეგრაციისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, კანონპროექტის მიღების საკითხმა ნაკლებად პრიორიტეტული თემების რიგში გადაინაცვლა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვლადებულება რიგი მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არასრული სახით. კანონი მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველია და მასში არ არის შეტანილი მუხლები რეპატრიაციის პროცესისა და სარეაბილიტაციოს ცენტრების დაფინანსების შესახებ. კანონი ამავდროულად ქმნის ბიუროკრატიულ სიძნელეებს, რაც აფერხებს პროცესის მიმდინარეობას.  ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს მთავრობის განცხადებებით მაჰმადიან მესხთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის არც საჭირო თანხა არსებობდა, არც შესაბამისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში. ამჟამად, როცა საქართველოს მთავრობა ყველასათვის მოულოდნელად ”დროულად და გამართლებულად” თვლის საქართველოსთვის აბსოლუტურად უცხო მოსახლეობის – ბურების მასობრივ ჩამოსახლებას და კომპაქტურ ჩასახლებას, საოცრად ”ნაივური” (გია ბარამიძის ოქროს ტერმინი) ან გულმავიწყი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ ვერ გაითვალისწინოს, რომ როგორც ევროპის საბჭო, ასევე ეუთო (და ორივე ორგანიზაციაში – რუსეთი და თურქეთი პირველ რიგში) და ასევე თურქი მესხების რეპატრიაციის კავშირი სავსებით სამართლიანად შეახსენებენ და მოსთხოვენ კიდეც საქართველოს მთავრობას, რომ მან სწორედაც რომ უსწრაფესად და სწორედაც რომ კომპაქტურად ჩამოასახლოს ისტორიულ სამშობლოში არაკანონიერად გადასახლებული თურქი მესხები. ასე რომ, იმავე კვირაში, როგორც კი ბურების ჩამოსახლებაზე გადაწყვეტილებას გააფორმებს, საქართველოს  მთავრობას მოუწევს მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება თურქი მესხების რეპატრიაციაზეც. და თანაც, აბსოლუტურად ლოგიკურად – განსხვავებით ბურებისაგან, თურქ მესხებს იმ 40 ლარსაც ვერ გამოართმევს ჰექტარ მიწაში. ხოლო თურქი მესხების მასობრივი, არაეტაპობრივი და კომპაქტური ჩამოსახლება (მით უფრო – თუ სამცხე-ჯავახეთში მოხდა ეს) რა ახალ პრობლემებს და გამოწვევებს გამოიწვევს, ამაზე დასაფიქრებლად საქართველოს დიდ უშიშროების საბჭოს დიდ მდივანს – გიგა ბოკერიას ალბათ არ სცალია – მას ხომ რუსეთის #1 მტრად ოფიციალურად აღიარების #1 ისტორიული ამოცანის შტურვალზე უდევს მარჯვენა…

http://www.independent.co.uk/news/world/europe/boer-farmers-head-for-new-home-in-georgia-2128794.html

საქართველოს გადამრჩენელ ელემენტთა სია – ოუ-(მი)-შენის 21 -აჩკო! და კიდო ერთი – ჩაიწვი, მიშა?!

(მეხუთე ელემენტის გარეშე, მაგ როლზე გვყავს უკვე მია – ვანკუვერიდან )

  1. ბურები – ხერხით – ხერხუნათი, ხელეჩოთი, წალდუნათი… და მონების მენეჯმენტის 200-წლიანი გამოცდილებით
  2. თოვლი (ვტაროი ვ მირე, პერვიი – ვ სან ფრანცისკო) – რომელსაც ღმერთი სპეციალურად ჩვენთვის ატრამბოვკებს და აწერს – ”მეიდ ფორ პრაუდ ჯორჯია – მიშისტან” (ეს იმიტომ, რომ შეცდომით ატლანტაში არ ჩააგდოს, სადაც სეტყვაც მაგარ თოვლად წავა – უნახავმა რა ნახაო)
  3. განათებული უშბა
  4. ტურიზმი (მე-2 და მე-3-ის ჩათვლით) ყოვლისმომცველი და უკიდეგანო -ანაკლიიდან მესტიამდე და აბრატნა, ქობულეთის და გონიოს ვერცხლის პესკებიდან ბორჯომის ნავთობსადენიან პარკამდე, გუდაურიდან ბაკურიანამდე და სიყვარულის ქალაქიდან – ქალაქამდე, რომელსაც ყველა ჩამოსული ორგაზმამდე უყვარს. ტურიზმი მიწაზე, ჰაერში და მიწისქვეშ(მეზოზოური) – ”მერსედესის” ნიშნის ჯინაზე!
  5. ბოლივუდი – ”მე რა ჯუპა ესჯაპანით” და ლექს-სენით – ყველაფრის ყველასთვის სანახებლად და პუწინის გულისგასახეთქად;
  6. ჯუგაანის სკოლა, რომელსაც შეჰშურვიან ჰარვარდი და ემ-აი-ტი, კებრიჯი და ოქსფორდი, სორბონა და ჰაიდელბერგი (არაცემენტი!), ჩოსერი და ჩოჩორი!
  7. მწვანე ლეპტოპები და მწვანე რეიტუზები. ბავშვობაში – უფრო პირველი და დიდობაში – უფრო მეორე;
  8. შაშკინის მანდა-ტურები, როგორც სისხამ-ტურები;
  9. ხათუნიკოს ციხე, როგორც აპოთეოზი ევროპელობისა;
  10. ნაცტელევიზია, როგორც არიცია და როგორც სერიული მოძალადე – ტვინზე, ნამუსსა და ადამიანობაზე;
  11. პოლიცია, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა (მალე უკვე ფეხსალაგშიც და ლოგინშიც – სხვადასხვა გაჭედილობების და ოჯახური ძალადობის პროფილაქტიკისთვის);
  12. ნინო კალანდაძე, როგორც მიშპლომატიის ცისკრის ვარსკვლავი – ვენერა (გრუზჩიკის მკლავებიანი);
  13. ის მწვანეთმიანი და წვერებიანი კაცები, რომლებიც ვერც გავიგეთ, ვინ იყვნენ და რამდენი აგვაღლიტეს;
  14. საქართველოს შაპიტო პარლამენტი, როგორც ქართული სოფლის მეურნეობის უკანასკნელი პროდუქტი (ბინდისფერი ქლიავი)
  15. ლოკოკინები და ბაყაყები, სირაქლემა ემუ და ნიანგები (პუტინის გარდა) – ქართული მეცხოველეობის დრაივინგ ფორსები;
  16. ოპერა – უფრო ბათუმის ბოჩ-ელინური, მაგრამ შიგადაშიგ – ქუთაისის რომაული ოპერაც;
  17. უცნობი წარმოშობის ქართული ჯიშის ხორცი, რომელსაც ცეზარ ჩოჩელი ყველას აგვაქნის თავის ერთადერთ და განუმეორებელ საწარმოში;
  18. ”დუინგ ბიზნეს იიზის” რეიტინგები, რომელიც, რაც უფრო დედა გვეტირება, მით უფრო გაუმჯობესდება, რადგან რაც უფრო ნაკლები დავრჩებით, მით ადვილი იქნება აქ ბიზნესის დაწყება!
  19. მანქანის დაბურვაზე (ქვეყნის დაბურვა შენაძლება, და მანქანის -არა!), მანქანაში სექსზე, და ხშირად ჩასუნთქვაზე დაწესებული ქართველი ხალხის სა-კეთილ(ებ)-დღეო გადასახადი;
  20. პადოშა, რომელიც დედამიწის და მარსის ყველა მწვერვალზე ავა და მღვიმეში ჩავა, რათა იქ დააწეროს, რომ საქართველო ოკუპირებულია და შველას ითხოვს ინვესტიციების სახით.
  21. ურნალისტები, რათა შევიშნოთ და შევიყვაროთ სახელმწიფო, რომელიც უკვე შე(გვ)დგა;
  22. დაბოლოს – ტუნიზმი, როგორც ტურიზმის საბოლოო ალტერნატივა – თუ წინა – ოუ-მი-შენის 21-მა – არაფერი გვიშველა და მიშა ჩაიწვა…

When Injustice Becomes Law, Resistance Becomes Duty – თუ უსამართლობა დაკანონდა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება

კითხვა:

როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ (საზოგადოების მახრჩობელა, უკანონო, უსინდისო) მთავრობას?

პასუხი:

ყველაფრით!

- ნებისმიერი იმ ხერხით, რაც დასაშვებია:

1) პირველ რიგში, არჩევნებით და საარჩევნო გარემოს მაქსიმალურად გამოსწორებით, რომ მასში ბევრი ხვრელები არ რჩებოდეს მიშას ვირთხებისთვის.

2) მეორე რიგში (ან იქნებ პირველ რიგშიც კი) -  ხელისუფლების პროპაგანდისტულ-ჰებელსურ მანქანის მემანქანეების, უსინდისო მატყუარების და კიდევ უფრო უძველესი ხელობის ურნალისტების მაქსიმალური მხილებით. და იმის მოთხოვნით, რომ საქართველოში არსებობდეს ერთი ეროვნული მასშტაბის თავისუფალი არხი, რომლის დაფინანსება არ მოხდება ხელისუფლების და მისი მარიონეტების მხრიდან. ახლა აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებამ ისევე მოუნდომა გატყავება და ნაჭერ-ნაჭერ აქნა ”ნეიტრალურ” ივანიშვილს, როგორც თავის დონეზე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პატარკაციშვილს და დამტკიცდა, რომ ”ნეიტრალიტეტი” არსებობის ოდნავ გახანგრძლივებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ გადარჩენას, ამ რეჟიმის პირობებში, -არა!   მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის რესურსი უნდა მოხმარდეს ამ საქმეს – თავისუფალი მედიის აღორძინებას. ხალხმა ბათუმში, ქუთაისსა და თერნალშიც უნდა იცოდეს, ვინ არის ოთარ გვენეტაძე, რას აცხადებენ ხელისუფლების უსინდისო ადეპტები – ნუგზაარ წიკლაური და ვახტანგ ბალავაძე, ასევე ნამუსგაუპატიურებული დავით ამირეჯიბი და ხათუნა ოჩიაური – ვეტერანების დარბევის ფაქტზე. და იმ დროს, როცა ამერიკის ელჩიც და მთავრობისთვის აქამდე საამური სახალხო დამცველი ალაპარაკდნენ პოლიციის მხრიდან კანონდარღვევასა და ძალადობაზე, ჩვენი რაიონების მოსახლეობის მთავარი ტელე-სიახლე არ უნდაიყოს ოპრა უინფრი და ნემცოვის დაკავება! საერთოდ რამოდენა თვალთმაქცობაა ნემცოვის დაკავებაზე აღშფოთება იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ახალ წელს სანუკვარი მისალოცი პიროვნება პუტინზე არანაკლები დიქტატორი ლუკაშენკო გახდა!

3) გამოძიებებით და სასამართლო-პროცესუალური ფორმით (მიუხედავად იმის, რომ საქართველოში ამ საქმეთა წარმატების 1% შანსი თუა, მაინც საჭიროა). თითოეული ის ხოლუაშვილი და ჩემია ყოველ უკანონო გადაწყვეტილებაზე მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ეს მთავრობა მუდმივი არაა, და რომ სწორედ ისინი აგებენ პასუხს ამ უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებებისათვის! უნდა მოხდეს იურიდიულად ხელისუფლების მხრიდან ყველა დარღვევის სასამართლო ფორმით გასაჩივრება (სტრასბურგის სასამართლოს დონემდე) და ჟურნალისტური გამოძიებების თარგმნა და გავრცელება! რაც მეტი ნაგავი წარმოდინდება ჩვენს სახელისუფლებო კოკადან (და სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან იქ ნაგვის მეტი უკვე თითქმის არაფერი დგას!), მით მეტი იქნება ყურადღება და თვალების დაჭყეტა უცხოური უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან. ფაქტი, რომ მეფე შიშველია და უსამართლოა, მალე ძალიან აშკარა გახდება ყველასთვის -საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური წრეების ჩათვლით, რომლებმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ აქამდე დიპლომატიურად დუმდნენ! ამერიკის ელჩის ბოლო გამონათქვამები წესით არ უნდა უქმნიდნენ მიშიკოს იმის ილუზიას,  რომ მის მიმართ რუზველტის სამოსაზე ნათქვამი ფორმულა იმოქმედებს…

4) პროტესტის აქციებით. ყველაფერზე, რაც უნდა გაპროტესტდეს! -

უნამუსოდ ჩაწყობილ ტენდერებზე, 2 წლით გახანგრძლივებულ ტყეების ჭრაზე, წყლის გაძვირებაზე, დასუფთავების მომატებულ გადასახადზე, გაერთიანებულ ქვითარზე და დენის ჩაჭრაზე დასუფთავების გადაუხდელობის გამო, ტრანსპორტის გაძვირებაზე (ჯერ სად ხართ!), ბენზინის გაძვირებაზე (მალე იქნება), ქონების და სხვა გადასახადების მომატებაზე (!), უკანონო დაჭერებზე, ბიუჯეტის უტვინო, ამორალურ  და უკანონო ხარჯვაზე…

არაა საჭირო აქციების რეკორდულობა! 90 დღე, 300 ათასი!.. ეს ყველაფერი უკვალოდ არ გამქრალა. ახლა სხვა ეტაპია. უნდა იყოს (და იქნება!) მრავალი აქცია – განსაკუთრებით – რეგიონებში!

იყოს 100 და 500 კაცი… ყოველდღე მივიდეს სხვადასხვა პარტიის აქტივი და დააფიქსირონ პოზიცია ყველა დამპალ და ქურდ სამინისტროსთან! გუბერნატორების და პროკურორების სასახლეებთან ხალხიც თანდათან მოიმატებს და უცხოური ჟურნალისტების რაოდენობაც. იქნება ფიზიკური ძალადობაც, მაგრამ უეკლოდ ვარდნი არავის მოუკრებიან… მთავარია, ვეცადოთ,რომ ყველაფერი დაფიქსირდეს. ხალხი უნდა იცნობდეს ოთარ გვენეტაძეებს! ეს ხალხის ფიზიკური და ამოთარ გვენეტაძეების მორალური გადარჩენის უკანასკნელი შანსია!

მე, პირადად, მივესალმები ოპოზიციის აქციათა დივერსიფიკაციას!

იმუშაონ აქციების ფრონტზე იმ პარტიებმა, ვისაც ეს უკეთ გამოდის – ეროვნულმა ფორუმმა, ლეიბორისტებმა, ქართულმა პარტიამ!

ხოლო რესპუბლიკელებმა, მემარჯვენეებმა და ქდს-მა უფრო საარჩევნო გარემოზე იმუშაონ…

ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც უფრო გამოსდის და ხალხი მას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო შედეგიანი აღმოჩნდება. მე პირადად არჩევნები ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგები და სხვა სახის აქციები დაიწყება. ზოგიერთ მათგანში მივიღებ კიდეც მინაწილეობას, იმის გათვალისწინებით, ვინ და რა მოთხოვნით ჩაატარებს.

ხელისუფლებამ ხალხს ომი გამოუცხადა.

დაწერილია გეგმა, როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა და გაყრა ან მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა.

ხელისუფლებამ იჩქარა, როცა სინგაპურიზაციის შესახებ თავისი ხვაშიადი გაამჟღავნა! სამაგიეროდ, ხელისუფლებას სურს ჩამოასახლოს აქ ბლომად უცხოელი – ათასობით და ასიათასობით და შემდეგ ისინი აქციოს ეკონომიკურად და იურიდიულად პრივილეგირებულფენად – ერთი წინასწარი გარიგებით, რომ ეს ახალმოსახლეები ყოველთვის და მხოლოდ ნაცმოძრაობას მისცემენ ხმას!

ომს არ იგებენ მხოლოდ ერთი მეთოდით და ერთი სახეობით. ყველა დასაშვები მეთოდი მისაღებია.

დაუშვებელია

ა) იარაღის გამოყენება

ბ) დაუშვებელია ოპოზიციის წევრების მიერ სხვა ოპოზიციონერების მიმართ კომპრომატებით ომი. (მართალია, მე გია თორთლაძე ოპოზიციონერი დიდი ხანია, აღარ მგონია, მაგრამ ამ წუთში მის წინააღმდეგ რიტორიკის აზრიც არ მესმის). მე  შეიძლება დიდ პოლიტიკოსად არ მიმაჩნდეს ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ ნამდვილად სერიოზულ პოლიტიკურ გამარჯვებად და ადამიანურ სიბრძნედ ჩავუთვალე მას ნინო ბურჯანაძესთან წინასწარ მოგებულ ომში არჩაბმის გადაწყვეტილება! ქალბატონ ნინოს კი მინდა ვუსურვო მომავალში მაინც სამიზნეების და ტაქტიკის სწორი არჩევა.

ადვილი არაა…

მაგრამ თუ ადვილი გეგმა გაქვთ – არ დაიჯეროთ. ეს მთავრობა არ იქნება ისე ადვილად გასაშვები, როგორც შევარდნაძე აღმოჩნდა. 

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე არის საქართველოს კიდევ უფრო გაპარტახების, ჩვენი შვილების სამუდამო მონობისთვის ან ჩვენი ქვეყნიდან გაყრის და ქვეყნის დაქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი! ეს ხელისუფლება არის კიბო, რომელიც შიგნიდან ღრღნის საქართველოს დაძაბუნებულ ორგანიზმს და გარეშე მტრისთვის კიდევ უფრო ადვილს ხდის საქართველოს მონელებას.

მაგრამ მოჩქარეს მოუგვიანდესო… ალბათ სჯობს, რევოლუციურ ნაბიჯებზე თავი შევიკავოთ… მიხეილ სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის მომხრეებს,რომლებიც კარგად ხედავენ, რომ მიშას მარგი ქმედების პოტენციალი უკვე უარყოფითი ხდება – ფულებს და ინვესტორებს ვეღარ იზიდავს, მისი სიმაგრის უკვე გოგა ხაჩიძესაც აღარ სჯერა, ის კი არადა -წვიმადა თოვლიც ვერ გაუკონტროლებია და ხან ადეიშვილის მილიარდების იმედადაა და ხან – ვანოს მანქურთების. იქამდე მივიდა საქმე, რომ ამერიკის ელჩი და პატრიარქი კი არა, უკვე თეა თუთბერიძეც აკრიტიკებს და ჟურნალი ტაბულა წლის ადამიანადაც აღარ თვლის, მიუხედავად ობამას ხელისანაბეჭდისა…

ამიტომ, ვიჩქაროთ, მაგრამ – ნელა. როგორც ოქტავიუსი იტყოდა – festina lente…

აქა ამბავი მონსტრ ქარტიაზე ჯვაროსნული ჟანადარკული ლაშქრობისა

მოკლედ, ქალბატონმა ნათია ახალაიამ და ბატონმა ანდრო ჭილაიამ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს.

ფაქტიურად, ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ნათია კობერიძის და გიორგი კაპანაძის, და – ერის გადამრჩენლის, ყველაზე რეიტინგული კომპანიის უქუსლო აქილევსის – ლაშა ხარაზიშვილის დასაცავად იყო განზრახული, მაგრამ ამის თქმა უხერხულია და ამიტომ გამოყენებული იქნა პადოშას მეთოდი – გამოცხადდა, რომ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის დაჩაგვრის წინააღმდეგ არის ამაღლებული ეს ხმა… აი, მაგალითად, ეკა კვესიტაძე – ანგელოზივით დაუცველი ქალბატონი, ან – ფეხშიშველი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დაჩაგროს ვინმემ (ჰმ!) და მათ დაბალანსებულობაში (ჰჰჰჰჰჰმმმმმ!!!) რომ ეჭვი შეიტანოს!..

მაგრამ ქალბატონ ნათია დ’არკს და მის ჰიდალგოს მოუნდათ, რომ  არა მარტო დაეცვათ საბრალო ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ირყევიან ქართაგან (მიშათაგან, ვანოთაგან, და სხვათაგან) ძლიერთა, ვითარცა ლერწამნი ( და თან ზოგიერთმა კიდეც მოასწრო ლერწმის შაქრის სერიოზული მარაგების გაკეთება დროულად, გალინა ბრეჟნევასავით), არამედ ეს მაქსიმალური ხმაურით გაეკეთებინათ.

ამიტომ, ქარტიის ყრილობამდე ზუსტად 18 საათით ადრე გაზეთ ”რეზონანსში” (!) გამოვიდა და მერე ფეისბუქზეც, ბატონ ანდრო ჭილაიას მიერ გავრცელდა სტატია – ”რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში?” http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=172953032747323&id=100000280976960&notif_t=like#!/note.php?note_id=10150094298157941&id=557597243

სტატიის ავტორი, ქალბატონი ნათია ახალაია, სწორედ რომ მილა იოვოვიჩის გმირივით შეაბჯრულა და უდრეკად იცავს ქართველი ჟურნალისტის მიშათბოძებულ უფლებას – წეროს ისე, როგორც უნდა (მიშას!), იმაზე, რაც უნდა (ვანოს!) და აიღოს ის ძღვენი, რაც ეთიკურად მიაჩნია (გიგის!)!

და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმემ ამაში დაგვაცენზუროს! არამცთუ სახენიღბიანმა უსახელოურმა სოლომონ თერნალელმა (ეგ საერთოდ ვინ აგდია, ეგ მშიშარა! ეგ რას მოვა უშიშარ დავით პაიჭაძესა ან უპრინციპულესს დოდოშკა… (აქ დამერხა! სკლეროზ… თუმცა რა სკლეროზ – დოდოშკა ერთადერთთან!), არამედ თუნდაც ამ ქარტიამ, ამ ცენზურის დამნერგავმა ცერბერებმა, ამ ბოლშევიკ-კომუნისტებმა!

ამ ”პრავდა-იზვესტიის” გადმონაშთებმა!

და რა თქმა უნდა – ია ანთაძემ! (მაგას არ ეღირსა ჭანტურიას და ვეშაპიძის პრემიები, მაგ ოხერს, როგორც გაგვიმწარა სიცოცხლე და არ შეგვარგო ლაივში ტანტალი!)

მაგრამ აქ მთავრდება პოემა (არ ვიცი – ჟანა დ’არკზე, თუ წამებულ ნათია კობერიძეზე) და იწყება პროზა -მოსაწყენი და იურიდიული…

საქმე ისაა, რომ

1)      ია ანთაძე არაა ქარტიის საბჭოს წევრი

2)      ია ანთაძემ , ლამის ერთი თვის წინ (ჯერ კიდევ წინა წელს – 28.12.2010) დაწერილ ბლოგში ”ნარმა… მიტკალი… რა გინდა – მითხარი…” არა ფართლეულზე, არამედ სწორედ ქარტიაზე ილაპარაკა, იმ როლზე რაც ქარტიამ შეიძლება შეასრულოს, და იმ კითხვებზე, რაც ამ როლის ორ სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიმართ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს…

3)      ეს არის ია ანთაძის ხსენებული სტატიის ბოლო აბზაცები და ამის წამკითხავს, აბსოლუტურად არ უნდა გასჩენოდა ის პასკვილურ-ცილისმწამებლური ირონიული კითხვები, რაც ქალბატონ ნათია ახალაიას სტატიაში კი არ გაჩნდა, არამედ ჩამოთოვა და დაბარდნა:

”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.

დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.

ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.”

4)      ქალბატონ ნათია ახალაიას, თუ ჰქონდა (და ეს მისი სრული უფლებაა,როგორც მოქალაქის და როგორც ჟურნალისტის) კითხვები ია ანთაძის მიმართ, მას შეეძლო (და უნდა!) -

  1. ან უნდა ეტვირთა მძიმე ტვირთი და 28 დეკემბრის მერე საცივის და გოჭის გარდა, ია ანთაძის ბლოგისთვისაც უნდა შეევლო თვალი,
  2. ან – თუ ისეთი უბირია, რომ არც ბლოგი იცის, არც ფეისბუქი (ჰუჰ, აბა ვნახოთ როდის გახსნა ”ექაუნთი”?),სადაც იას კედელზე და მრავალ სხვათა კედელზე არის იას სტატიის ლინკები და განხილვაც, რომელმაც უკვე 1100 კომენტარს გადააჭარბა, მაგრამ ქ-ნი ია სპეციალურად არ ცვლის ახალი ბლოგით, რათა ქარტიის ყრილობამდე ყველას ჰქონდეს შანსი სტატიასაც გაეცნოს და თავისი აზრიც გამოთქვას, რასაც ია, ყველგან სთხოვს საზოგადოებას – ბლოგზე და ინტერვიუებშიც!
  3. ან – ეს ოხერი ფეისბუქი არ იცის, ბლოგი არ იცის, ტელეფონის ნომრის აკრება მაინც არ იცის? – დაერეკა ჟ. დ’არკს იასთვის და ეკითხა, რატომაა, რომ ჟურნალისტების დამონებას, დაჩაგვრას და დაცენზურება-დაკომპლექსებას უჭერთ მხარსო? და იაც ეტყოდა, რომ არ უჭერს (ხოლო თუ მე დამიწერდა კედელზე,რატომ ვუჭერ, მეც ვეტყოდი,მაგრამ მე ვინ მაღირსებს მილა იოვოვიჩის სტუმრობას კედელზე… მე საწყალ უსახელოურს… ქალბატონი ჟ. დ’არკი ია ანთაძეს ისე სვრის ტალახში, რომ ვითომც არაფერიო – ეტყობა ჟურნალისტური სოლიდარობის სურვილით…

მაგრამ მოდი დავანებოთ თავი პირადად ქ-ნ ია ანთაძის ლაფში ამოთხვრის ენერგიულ სურვილს, რაც ადამიანურად გასაგებია (თუმცა არა მოსაწონი) – შური, ბატონო, შური… ის შური, რაც მოდელირებული ქრონიკის სულისკვეთების მქონე ურნალისტებს ყოველთვის ექნებათ პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ, ისევე როგორც ჩვენს სუშისკენ მოჩქარე მხედართმთავარს შურს ომის მოშიმშილე ვაჟკაცი ვეტერანების. შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა… თან ისიც გავიხსენოთ, რომ ია ანთაძემ რამდენიმე დღის წინ მაესტროზე ”არგუმენტებში” ერთი სახელოვანი კაცის საპრეზიდენტო ამბიციებზე ილაპარაკა და ეს სურვილები ალბათ გაამძაფრა…

მაგრამ რაღა დღეს – 22 იანვრის საღამოს, როცა ქარტიის მეორე ყრილობამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება?

რატომ და იმიტომ, რომ ქალბტონი ჟ. დ.არკისა და მისი ფეისბუკელი იმპროვიზირებული იმპრესარიოს სურვილი (და მჯერა – დავალებაც!) სწორედ ორმაგი დარტყმა იყო – არა მარტო იაზე, ქრამედ ქარტიაზე და სწორედაც რომ უფრო ქარტიაზე – რომ საშინლად დაძაბონ ხვალ სიტუაცია, რომ ქარტიის საბჭო წარმოაჩინონ კორუმპირებულ მოძალადე მონსტრად, რომელიც უკვე არა მარტო ამ ქარტიის აცახცახებულ წევრებს, არამედ პატიოსან და ქარტიის გარეთ ათასობით სხვა ჟურნალისტსაც (მათო შორისრამდენიმე ასეულ – სახელმწიფოს არჩამოშლის სადარაჯოზე მომუშავეთაც) შეიძლება გადაწვდეს!

და ხომ შეიძლება, რომ მათ არ მოუნდეთ ეთიკის ჩარჩოების დარღვევა, თუ გიგის და მიშას გადმოგდებული 30 ვერცხლის ჩხრიალს რომელიმე პატიოსანი ორგანიზაციის შეფასებისგან მორიდება გადაწონის??? მერე რა ეშველებათ მიშას და გიგის? ისედაც არა აქვთ ის 30 ვერცხლი და უნდათ, რომ 1-2 წელი ”პოსლეზე” ამუშაონ ურნალისტები და ახლა კიდევ ეს უნდათ, რომ  ქართაგან ძლიერთა მერყევ ლერწმებს მეორე მხრიდან თუნდაც ნიავმა დაუბეროს???

მიშა ვერ იტანს კონკურენციას!

მას, იმ  მამისმკვლელ იმპერატორ კომოდუსივით მხოლოდ მაშინ შეუძლია საბრძოლველად გასვლა, როცა მეტოქეს წინასწარ ზურგში დაჭრის.

მხოლოდ მაშინ ”იცავს” ჟურნალისტებს, როცა წინასწარ ნაყიდი ჰყავს და იცის, რომ მათ სხვა დაფინანსების წყარო ვერ ექნებათ.

მხოლოდ მაშინ არის გულადი, როცა ქალებს და ბავშვებს ასახლებს სატვირთო ფურგონებით და ომის ვეტერანებს ურტყამს მოძალადე უფორმო ზონდერბრიგადებით …

და როცა იცის, რომ ამას დაუსჯელობის ძალით გაზულუქებული ურნალისტები არავითარ შემთხვევაში   არავის არ აჩვენებენ, არც გადაიღებენ – ფართოდ დახუჭული თვალებით!.. რადგან ისინი აღარც არიან ჟურნალისტები… ისინი მოხითხითე/მოტირალი ჯოკრებია, ოღონდ არა კარტის, არამედ – მეფის კარის ჯოკრები, რომელთაც მოჯოკვრა არ შეუძლიათ, მარტო ტინგიცი და ტუტუცობანა…

ჰოდა ამიტომ – სწორედ დღეს.

მაშინ, როცა ვერაფერს ვერსად ვეღარ გაუკეთებ კომენტარს… სწორედ იქ, საიდანაც არ ელი… და სწორედ ისე (დაბრალებით), რომ შეიძლება ენა ჩაგივარდეს და არც მიხვიდე იმ ყრილობაზე…

და მერე, როცა ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრინციპში უმრავლესობას უნდა – მართალი გითხრათ, კობა ჭუმბურიძე,  მანანა იაშვილი, თორნიკე თევზაძე და თქვენი მონა-მორჩილი აშკარა უმცირესობაში ვართ, მგონი – უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ქარტიის გარეთ დარჩენილი ჟურნალისტები (აქვე დავამატებ, რომ ქარტიის გარეთ მრავალი პატიოსანი ჟურნალისტიცაა, რომელთა წინაშე ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ისინი ყველა ჰეკლბერი ფინივით წყალწაღებულნი მგონია! თუ აქ ვინმეა ჰეკლბერი ფინი, სწორედ თავად გახლავართ!) – რომ ისინი არ იყვნენ ქარტიის მიერ გასარჩევი და დასაძრახი,მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების მხრიდან (!) მრავალი ურნალისტი არამცთუ დასაძრახი, არამედ -დასანძრ(ახ)ია!

ჰოდა, როცა ეს ყველაფერი მოხდება, გამოვლენ კამერების წინაშე ჩვენი კასტორი და პოლუქსი, ჩვენი ზიტა და შიამი, ჩვენი ბეტმენა და რობინა, ჩვენი ჟდარკი და მისი იმპრესარიო და იტყვიან, რომ სწორედ მათმა სტატიამ, ამ პაწაწა დავითიანმა შურდულმა დაამარცხა მონსტრი გოლიაფფი, რომელიც საცოდავ ლერწამისტებს საუკუნო შიშს და მონობას უქადდა! ბრრრ….

აი, ბატონებო და ქალბატონებო – რისი და ვისი დაბადების მოწმენი გავხდით ჩვენ დღეს! (და ჩაესვენა ლაშა ხარაზიშვილის ჩემპიონობის ვარსკვლავი). ახალი ვარსკვლავი ამოდის სულ რამდენიმე საათში – ახალი… ახალაია… ჭილაია…

ზეახალის დაბადება!

მაგრამ არის ერთი პოზიტიური მარცვალი, რომელიც, გაგეცინებათ და მეც მეხება… მთელმა ამ სამარცხვინო უტიფრობამ, რომლის მაგალითს ქვემოთ წარმოგიდგენთ, მე ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

რომ ვასილ მაღლაფერიძე მართალია!

რომ არ შეიძლება იმ ხალხს, ვინც ქარტიაშია, ეს ხალხი გავუტოლოთ და ვაიძულოთ, რომ იქ ძალად შევიდნენ!!!

რომ არ გვინდა ჩვენ ქარტია, როგორც თავის დროზე კომპარტია იყო, მერე – მოქკავშირი, მერე – ნაცმოძრაობა! სადაც ხალხი იმიტომ შედიოდა, რომ პუწიოვკა ჰქონოდა, ხალადელნიკ ”როზენლევ”, აგარაკი – წყნეთში და სპა და ნომერი – ”რედისონ ბლუში” …

რომ ალეკო ელისაშვილსთვის კი არაა პრობლემა, რომ მას, ძალიან პატიოსან ჟურნალისტს – ქარტიამ ერთხელ მიუთითა, არამედ ის იქნება პრობლემა, თუ იმ ქვაბში მოიხრაკება, სადაც იმედის მოდელირებული ქრონიკის ბოდიშისარმომხდელი ნებიერი და გაღმაშემდაველები ურნალისტები იბინადრებენ! თანაბარი უფლებებით, რომ ისინიც უკვე ქარტიელები არიან (რა თქმა უნდა -პირველ მიქარვამდე! არა, ბიჭო, და ალეკოსავით მაგას მოითმენენ, რომ რაღაც ქარტიამ!.. ტი შტოო?!)

ასე რომ მე – ერთი უცნობი, უსახელო, ადამიანი, რომელმაც არც ჟურნალიზმის საფუძვლები ვიცი და არც ჟურნალისტური ეთიკა, მაგრამ, როგორც ანეგდოტშია  ”სპინნიმ მოზგომ” ვგრძნობ სილამაზესაც და სიმახინჯესაც, ახლა იმას მივხვდი, რომ უმჯობესია ცოტა და კარგი, ვიდრე წყლით გაზავებული ღვინო ან ბენზინი და – ძალად შემორეკილებით გაზავებული ქარტია…

მადლობა ყველას, რომ სერიოზულად დამაფიქრეთ… კარგი იქნება, თუ მარტო მე არ დავრჩები ამ ამბავში მოგებული…

P.S. არის ერთი მტკივნეული დარტყმა, რაც ამ სტატიამ მომაყენა, მაგრამ იმ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ამჟამად არაფერს ვეტყვი…ალბათ თავად მეტყვიან… თუ იქაც ჩემმა უსახელოურობამ არ გადაწონა…

——-

ეს კი ჟურნალისტიკის საფუძვლები – და რა არის სტანდარტი და ეთიკა…

<span>ია ანთაძე -</span>

ძვირფასო ნათია, ორი მოკლე რჩევა მაქვს თქვენთვის.

1. სტატიის დაწერამდე თუ არა, ახლა მაინც წაიკითხეთ ჩემი ბლოგი “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე, რომელიც ზუსტად ქარტიის საბჭოს მანდატს ეხება. http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.h…tml

2. 899 562517 – ჩაინიშნეთ ჩემი ტელეფონი და სანამ საჯაროდ დასვამდეთ შეკითხვებს ჩემთან დაკავშირებით, დამირეკეთ და, მკითხაობის ნაცვლად, ჩემი პოზიცია გააცანით თქვენი გაზეთის მკითხველებს.

დიდი მადლობა წინასწარ.

<span>ნათია ახალაია</span> – ია,მე გამიჩნდა კითხვები და სწორედ ამიტომ დავსვი ისინი სტატიაში.ვფიქრობ,ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმური იყო.როგორც ჩანს,ბლოგის სისტემატური მკითხველი არ ვარ.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამას ჩემს დანაშაულად ნამდვილად არ მივიჩნევ.გმადლობთ ლინკისთვის.იმედი მაქვს, რადგან იგი მომაწოდეთ,მასში ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებთნ დაკავშირებით თქვენს პოზიციას გავიგებ.

<span>ია ანთაძე</span> – ნათია, დაწერთ ხვალ, რომ მე წინააღმდეგი ვარ ნებაყოფლობითობის პრინციპის დარღვევის? აბა, როგორ გაიგონ თქვენი გაზეთის მკითხველებმა ჩემი პოზიცია?

<span>ნათია ახალაია </span>- ია,მე ხომ საავტორო სტატია დავწერე. დავსვი კითხვები და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ,რედაქტორს უნდა მიმართოთ. მე კი, ამაღამ თუ ვერა, ხვალ ბლოგზე თქვენს პუბლიკაციას გავეცნობი. მაინტერესებს.

<span>ია ანთაძე </span>- ეს როგორ? შეგეძლოთ, ჩემთვის გეკითხათ, არ მკითხეთ, ეჭვი გააჩინეთ, აღმოჩნდა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა და ახლა მე უნდა მივმართო რედაქტორს? მე კი მივმართავ, მაგრამ სად არის თქვენი პროფესიული ეთიკა?

<span>ნათია ახალაია </span>- ია,უკაცრავად,მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ.

ამფეთქებლები და ნათელმხილველები

წუხელ ღამით თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. მარჯანიშვილთან (ჯავახიშვილის ქუჩაზე), 01:40-ზე ლეიბორისტების პარტიის ცენტრალურ ოფისთან და მუხიანში, 03:00-ზე მოქ. პიტნავას კუთვნილ მაღაზია-სარდაფთან.

 დღეს დილით, როგორც ინტერპრესნიუსმა გვამცნო, ვინმე მოქალაქ სანდუხაძემ ეს ორი აფეთქება ერთმანეთს დაუკავშირა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ორივე  აფეთქება ტროტილით უნდა მომხდარიყო.

ქვეყანაში, სადაც არსებობს შინაგან საქმეთა და უშიშროების მონსტრი სამინისტრო, აფეთქების სავარაუდო მიზეზებზე, ტროტილზე თუ არატროტილზე, მათ შორის კავშირზე განცხადებებს აკეთებს ბიუროკრატი (გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი, განათლებით ეკონომისტი სანდუხაძე), რომლის კომპეტენციაში ეს საკუთხები არც თანამდებობრივად და არც განათლების მხრივ არ შედის (მადლობა ია ანთაძის კომენტატორს, ბატონ ალექსანდრეს მუხიანიდან, რომელმაც სანდუხაძის CV მოიპოვა და ბლოგზეც განათავსა – www.tavisupleba.org).

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს აფეთქება?

უფრო სწორად, არა აფეთქება, არამედ კატასტროფის შემდეგ კატასტროფის ადგილზე სასწრაფოდ გაჩენილი სამეურნეო პირის მიერ ვითომ ღრმად “პროფესიონალური”, ხოლო სინამდვილეში სწორი ვერსიის მაგიერ ყალბ გზაზე დაყენებისთვის გამიზნული ვირეშმაკული კომენტარი?

მე მაგონებს.

ზუსტად ისევე, როგორც გიგი უგულავამ ჯიქიას ქუჩაზე რუსთავი2-ის კუთვნილი “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებზე თვალის შევლებისთანავე სასწრაფოდ და “ავტორიტეტულად” განაცხადა, აქ კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა და ეს რემონტი ამ ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდაო, ახლაც ასევე მეყსეულია პატივცემულ ეკონომისტ-გამგებელ სანდუხაძის მიერ ტროტილის კავშირის ლამის სიზმრად ნათელხილვა! რაც ძალიან საინტერესოა, ვეჭვობ, რომ სანდუხაძე დილით ჯავახიშვილის ქუჩაზე საერთოდ ყოფილიყო და როგორ ამოიცნო მსგავსება და კავშირი, უცნაურია. ალბათ კოლეგა გამგებელმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან გაუზიარა თავისი ტროტილოლოგიური მოსაზრებები.

როგორც მაინც ძალიან მალე გაიშიფრა მაშინ უგულავას ექსპერტობის რეალური მიზეზი – “არტიქსის” და მისი დამფუძნებლების კეზერაშვილის ცოლის და ბოკერიას ცოლისდის უმწიკვლო რეპუტაციების დაცვის სურვილი, ისევე მალე გაიშიფრება სანდუხაძის დილაუთენია ექსპერტობის მიზეზებიც. თუმცა, ეს გაშიფვრა, რა თქმა უნდა, არ მოხდება ე.წ. სამართალდამცველების, ანუ სინამდვილეში – სიყალბედამცვლების მხრიდან.

მე კი მანამდე ერთ ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ.

დავუშვათ, რომ ეს იყო ლეიბორისტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი.

მე შეგნებულად არ ვსმჯელობ იმაზე, ვის შეიძლება აწყობდა ასეთი აქტი, მაგრამ პირველი აფეთქება რომ ალბათ ლეიბორისტების ოფისის ნგრევას და მესიჯის გაგზავნას ისახავდა მიზნად, ამ ვერსიის რეალობას, მგონი თავად სამართალდამცველები ვერ უარყოფენ.

მაგრამ 01:40-ზე განხორციელებულ სამესიჯო აფეთქებას ტრაგიკული მსხვერპლი მოჰყვა!

დარწმუნებული ვარ ეს ამფეთქებელთა მიზნებში არ შედიოდა.

და თუ მანამდე მათ დიახაც სურდათ არა მარტო ლეობორისტებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის მესიჯის გაგზავნა,  ახლა ალბათ მოუნდათ, პირიქით, ისეთი “კარწინკის” შექმნა, რომ ლეიბორისტების ოფისი აქ არც არაფერ შუაშია და უბრალოდ ვიღაც ტერორისტი დადის მთელ ქალაქში და რაღაც ობიექტებს გასართობად აფეთქებს.

ამ ვერსიის გასამყარებლად სწორედაც რომ მისწრებაა 03:00-ზე მომხდარი მეორე აფეთქება, სულ სხვაგან და უკვე არა პოლიტიკურ ობიექტზე, არამედ მაღაზიაზე დამიზნებით.

ეს ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ დილით არა ე.წ. სამართალდამცველებმა, არამედ ვინმე ეკონომისტ-გამგებელმა ვითომ საზოგადოების აზრი გაახმოვანოს ამ ორ აფეთქებას შორის კავშირს შორის.

დარწმუნებული ვარ, სულ მალე მეორე დილეტანტი გაახმოვანებს აზრს, რომ აფეთქება რეალურად ამ მაღაზიის მფლობელის დაშინებას ისახავდა მიზნად და ისიც “დადასტურდება”, რომ მაღაზიის მფლობელს ჯავახიშვილზე უნდა ჩაევლო ღამის 2 საათზე და სწორედ მის განადგურებას ისახავდა მიზნად ლეიბორისტების ოფისთან “შემთხვევით”  მომხდარი აფეთქება. ხოლო რადგან იქ ვერ ააფეთქეს, მერე მაღაზიაზე იყარეს ეჭვი.

ანდა, როგორც დროულად მიხვდა მიხეილ მაჭავარიანი, რომ ქართველი დეპუტატების მიერ ლისაბონის ნატოს სამიტის გარღვევის მერე პუტანკებთან გარღვევის ამბავი უეჭველად რუსეთის სპეცსამსახურების მოგონილი იქნებოდა და ეს ინგლისის მორნინგ სტარის სკკპ ცკ-ს მიერ დაფინანსებით ახსნა (თუმცა გაზეთი პორტუგალიური იყო და ინგლისურ გაზეთთან და სკკპ-სთან არაფერი აკავშირებდა), ახლაც ასევე დროულად მიხვდებიან, რომ თბილისში მდგომარეობის დაძაბვა სწორედაც რომ რუსეთის მიზეზით ხდებოდა, ხდება და მოხდება ყოველთვის.

საერთოდ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანას უშიშროების სამსახური არ ჰყავდეს, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ნებისმიერ უბედურებას ჩვენთან მხოლოდ ერთი მომწყობი და განმახორციელებელი ეყოლება – რუსეთი. ასე რომ გამოსაცნობი არაფერია. ხოლო პრევენციას მაინც ვერავინ ახერხებს. აგერ 6 შპიონი მფრინავი მთელი ომის განმავლობაში შპიონობდა და მფრინავობდა, ენვერი კიდე დილით პლაჟზე გამოდიოდა და საპნის ბუშტებს უშვებდა.    

ისე, ვინმეს ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა, ჩვენს ქვეყანაში რომელ ორგანიზაციას და ორგანიზაციის პირებს შეეძლოთ ასე ოპერატიულად – 1 საათის და 20 წუთის ინტერვალით – ორი სერიოზული ტერაქტი განეხორციელებინათ ერთმანეთისგან დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით? არავისზე არ გაქვთ ეჭვი?

ეჰ, ისევ  ეკონომისტ სანდუხაძეს უნდა ვკითხო. თუ მითხრა, რომ რუსეთის სპეცმსამსახურებიო. მაშინ ნაღდად დავრწმუნდები მის ნატ-პინკერტონულ ტალანტში.  

მით უფრო, რომ ბატონ სანდუხაძის ბიოგრაფიაში არის ერთი ჩანაწერი, რომელიც მაფიქრებინებს, რომ იგი პროფესიულად თუ არა, ქსელური-სოციალური კავშირების წყალობით მაინც მთლად დილეტანტი არ უნდა იყოს:

-         2007 წლის 1 თებერვლიდან [მუშაობდა] სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში” დირექტორის მოადგილედ.

აქა ამბავი საკვირველი თეას მარტვილობისა (ია ანთაძის ბლოგიდან “ზღვისრეთის მბრძანებელი”)

პროლოგის ნაცვლად: ქალბატონ თეა თუთბერიძის ანონსმა “სიმართლის დროში” ეს კარგა ხნის წინანდელი ლირიულ-ისტორიული ჩანახატი გამახსენა
——————————————————————————————————————

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი 25.10.2009 21:39

თავისუფლებისთვის დამაშვრალმა და სამშობლოსათვის მარტვილმა ქალმა განსწავლულმა – თეა თუთაბერის ასულმა, ისმინა რა მისდა მიმართ უშვერი სიტყვანი კაცთაგან და ქალთაგან, ოტებულმა და ცრემლდენილმა მიმართა ხერხემლის მეოთხე მალას – მრისხანე პროკურატორს ივერიისა, რამეთუ მათი ძალითა და მანქანებითა გამოეძიათ და მიეგნოთ პირწიგნაკზე ყველაფრის ღირსი თეას მიმართ მაგინებელთა ჰაი-პიებისათვის და დადგენილთა მაგინებელთა მიმართ დაედგინათ 90-მთვარიანი მივლინებაი აბანოსა ვირისა შინათ.

ასე რომ, ჰოი დედანო და მამანო, რომელთა აგინეთ და აკრიტიკეთ თეაი იგი.

ახლა დაჰკოცნეთ მუნ ოჯახნი თქვენი და განემზადენით პროკურატორის რისხვის სახილვად!

რამეთუ ივერია თავისუფალ ქვეყანად იწოდება მავანთა მიერ და არავის შერჩება თეას ჰყვედრება!
ხოლო მასსა შერჩება ხახვივით – პატრიარქისა ავად გინება, რამეთუ ივერიასა მართავს ბნელი ძალა, რომელიც აღმართსაც ჰხნავს და ჩვენს ნამუსსაც და რწმენასაც…

ახლა კი გითხრავთ ისევ, რაიცა მითქომს, მაგრამ არაი ისმინეთ – იგინი კლიპნი სატანისანი, თეას მიერ განსროლილნი ქსელსა შინა, იყო ოდენ საცთური, ოდენ მახეი და ხაფანგი. პირადად უსტარჰყო თეამან მან ხერხემალი ივერიისა და მიეახლა თავად მეფესა ჩვენსა, რომელ არს არქიფო სეთური – ღამესა მას ახუთმეტსა ღვინობისთვეს.

და ჰრქუა თეამან:
- მოვედ, რაითა დავდო თავი ზვარაკად ნთავისუფლების ჰინსტიტუტის და თქვენი სახელის გადასარჩენად. არად-რა მიღირს სახელი ჩემი მრავალნაფურთხი და ჩემი ცოდნა სიბნელით გაბრწყინებული. მოვედ, რაითა წამოვაგნო იგინი, რომელთაც რწმენენ, ჩემსა უკეთურსა ხიბლსა და ნპროვოკაციასა, რამეთუ იგინი მაგინებდენ მე – და მე გავბრწყინდე, რამეთუ იგინი მწიხლავდენ მე – და მე მარტვილვიყო, რამეთუ მათ დამგმონ – და მე ვიმარჯვო.
და რამეთუ იქმნეს ზრიალი და შუბთა ცემა ჩემსა გუამსა ზედა და ამით გადაიფაროს ყოველნი საქმენი თქვენგან ქმნილნი.
და განბრწყინდეს ხერხემალი ნაცვლად ივერიისა!

და იამათ მათ ხერხემალსა და მის თვინიერ მეფესა ესე მიხვედრილობაი თუთაბერის დიაცისა და დაუტევეს მრავალნი სიკეთენი და ოქრონი მრავალთა საპალნეთა უტვირთეს. და ესეცა უთხრეს:
- საყვარელო დაო ჩუენო!
გაგინებდეთ ჩუენ ბილწითა სიტყვითა, მაგრამ გულნი ჩუენნი გლოცავდნენ.

არცა დაუეჭვდე, თეაო, რომ შენ ხარ დაი ჩუენი საყვარელი და მარტვილი ჩუენი შავგვრემანი.
მოვლენ დროი, როცა განიხარო და შევერთდეთ ჩვენ კვლავ. ითმინე და დაგიფასდება. კულავაც მოვა დროი განყალბებისა საკვირველისა და არჩევანი ხალხისა იავარ-იქმნება. და ფეშქაში შენი იქმნება მწიგნობართუხუცესობა და წიგნთამპყრობელობა, რისაცა ყოველთვის ნატრულ იყავ…

ა-მონ!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 148 other followers